აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/257
2016 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 4 აპრილის №01/1095 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულები
– საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
● პროექტის მოკლე აღწერილობა:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს დახმარებით, ახორციელებს აღმოსავლეთ -დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტს. პრიორიტეტულად დადგენილია აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის სამი ახალი მონაკვეთი: (1) ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის 22 კმ-იანი მონაკვეთის განახლება/გაუმჯობესება; (2) ქუთაისის შემოვლითი გზის 17 კმ-იანი მონაკვეთი და (3) ქუთაისის ახალი შემოვლითი გზა სამტრედიის 20 კმ-იანი მონაკვეთი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს E-60 ავტომაგისტრალის განახლებისა და რეკონსტრუქციის პროექტის ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მე-4 კმ-ზე, N1 სატრანსპორტო კვანძის თერჯოლისკენ მიმავალი წრიული მოძრაობიდან სოფ.ღვანკითისკენ, პროექტით გათვალისწინებულია 664 გრძივი მეტრის ადგილობრივი დანიშნულების საავტომობილო გზის მშენებლობა. ეს გზა დააკავშირებს სოფ.ღვანკითს და მიმდებარე დასახლებებს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან.
ადგილობრივი დანიშნულების ზემოაღნიშნული გზის სავალი ნაწილის სიგანეა 7მ, მიწის ვაკისის სიგანე – 10მ. სატრანსპორტო კვანძის, გზაგამტარისა და მასთან მისასვლელი გზის მშენებლობის პროცესში აღნიშნული გზა დროებითი სქემით უზრუნველყოფს თერჯოლაში შემავალი და გამომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას.
პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების სამშენებლოდ გამოყენების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით შემუშავებულია ,,მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა ქ. თერჯოლაში პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ, ს/კ №33.09.42.138 მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მინდია რობაქიძესთან (პ/ნ 21001000438). ამ ეტაპისათვის მესაკუთრესთან მედიაციის ყველა რესურსი ამოწურულია.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ განსახორციელებელი პროექტი წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას. უძრავი ქონება ს/კ №33.09.42.138 (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 2526კვ.მ –საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი – 1425კვ.მ) წარმოადგენს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არეალს და მასზე ვრცელდება პროექტის ზემოქმედება. შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების , გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან , თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 18 ოქტომბრის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს E-60 ავტომაგისტრალის განახლებისა და რეკონსტრუქციის პროექტის ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მე-4 კმ-ზე, №1 სატრანსპორტო კვანძის თერჯოლისკენ მიმავალი წრიული მოძრაობიდან სოფ.ღვანკითისკენ, პროექტით გათვალისწინებული ადგილობრივი დანიშნულების საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, მოქალაქე მინდია რობაქიძის (პ/ნ 21001000438) კერძო საკუთრებაში არსებულ ს/კ №33.09.42.138 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1425კვ.მ ნაწილზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის .: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი