1.
კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა)
თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;
ბ)
განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ)
ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;
დ)
განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2.
კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.
3.
კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა)
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;
ბ)
კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემთხვევაში;
გ)
კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
4.
კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო, საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარებიდან
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 27. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
- მუხლი 22. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა
- მუხლი 23. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენება
- მუხლი 24. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 25. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 26. კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 28. კომისიის სხდომა
- მუხლი 29. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 30. კომისიის მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 31. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 32. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-27/