ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.05.2016
ძალის დაკარგვა 04.07.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №47/04
სარეგისტრაციო კოდი 140020000.18.011.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,524 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.05.2016 მიღება
04.07.2024 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
პირი
როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი
მუხლი 2
რეზიდენტი ფიზიკური პირი
საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, ინდივიდუალური მეწარმე
მუხლი 2
არარეზიდენტი ფიზიკური პირი
უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ
მუხლი 2
რეზიდენტი იურიდიული პირი
იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 2
არარეზიდენტი იურიდიული პირი
იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 2
რეგისტრირებული
შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში
მუხლი 2
ემიტენტი
პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს
მუხლი 2
რეგისტრირებული პირი
აქციათა რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ემიტენტის გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს
მუხლი 2
კლიენტი
ნებისმიერი პირი (ემიტენტი და რეგისტრირებული პირი), რომელიც მიმართავს რეგისტრატორს, ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №47/04 2016 წლის 5 მაისი ქ. თბილისი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 52-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის თანდართული წესი დანართ №1-თან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი მუხლი 1🔗. წესის მიზანი და მოქმედების სფერო ,,ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) მოიცავს ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების მიერ დამატებით მოსაწოდებელი ინფორმაციის წარმოდგენის წესს. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დისტანციური ზედამხედველობის (შედგომში – დისტანციური ზედამხედველობა) მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორში (შემდგომში – რეგისტრატორი) არსებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, რეგისტრატორის შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი რეგისტრატორები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, ინდივიდუალური მეწარმე; გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ; დ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში; ზ) ემიტენტიპირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს; თ) რეგისტრირებული პირი – აქციათა რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ემიტენტის გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს; ი) კლიენტი – ნებისმიერი პირი (ემიტენტი და რეგისტრირებული პირი), რომელიც მიმართავს რეგისტრატორს, ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით. მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება რეგისტრატორის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება რეგისტრატორის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე–17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) მოცულობის შესახებ ინფორმაციას, რაც აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, გარიგების დადების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. გარიგების (ოპერაციის) მოცულობა მოიცავს ფასიანი ქაღალდების  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებას, ხელშეკრულების რეგისტრატორისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში დეკლარირებულ, ხოლო სხვა შემთხვევაში ნომინალურ ღირებულებას. ანგარიშგების ფორმებში არ აისახება ინფორმაცია პიროვნულ ანგარიშებზე გარიგებების (ოპერაციების) ბლოკირების შესახებ. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-10 მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეგისტრატორის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში.  იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. მუხლი 4🔗. ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შესახებ (ფორმა №1) ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ  (ფორმა №2); გ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №3); დ) ინფორმაცია კლიენტთა  რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №4); ე) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №5); ვ) ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №6); ზ) სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №7); თ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №8); ი) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №9); კ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №10); ლ) ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა №11) მუხლის 5. ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შესახებ (ფორმა №1) ანგარიშგების ფორმა მოიცავს რეგისტრატორის დასახელებას, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის, დირექტორ(ებ)ის და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციას. მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრე პირების, დირექტორების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას, მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა). ფორმაში ასევე აისახება ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების (ადგილზე ინსპექტირების) თარიღი და მინიჭებული რისკის დონე. ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით. მუხლი 6🔗.   ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)   ანგარიშგების ფორმა შედგება ფაქტორების და ქვეფატორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს  კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) მოცულობის შესახებ ინფორმაცია. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით, რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით. ანგარიშგების ფორმა მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს, რომლებიც საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებულნი არიან რეგისტრატორთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ გარიგება საანგარიშო პერიოდში, ასევე, იმ კლიენტების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა რეგისტრატორთან. მუხლი 7🔗. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №3) ანგარიშგების ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს გარიგებები. ანგარიშების ფორმა მოიცავს ემიტენტების და რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით  დადგენილი  ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ რეგისტრატორს გააჩნია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია ასახულ უნდა იქნას ამავე ფორმაში რეზიდენტობის მიხედვით. ფორმაში დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში კლიენტის იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული გარიგებების შესახებ. მუხლი 8🔗. ინფორმაცია კლიენტთა  რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №4) ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან რეგისტრატორთან, მიუხედავად იმისა განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ გარიგება საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა რეგისტრატორთან. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით  დადგენილი  ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ რეგისტრატორს გააჩნია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია ასახული უნდა იქნეს ამავე ფორმაში რეზიდენტობის მიხედვით. ფორმაში დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომლებიც არ არიან იდენტიფიცირებულნი. მუხლი 9🔗. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №5) ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაციაც განხორციელდა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად (მათ შორის რეზიდენტი მესამე პირების/შუამავლების (მაგალითად, საბროკერო კომპანიების) მეშვეობით იდენტიფიცირებული კლიენტების შესახებ).  ფორმაში აისახება მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ (რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემულ დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო რეგისტრატორი პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ მონაცემები. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. მუხლი 10🔗. ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №6) ანგარიშგების ფორმა მოიცავს მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და გარიგებების თანხების მოცულობის შესახებ ინფორმაციას. პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში გარიგება. