⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.12.2019)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.04.2016
ძალის დაკარგვა 01.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №1797
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.029.016364
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,506 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2016 მიღება
01.12.2019 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №1797 2016 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №144 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულეად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 აგვისტოს №317 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის  სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა  და ლტოლვილთა  სამინისტროს  (შემდგომში  – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს   საქართველოს  კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად  სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში. 4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები სახელმწიფო ხაზინასა და კომერციულ ბანკში, ლოგო, ბეჭედი და იურიდიული პირისათვის მახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები 1. სააგენტოს მიზნებია: ა) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიითა“  (შემდგომში – სტრატეგია) და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა), ასევე „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №257 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიით (შემდგომში - საარსებო წყაროების სტრატეგია) და „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2721 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით“ (შემდგომში - საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმა) დასახული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა (შემდგომში - დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; გ) დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროების გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით მიზნობრივი პროექტების შემუშავება, განხორციელება და შეფასება, ასევე პროექტების განხორციელებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მოძიება და მართვა; დ) დევნილთა ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამებში; ე) განათლებისა და გადამზადების კურსებში დევნილთა ჩართულობის ხელშეწყობა; ვ) დევნილების საჭიროებებზე მორგებული საარსებო წყაროების პროგრამების შემუშავება; ზ) დევნილთა ინფორმირება იმ სახელმწიფო დაწესებულებების და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავენ საარსებო წყაროების ხელშეწყობას; 2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით, მიზნობრივი პროექტების შემუშავება და განხორციელება.  ამ მიზნით თანამშრომლობა სახელმწიფოს დაწესებულებებთან და მუნიციპალიტეტებთან,  საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან; ბ) დევნილთა საარსებო წყაროების შექმნის მიზნით სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და მიმართულებების გათვალისწინებით, სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების შემუშავება, დაფინანსება და განხორციელება; გ) დევნილთა საარსებო წყაროების შექმნის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ასევე ფიზიკური პირების მიერ ინიციირებულ პროექტებში თანამონაწილეობა, პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა, მართვა, შეფასება; დ) სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, შედეგების განზოგადება, ანალიზი და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე)  სააგენტოს  ყოველწლიური  სამოქმედო გეგმის  შემუშავება  და განხორციელება; ვ) სააგენტოს საქმიანობისა და პროექტების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა; ზ) პროექტებისათვის გათვალისწინებული ფინანსური რესურსების მიზნობრივი და ეფექტიანი ხარჯვა; თ) საინფორმაციო მასალების მომზადება და ინფორმაციის გავრცელება დევნილთა საკითხებზე განხორციელებული, მიმდინარე ან დაგეგმილი პროექტების და ღონისძიებების თაობაზე; ი) სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიური დამოუკიდებელი შეფასების მიზნით აუდიტის ჩატარება; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; ლ) სხვა საქმიანობა, რაც აუცილებელია სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს  დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. დირექტორი, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას. იგი მოქმედებს დამოუკიდებლად და აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 3. დირექტორი: ა) ახორციელებს სააგენტოს წარმომადგენლობით და ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას, წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას; გ) უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გაფართოებასთან დაკავშირებით. დ) სამინისტროს წერილობითი თანხმობის საფუძველზე განსაზღვრავს სააგენტოს ბიუჯეტს, საშტატო  ნუსხას და ხელფასის ფონდს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ვ) ანაწილებს  მოვალეობებს  სააგენტოს  თანამშრომლებს  შორის,  აძლევს  მათ მითითებებსა  და დავალებებს, აკონტროლებს  სააგენტოს  თანამშრომელთა  მიერ  სამსახურებრივი  მოვალეობების  შესრულებას  და იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების შესახებ. ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) თავისი კოპეტენციის ფარგლებში მართავს მოლაპარაკებებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს ფინანსურ სახსრებსა და ქონებას; კ) საჭიროების  შემთხვევაში,  საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  უზრუნველყოფს  სააგენტოს კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებთან  ხელშეკრულებების დადებას; ლ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სააგენტოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სხვა სამართლებრივ აქტებს, კომპეტენციის გათვალისწინებით; მ) მმართველ საბჭოსთან შეთანხმების შემდგომ ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიურ გეგმასა და განსახორციელებელ პროგრამებს/პროექტებს; ნ) უზრუნველყოფს ანგარიშების მომზადებას გაწეული საქმიანობის თაობაზე და წარუდგენს მათ როგორც სამინისტროს, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) წელიწადში ერთხელ ან მოთხოვნისამებრ, წარუდგენს სამინისტროს ფინანსურ ანგარიშს; პ) წყვეტს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხს ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 4. დირექტორის  არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა  განხორციელების  შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს, სამინისტროსთან შეთანხმებით ასრულებს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. მუხლი 4🔗. მმართველი საბჭო 1.სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებისა და საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით, სააგენტოში იქმნება მმართველი საბჭო. 2. მმართველი საბჭოს წევრები არიან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირები. ასევე შესაძლებელია სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულ იქნენ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ასეთი საჭიროების შემთხვევაში. 3. მმართველი საბჭო წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს. მმართველი საბჭოს წევრთა და სათათბირო ხმის უფლების მქონე პირთა შემადგენლობა და შეკრების წესი განსაზღვრულია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით, რომელიც იმავდროულად არის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. 4. მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა სააგენტოსათვის. 5. მმართველი საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. მმართველი საბჭოს თითო წევრს აქვს თითო ხმის უფლება. 6. მმართველი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა რაოდენობის თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. მმართველი საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: ა) განიხილოს სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიური გეგმა, პროგრამები/პროექტები და თანხმობის შემთხვევაში დასამტკიცებლად წარუდგონოს დირექტორს; ბ) ხელი შეუწყოს სააგენტოს საქმიანობისათვის ფინანსური რესურსების მოპოვებას როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორებისაგან; გ) შეიმუშაოს დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პოლიტიკა. მუხლი 5🔗. უწყებათაშორისი კომიტეტი 1.უწყებათაშორისი კომიტეტი უწევს მონიტორინგს და მართავს საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს. 2.უწყებათაშორისი კომიტეტის გადაწყვეტილებები ეყრდნობა სამოქმედო გეგმის საფუძველზე შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. 3. უწყებათაშორისი კომიტეტის შემადგენლობა და ხელმძღვანელობა განსაზღვრულია საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმით. ხოლო ინდივიდუალური შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით. მუხლი 6🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. 2. სამინისტრო აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას. 3. სამინისტრო   უფლებამოსილია   მოითხოვოს   კონტროლის   განსახორციელებლად   აუცილებელი დოკუმენტაცია და ინფორმაცია. 4. სამინისტროს წერილობითი თანხმობით, სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა ; ე)  თანამშრომელთა   მატერიალური  წახალისებისათვის   განსაზღვრული  სახსრების,  აგრეთვე  სააგენტოს  მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია სააგენტოს ქონებასთან და სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5.   სააგენტო    ამ    მუხლის    მე-4    პუნქტის    „ბ“   და   „გ“   ქვეპუნქტებით    გათვალისწინებულ    ქმედებებს განახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით. მუხლი 7🔗. სააგენტოს ქონება 1.სააგენტოს ქონება შედგება მისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე. მუხლი 8🔗. სააგენტოს დაფინასება სააგენტოს დაფინასების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტის სახით მიღებული თანხები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები; მუხლი 9🔗. ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საქმიანობის საბუღალტრო  აღრიცხვა და ანგარიშგება.   2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. 3. სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიური დამოუკიდებელი შეფასების მიზნით, მისი საქმიანობა შესაძლებელია შეამოწმოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა. მუხლი 10🔗. სააგენტოს დებულებაში ცვლილების  შეტანის წესი სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მინისტრის ბრძანებით. მუხლი 11🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.