1.
საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
2.
საკრებულოს გადაწყვეტილებით საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს მისი მუშაობის შესახებ რიგგარეშე ანგარიში.
3.
საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
4.
საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.
5.
საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს მუშაობის ანგარიშის ტექსტის გამოქვეყნებას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 125. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
თავი I — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 118. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
- მუხლი 119. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი
- მუხლი 120. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა
- მუხლი 122. მოსახლეობის გამოკითხვა
- მუხლი 123. მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება
- მუხლი 124. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 126. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშები
- მუხლი 127. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 128. საკრებულოს აპარატის ფუნქციები
- მუხლი 129. კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები
- მუხლი 130. საკრებულოს რეგლამენტის მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 125, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-125/