თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.05.2016
ძალაში შესვლა 04.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №215
სარეგისტრაციო კოდი 310130000.22.034.016532
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2016
matsne.gov.ge 963 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2016 მიღება
04.05.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 27.12.2024 შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 82% 26.03.2025 თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესების დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 18.04.2016 საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 26.08.2016 ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 22.11.2024

დოკუმენტის ტექსტი

თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №215 2016 წლის 4 მაისი ქ. თბილისი თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ    „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, „თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის  (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესების დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №180 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების თანდართული წესები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 4 მაისიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი     დანართი თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს სამთო-სათხილამურო კურორტებზე თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის  (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების ღონისძიებებს და წესებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს სამთო-სათხილამურო  კურორტებზე თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის  (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. უსაფრთხოების წესების დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი 1. სამთო-სათხილამურო კურორტებზე თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შემდეგი დანაყოფების უფლებამოსილი მოსამსახურეები (შემდგომში – სამინისტროს მოსამსახურე): ა) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; ბ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; გ) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი; დ) სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი; ე) სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი; ზ) სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. 2. საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეთა დამატებითი ძალებით მხარდაჭერას უზრუნველყოფენ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მოსამსახურეები. მუხლი 3🔗. უსაფრთხოების წესები თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობისას (მოძრაობისას/სრიალისას) დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების შემდეგი წესები: ა) აკრძალულია თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასაზე (გარდა თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკისა) თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირების მიერ სამაშველო, სარეაბილიტაციო, საპოლიციო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზნებით თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილებისა; ბ)  აკრძალულია თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის მიერ სრიალი და თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციასა და ყურადღებას; გ) ტრასით სარგებლობისას დაცული უნდა იქნეს თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების  შესაბამისი ნიშნები; დ) სასრიალო ტრასით მოსარგებლე თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობისას (მოძრაობისას/სრიალისას) აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ე) აკრძალულია დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა; ვ) აკრძალულია სასრიალო ტრასებზე გაჩერება, როდესაც სხვები შესაძლოა ვერ ხედავენ სათანადო დისტანციიდან ან/და ხდება გზის ბლოკირება; ზ) აკრძალულია სასრიალო ტრასით მოსარგებლის  მიერ მეორე ადამიანის ხელში აყვანა და/ან მოცულობითი საგნით სრიალი, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; თ) აკრძალულია ბოძებთან, სატრანსპორტო საშუალებებთან და სხვა ბარიერებთან 2 მეტრის რადიუსით ახლოს სრიალი; ი) აკრძალულია სასრიალო ტრასის საბაგიროს უსაფრთხო მუშაობისათვის საჭირო  წესის დარღვევა – დაჯდომა ან ჩამოხტომა აკრძალულ ადგილას, საბაგიროდან ნივთების გადმოყრა, დამცავი ბარიერის გარეშე გადაადგილება; კ) დაუშვებელია სასრიალო ტრასის მოსარგებლის მიერ სხვა მოსარგებლესთან  შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვება დაზარალებულისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და უფლებამოსილი ორგანოსთვის/პირისთვის შეტყობინების გარეშე; ლ) დაუშვებელია სასრიალო ტრასაზე  ნივთების გადაგდება/დატოვება. მუხლი 4🔗. რეაგირების ღონისძიებები 1. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, სამინისტროს მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში: ა) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 107​5 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის პრევენციის ან/და გამოვლენის მიზნით მუდმივად ადევნებს თვალყურს და აკონტროლებს თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასაზე (გარდა თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკისა) თოვლმავლითა და მოტოციგით მოძრაობას, რათა უფლებამოსილი პირების გარდა არ დაუშვას სხვა პირთა მიერ აღნიშნული საშუალებებით გადაადგილება; ბ) თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილების შემთხვევაში აჩერებს დამრღვევს, განუმარტავს მას დარღვევის არსს და მოსთხოვს მისთვის ნებადართულ ადგილზე დაუყოვნებლივ გადასვლას; გ) მის მიერ კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას აღნიშნულ ფაქტზე ან/და დამრღვევის შესახებ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (თოვლმავლის, მოტოციგის ან დამრღვევის შესახებ მონაცემები) გადასცემს სამინისტროს სხვა შესაბამის მოსამსახურეს დამრღვევის გადაადგილების მიმართულების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში დარღვევის შესახებ ეცნობება თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობის და გზის (ტრასის) კონტროლისა და ადმინისტრირების განმახორციელებელ პირს; დ) აკონტროლებს თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის უსაფრთხოების ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვას; ე) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასებზე, სასრიალო ტრასების კიდეებსა და მოსახვევებში უსაფრთხოების ბარიერების, ასევე სახიფათო ადგილებში საჭირო ინფრასტრუქტურის, დამცავი ბარიერებისა და გარსაკრავების უზრუნველყოფისათვის უფლებამოსილ პირს აღნიშნული ნიშნების გამართვის/განთავსების აუცილებლობის შესახებ;  ვ) აკონტროლებს სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ ამკრძალავი ან/და მიმთითებელი საგზაო ნიშნების მოთხოვნათა დაცვას; ზ) უზრუნველყოფს იმ პირის თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასიდან ჩამოშორებას, რომელიც  აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; თ) თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლე პირებს აძლევს კანონიერ განკარგულებებსა და მითითებებს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების მიზნით, ხოლო მოსარგებლის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116​2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგომის  შემთხვევაში მოქმედებს ამავე მუხლის შენიშვნის შესაბამისად; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოაშორებს სასრიალო ტრასას სასრიალო ტრასით მოსარგებლეს, რომლის მიმართაც არსებობს ალკოჰოლური,  ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედების მდგომარეობაში ყოფნის საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომელიც აქვეითებს რეაქციას, ყურადღებას და მოქმედებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116​3 მუხლის შენიშვნის შესაბამისად; კ) ახორციელებს სხვა უსაფრთხოების ღონისძიებებს. 2. დამრღვევის მხრიდან სამინისტროს მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურე მასზე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად. 3. სამთო-სათხილამურო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ამ წესით განსაზღვრული პასუხისმგებელი ორგანოები ყოველი წლის 25 ოქტომბრამდე ამტკიცებენ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმებს. 4 სამოქმედო გეგმა შეიცავს ინფორმაციას სამინისტროს მოსამსახურეთა რაოდენობის, განლაგების, სამუშაო გრაფიკის, გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების შესახებ. მუხლი 5🔗. მოთხილამურე პატრული (SKI PATROL) 1.  უშუალოდ სასრიალო ტრასით სარგებლობის პროცესში სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვას უზრუნველყოფს სამინისტროს საპატროლო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პატრულ-ინსპექტორი (შემდგომში – მოთხილამურე პატრული /SKI PATROL)). 2. მოთხილამურე პატრული (SKI PATROL) თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასაზე პატრულირებას ახორციელებს სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და ატრიბუტიკით, აღჭურვილია ვიდეოგადამღები ტექნიკით, რადიოგადამცემი საშუალებითა და შესაბამისი სპეციალური საშუალებებით. 3. მოთხილამურე პატრულს (SKI PATROL) სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმელსა და  სათხილამურო ჩაფხუტზე უნდა ჰქონდეს განმასხვავებელი ნიშანი, წარწერით – „SKI PATROL“ და „POLICE“, რომლითაც შესაძლებელი იქნება მისი ამოცნობა.