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო კომპანიებს, ასევე საადვოკატო, საბუღალტრო, აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების შესახებ ინფორმაციის ასახვის დროს, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას ონლაინ სამორინეების და აზარტული თამაშების მომწყობი პირების, ტოტალიზატორების შესახებ ინფორმაცია.  ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან, ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა ასევე მოიცავს  აუქციონის მომწყობ პირებს, ლომბარდებს, ძვირფასეულობის, ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს.  ანგარიშგების ფორმაში არ აისახება ხელოვანი პირების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების  შესახებ ინფორმაცია. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის და ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა არაკოოპერირებად, საყურადღებო ან საეჭვო ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა. ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საქმიანობას ქიმიური ნივთიერებებით ვაჭრობა ან/და წარმოება წარმოადგენს, არ მოიცავს  საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ან/და რეალიზატორ კომპანიებს. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე მოიცავს  გრანტების, საქველმოქმედო და ჰუმანიტარული დახმარების გამცემ პირებს, რელიგიურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და სხვ. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, ასევე, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვ.). ფორმაში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა. ფორმაში არ აისახება იმ საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შექმნილნი არიან საქართველოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით. ფორმაში აისახება ინფორმაცია დეველოპერული კომპანიების შესახებ, რომელთა საქმიანობას უძრავი ქონების პროექტების მართვა და რეალიზება წარმოადგენს. ფორმაში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა, ან კონტროლია. ფორმაში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანიების შესახებ, რომლებიც ახდენენ კლიენტების სახსრების (მათ შორის, საპენსიო დანაგროვთა) მართვასა და ინვესტირებას.  ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო კომპანიების შესახებ, რომლებიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებენ როგორც ფიდუციარი, აგენტი, ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ მოახდინონ აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.  ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, გარდა კომერციული ბანკებისა. სესხის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა არის სესხის გაცემა (მათ შორის, ონლაინ სესხის გამცემი პირები), გარდა კომერციული ბანკებისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, საკრედიტო კავშირებისა, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისა. ფორმაში, პირების რაოდენობრივ მაჩვენებელში, აისახება ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ გარიგებაში მონაწილე ყველა კლიენტის შესახებ, ხოლო გარიგების ველში, როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე, გარიგების მხარეების მიერ რეგისტრატორთან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების თანხების ჯამური მოცულობის შესახებ ინფორმაცია. გარიგების დადების მცდელობის საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების გაგზავნის შემთხვევაში, გარიგების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული გარიგების თანხა, ასევე გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების თანხების ჯამური მოცულობა. ფორმაში, რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები,  რომელთა სადამფუძნებლო სტრუქტურა, ვერტიკალურ ჭრილში, მოიცავს იურიდიული პირების ორ ან მეტ დონეს. რეგისტრატორის მიერ ფორმაში ასევე უნდა აისახოს მის მიერ,  საქმიანობის მიხედვით, მაღალი რისკის მატარებლად განსაზღვრული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ–ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება ფმს–ში გაიგზავნა  საეჭვო სტატუსით“, ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“ და ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/საეჭვო/არაკოოპერირებად ზონებში“, სადაც დაშვებულია ფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ორივე ფაქტორში. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ფაქტორებს ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/საეჭვო/არაკოოპერირებად ზონებში“ და ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, ინფორმაცია აღირიცხება სამივე ფაქტორში. მუხლი 11🔗. სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №7) ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას. საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით მოხდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა. მუხლი 12🔗. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №8) ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას. ფორმაში მიეთითება ტრანზაქციის სტატუსი, გარიგების ტიპი (ჩუქება, ნასყიდობა და სხვ.), კლიენტის რეზიდენტობა (ქვეყნის კოდის მითითებით) და შემთხვევების რაოდენობა. რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური. ფორმაში ასევე მიეთითება ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა. მუხლი 13🔗. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №9) ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). მუხლი 14🔗. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №10) ანგარიშგების ფორმაში აისახება ეროვნული ბანკის, როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე, დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები  და მათი შესრულების მდგომარეობა. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს თითოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს რეგისტრატორის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს. მუხლი 15🔗. ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა №11) ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყნა, ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც რეგისტრატორის მიერ მიჩნეულ იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ (ქვეყნის კოდის მითითებით). ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს ინფორმაცია ქვეყნის, ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის საეჭვო ზონად კლასიფიცირების თარიღის, იმ საფუძვლებისა და წყაროს შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც მოხდა მისი საეჭვო ზონად მიჩნევა. თუ საეჭვო ზონად მიჩნეულ იქნა ქვეყანა/ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მოცემულია ანგარიშგების შესაბამის ფორმებით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალში, ფორმაში დასახელება უნდა მიეთითოს სიაში არსებული დასახელების იდენტურად. მუხლი 16🔗. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, რეგისტრატორი ეროვნულ ბანკს წარუდგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ ყველა პოლიტიკა-პროცედურას და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ამ წესის მე-17 მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. პოლიტიკა-პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარმოდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია. რეგისტრატორისგან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. მუხლი 17🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები რეგისტრატორი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის: ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 ივლისისა; ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა. ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას რეგისტრატორი წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად. კონკრეტული რეგისტრატორის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, რეგისტრატორის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს რეგისტრატორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ. მუხლი 18🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი რეგისტრატორი ამ წესის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge. რეგისტრატორი ამ წესის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  aml.offsite@nbg.gov.ge .  ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია.