სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს ჰოლდინგს(“LOKO TRANS HOLDINGS B.V.”)-ის გადაწყვეტილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№01-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ლოკო ტრანს ჰოლდინგის“

„LOKO TRANS HOLDINGS B.V.”

სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის

შპს „ლოკო ტრანს ჰოლდინგის“ (LOKO TRANS HOLDINGS B.V.)

გადაწყვეტილება

2016 წლის 18 თებერვალი

 

სს „ელმავალმშენებლის“ წესდების 19.5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 54.11 პუნქტის შესაბამისად, სს „ელმავალმშენებლის“ საწესდებო კაპიტალში აქციების 87%-ის მფლობელმა აქციონერმა შპს „ლოკო ტრანს ჰოლდინგის“ (LOKO TRANS HOLDINGS B.V) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით 34362504, მისამართი: ორლიპლეინის 10, სართული 24, 1043DP, ამსტერდამი), წარმოდგენილმა ლიკვიდატორის შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ (LOKO TRANS HOLDINGS B.V COMPANY LTD) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით C 46598, მისამართი: პიაცა ტიგნე №5, ტიგნე ფოინთ, ტპ 01 სლიემა, მალტა (5 Pazza Tigne, Tigne Point TP 01 Sliema Malta) სახით, მოქმედებს რა აღნიშნულ წესდებაში არსებული პუნქტების საფუძველზე, განიხილა შემდეგი საკითხები:

დღის წესრიგი:

1. სს „საქართველოს ბანკსა“ და სს „ელმავალმშენებელს“ (ს/კ: 200002068) შორის 28.06.2007წ. გაფორმებული №001033 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მისგან გამომდინარე ყველა/ნებისმიერი არსებული და სამომავლოდ წარმოშობილი ვალდებულებ(ებ)ის უზრუნველყოფის მიზნით, სს “ელმავალმშენებელის” საკუთრებაში არსებული ან/და სამომავლო ნებისმიერი/ყველა უძრავი/მოძრავი ქონების ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის იპოთეკით დატვირთვა ან/და დაგირავება.

2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებაში ან/და მის შემადგენელ, მასთან დაკავშირებულ ან/და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში/შეთანხმებებში ნებისმიერი შინაარსის ცვლილების/დამატების შეტანა აქციონერ(ებ)ის თანხმობის გარეშე.

ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. სს „საქართველოს ბანკსა” და სს „ელმავალმშენებელს” (ს/კ: 200002068) შორის 28.06.2007წ-ს გაფორმებული №001033 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და, მისგან გამომდინარე, ყველა/ნებისმიერი არსებული და სამომავლოდ წარმოშობილი ვალდებულებ(ებ)ის უზრუნველყოფის მიზნით, სს “ელმავალმშენებელის” საკუთრებაში არსებული ან/და სამომავლო ნებისმიერი/ყველა უძრავი/მოძრავი ქონება ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე დაგირავდეს ან/და დაიტვირთოს იპოთეკით.

2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებაში №001033, რეგ.28.06.2007წ. დადებული სს”საქართველოს ბანკსა” და სს „ელმავალმშენებელს” შორის (ს/კ 200002068) ან/და მის შემადგენელ, მასთან დაკავშირებულ ან/და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში/შეთანხმებებში შევიდეს ნებისმიერი შინაარსის ცვლილება /დამატება სს “ელმავალმშენებლის” აქციონერ(ებ)ის თანხმობის გარეშე.

3. ნება მიეცეს სს „ელმავალმშენებელის“ ფინანსური სამსახურის უფროსს, ბ-ნ რაულ გურამის ძე შენგელიას, შესაბამისი გადაწყვეტილებ(ებ)ის შესასრულებლად, პირადად ან უფლებამოსილების მესამე პირ(ებ)ზე გადანდობის გზით, გააფორმოს ყველა/ნებისმიერი ხელშეკრულება ან/და ხელი მოაწეროს ყველა/ნებისმიერ დოკუმენტს/შეთანხმებას და თავად, მესამე მხარეზე უფლების გადაცემის გარეშე, განსაზღვროს მათი პირობები და შინაარსი. აგრეთვე სს „საქართველოს ბანკთან“ გაფორმებულ ნებისმიერ საკრედიტო და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში შეიტანოს ნებისმიერი სახის ცვლილება/დამატება და თავად განსაზღვროს მათი პირობები და შინაარსი. ზემოთ დასახელებული უფლებები მიენიჭა ბ-ნ რაულ გურამის ძე შენგელიას 3 თვის ვადით.

შპს „ლოკო ტრანს ჰოლდინგის“ (LOKO TRANS HOLDINGS B.V) ლიკვიდატორი

შპს „ლოკო ტრანს კომპანიის“ (LOKO TRANS ჩOMPANY LTD)

წარმომადგენელი: კარლ მაგრი - (ხელმოწერილია)