1.
საკრებულოს თავმჯდომარე სხდომის გახსნისას საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებულ საკითხებს და მათი განხილვის თანმიმდევრობას. დღის წესრიგის პროექტს საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადების საფუძველზე და საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება სხდომაზე, როგორც გამონაკლისი განხილულ იქნეს დღის წესრიგის პროექტით გაუთვალისწინებელი საკითხები. აგრეთვე, ამ წესით შეიძლება შეიცვალოს დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობა ან საერთოდ მოიხსნას საკითხი საკრებულოს სხდომაზე განხილვიდან.
2.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს დღის წესრიგის დამტკიცებამდე ეძლევა სამწუთიანი სიტყვა. დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებაზე, დღის წესრიგში საკითხის დამატებაზე ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღებაზე საკრებულო გადაწყვეტილებას ღებულობს ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერით მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
3.
სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, დღიის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების (პროექტების) უშუალო განხილვამდე საკრებულოს წევრებს ეძლევათ უფლება გააკეთონ ,,მიმართვები და განცხადებები“, მათ შორის, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გათვალისწინებული დღის წესრიგით. ასეთ საკითხებზე საკრებულოს წევრის სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს და მისი გაზრდა დაუშვებელია. საკრებულოს წევრს უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს (გააკეთოს მიმართვა ან/და განცხადება) მხოლოდ ერთხელ.
4.
მიმართვებისა და განცხადებების დასრულების შემდეგ საკრებულო გადადის საკითხების (პროექტების) უშუალო განხილვაზე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს ყოველი პროექტის განხილვის დასრულებისთანავე ან რამდენიმე საკითხის განხილვის შემდეგ (თუ პროექტები ერთმანეთთან დაკავშირებულია დარგობრივად ან/და ამ საკითხების წარმომდგენი ერთი მომხსენებლით) მაგრამ ყველა საკითხს (პროექტს) ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად უნდა ეყაროს კენჭი.
5.
საკრებულოს თავმჯდომარე სხდომას არ ხურავს დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხების ამოწურვამდე. თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ მოესწრო ერთ სამუშაო დღეს, სხდომა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღეს ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დანიშნულ დღეს
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 60. დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 54. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
- მუხლი 55. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 56. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
- მუხლი 57. საკრებულოს სხდომის დაწყება
- მუხლი 58. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 59. საკრებულოს სხდომის განრიგი
- მუხლი 61. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 62. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი
- მუხლი 63. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი
- მუხლი 64. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები
- მუხლი 65. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 60, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-60/