1.
გამგებელი ვალდებულია მიმდინარე წლის 1 მარტამდე საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ წინა წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
2.
საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით გამგებელი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს მისი მუშაობის შესახებ რიგგარეშე ანგარიში.
3.
გამგებლის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.თავი XVI
მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაშ