⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.08.2021)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 4 აქტს

პოლიტიკური ფინანსების გამჭირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 05.05.2016
ძალის დაკარგვა 09.08.2021
გამომცემი ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
ნომერი №2915/21
სარეგისტრაციო კოდი 010290000.58.070.016047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,650 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.05.2016 მიღება
09.08.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
ამორტიზებული ძირითადი აქტივები სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები მათ ჩამოწერამდე. მათი აღრიცხვა უნდა მოხდეს პირვანდელ ანუ ისტორიული ღირებულებით
ანგარიშვალდებული პირების მიმართ სხვა მოთხოვნები (1423) ანგარიშვალდებული პირების მიმართ ყველა სხვა მოთხოვნა, რომელიც არ აისახება ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნების სხვა ანგარიშებზე
არაფინანსური აქტივების ზრდა ძირითადი აქტივების, არაწარმოებული აქტივების, ფასეულობებისა და მატერიალური მარაგების შესაძენად განხორციელებული გადახდები
არაწარმოებული აქტივები მიწა და სხვა არაწარმოებული აქტივები
გადასახდელი პროცენტები (3243) მიღებულ სესხებზე დარიცხული გადასახდელი პროცენტები
გადასახდელი საწევროები და ერთჯერადი შენატანები (3245) ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად გადასახდელი საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები
გადასახდელი შრომის ანაზღაურება (3231) დამქირავებლის მიერ მომუშავეებისათვის შრომის ასანაზღაურებელი კომპენსაცია (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია და სხვ.)
გადახდილი დღგ (1431) საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა
დამქირავებლის მიერ ფულადი და სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარების ვალდებულებები (3236) მომუშავეებისათვის სოციალური დახმარებების გადახდაზე წარმოქმნილი ვალდებულებები
დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობისათვის გაწეული ხარჯები ყველა სახის ხარჯი, რომელიც გაწეულია სამეწარმეო საქმიანობისთვის
დაუფარავი დეფიციტი (5230) გასული წლებისა და საანგარიშო პერიოდის ზარალის თანხები
ვალდებულებები მივლინებით (3234) მივლინებებთან დაკავშირებით ორგანიზაციის დავალიანებები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მივლინებული პირების წინაშე
ვადაგადაცილებული დავალიანებები საანგარიშო წლის წინა პერიოდებში წარმოქმნილი და დაუფარავი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება
ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან (3210) საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 4 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

პოლიტიკური ფინანსების გამჭირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება №2915/21 2016 წლის 5 მაისი ქ. თბილისი პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ    „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის,  32​2 მუხლის, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 34​1 მუხლის  მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 55-ე მუხლისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელი თანდართული წესი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ფინანსური ანგარიშგების თანდართული ფორმები. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის №126/37 ბრძანება; ბ) „წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანება; გ) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის №8/37 ბრძანება; დ) „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანება. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელი წესი მუხლი 1🔗. ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის წესი ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის წესი განისაზღვრება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად და წარმოადგენს ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისი ფინანსური ანგარიშის ფორმების შევსებისა და მისი წარმოდგენის განმსაზღვრელ წესს. მუხლი 2🔗. წლიური საფინანსო დეკლარაცია 1. წლიური საფინანსო დეკლარაცია მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) საწევრო შენატანები და შემოწირულებები – ფორმა №1; ბ) შემოსავლები, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა – ფორმა №2; გ) საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები – ფორმა №3; დ) ხარჯები (საარჩევნო კამპანიის ფონდის და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრების ხარჯების გარდა) – ფორმა №4; ე) სხვადასხვა ხარჯის და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №4.1; ვ) ხელფასები და პრემიები – ფორმა №4.2; ზ) მივლინებები – ფორმა №4.3; თ) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (ხელფასისა და პრემიის გარდა) – ფორმა №4.4; ი) რეკლამის ხარჯი - ფორმა №4.5; კ) საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები – ფორმა №5; ლ) სხვადასხვა ხარჯის და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №5.1; მ) ხელფასები და პრემიები – ფორმა №5.2; ნ) მივლინებები – ფორმა №5.3; ო) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (ხელფასისა და პრემიის გარდა) – ფორმა №5.4; პ) რეკლამის ხარჯი - ფორმა №5.5; ჟ)  სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრებით გაწეული ხარჯები – ფორმა №6; რ) სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრებით გაწეული სხვა ხარჯების განმარტებითი შენიშვნა - ფორმა №6.1; ს) საბალანსო ანგარიშგება – ფორმა №7; ტ) საბანკო ანგარიშები – ფორმა №8; უ) ნაღდი ფულით განხორციელებულ სალაროს ოპერაციათა რეესტრი – ფორმა №8.1; ფ) არაფინანსური აქტივები – ფორმა №9; ქ) შენობა-ნაგებობების რეესტრი – ფორმა №9.1; ღ) სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.2; ყ) მოხალისეთა აქტივობების რეესტრი – ფორმა №9.3; შ) იჯარით/ქირით აღებული უძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.4; ჩ) იჯარით/ქირით აღებული სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.5; ც) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.6; ძ) ვალდებულებების რეესტრი – ფორმა №9.7; წ) საარჩევნო პერიოდში აღებული სესხი/კრედიტი – ფორმა №9.7.1. 2. ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხება წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის, განურჩევლად იმისა, საანგარიშგებო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი. ცვეთის დარიცხვა წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ხდება თანაბრად, სასარგებლო მომსახურების ვადის პროპორციულად. 3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში - პარტია) ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26​1 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა. მუხლი 3🔗. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში    1. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში მოიცავს ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფორმებს, გარდა №2, №4, №4.1, №4.2, №4.3, №4.4, №4.5, №6 და №6.1 ფორმებისა. 2. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშების ფორმებთან ერთად საარჩევნო პერიოდში უნდა იქნეს შედგენილი ფორმა №15 – „ინფორმაცია საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციების შესახებ“. 3. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის შედგენისას ფორმა №2 დამატებით ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება, მათ შორის, სსიპ –საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრები ანგარიშვალდებული პირის მოთხოვნის შესაბამისად ჩაირიცხება იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მისი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს არ წარმოადგენს. 4.  საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშში აისახება შესაბამისი ინფორმაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის მდგომარეობით. 5. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარედგინება: ა) არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ; ბ) არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა; გ)  კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 18 დღისა იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, რომელიც წინასწარი მონაცემებით, მიიღებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას. ეს სუბიექტი ასევე ვალდებულია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს სრული ინფორმაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პერიოდის მდგომარეობით. 6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მის ფინანსებთან დაკავშირებით. მუხლი 4🔗. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 1. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) შემოწირულებები – ფორმა №1; ბ) საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები – ფორმა №3; გ) საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები – ფორმა №5; დ) სხვადასხვა ხარჯის და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №5.1; ე) ხელფასები და პრემიები – ფორმა №5.2; ვ) მივლინებები – ფორმა №5.3; ზ) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (ხელფასისა და პრემიის გარდა) – ფორმა №5.4; თ) რეკლამის ხარჯი - ფორმა №5.5; ი) საბალანსო ანგარიშგება – ფორმა №7; კ) საბანკო ანგარიში – ფორმა №8; ლ) ნაღდი ფულით განხორციელებულ სალაროს ოპერაციათა რეესტრი – ფორმა №8.1; მ) შენობა-ნაგებობების რეესტრი – ფორმა №9.1; ნ) სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.2; ო) მოხალისეთა აქტივობების რეესტრი – ფორმა №9.3; პ) იჯარით/ქირით აღებული უძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.4; ჟ) იჯარით/ქირით აღებული სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.5; რ) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.6; ს) ვალდებულებების რეესტრი – ფორმა №9.7. 2. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა განისაზღვრება ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 3. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას შესაძლებელია მხოლოდ იმ ფორმების წარდგენა, რომლებიც საჭიროებს მონაცემების შევსებას. დამოუკიდებელ კანდიდატს დეკლარაციის ფორმების წარდგენის ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება შემოსავლისა (მათ შორის, ფულადი და არაფულადი შემოწირულების) და ხარჯის განხორციელება. ბრუნვის გარეშე არსებული საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენის ნაცვლად შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი განცხადების წარდგენა. მუხლი 5🔗. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26​1 მუხლით გათვალისწინებული პირის ფინანსური ანგარიში 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26​1 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევს ხარჯებს, ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – საფინანსო დეკლარაცია მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი ფორმითა და წესით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მე-3 მუხლით დადგენილი ფორმითა და წესით; ბ) შემოწირულების შესახებ ანგარიში მე-6 მუხლით დადგენილი ფორმითა და წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანგარიშვალდებულება წარმოიშობა პირზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26​1 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მის ფინანსებთან დაკავშირებით. მუხლი 6🔗. ანგარიში შემოწირულების/საწევრო შენატანის შესახებ 1. შემოწირულების/საწევრო შენატანის შესახებ ანგარიში მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №10; ბ) ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №11; გ) შეღავათიანი პირობით აღებული კრედიტები - ფორმა №12; დ) საჯარო ღონისძიებებთან დაკავშირებული შემოწირულებები – ფორმა №13; ე) ფულადი საწევრო შენატანები – ფორმა №14; ვ) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №16; ზ) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №17. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეავსოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ფორმა იმის მიხედვით, თუ რა კატეგორიის შემოწირულება მიიღო. მუხლი 7🔗. არაფულადი შემოწირულების შეფასების წესი 1. არაფულადი შემოწირულების განხორციელების შემთხვევაში, შემოწირულების ოდენობა უნდა განისაზღვროს ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულების მიხედვით. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შემოწირუ-ლების მიმღები ვალდებულია შემოწირულების ოდენობის განსაზღვრის მიზნით განახორციელოს და წარმოადგინოს საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების (IVS) შესაბამისად მომზადებული აუდიტორული დასკვნა ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ. მუხლი 8🔗. ანგარიშსწორების წესი 1. პარტია და საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება განახორციელოს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების წესი არ ვრცელდება პარტიასთან/საარჩევნო სუბიექტთან შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებზე შესაბამისი ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, სამივლინებო თანხები) გაცემაზე, აგრეთვე თუ მიღებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების საერთო ღირებულება ერთი უწყვეტი კალენდარული თვის მანძილზე არ აღემატება 1,000 ლარს. მუხლი 9🔗. ნაღდი ფულით ოპერაციის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა 2. პარტია ვალდებულია საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ აცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ფორმა №15-ის შესაბამისად. 2. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 3-კვირიანი პერიოდის ფინანსურ ანგარიშთან ერთად. 3. ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, მოქმედებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული წესი. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმებით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info–cpu@sao.ge, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. თუ ადრესატს ინფორმაცია ეცნობება წერილობითი ფორმით, მაშინ შეტყობინების ჩაბარებად ითვლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კორესპონდენციის მიღება. ელექტრონული ფორმით შეტყობინების მიღება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას, შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება. მუხლი 10🔗. პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა 1. პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი, გარე რეკლამა) უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. 2. საარჩევნო სუბიექტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 3-კვირიან ფინანსურ ანგარიშთან ერთად ფორმა №5.5-ის შესაბამისად. 3. არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალის-წინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ფორმა №4.5-ის შესაბამისად. მუხლი 11🔗. საარჩევნო კამპანიის ფონდი 1. საარჩევნო სუბიექტისთვის სავალდებულოა საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა. საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გაიხსნას საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდისთვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა. 3. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში იხსნება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში. 4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია (რეკვიზიტები) საარჩევნო კამპანიის ფონდის საბანკო ანგარიშის შესახებ, საიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ასევე ვალდებულია აცნობოს საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობა და კოორდინატები. მუხლი 12🔗. პოლიტიკური პარტიის ფონდი 1. პარტია უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს მიმდინარე საბანკო ანგარიში ან გახსნას ახალი. 2. ახალი ანგარიშის გახსნის შემთხვევაში, პარტია უფლებამოსილია მის მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები გადაიტანოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, მისი გახსნიდან 3 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, პარტიის ყველა სხვა ანგარიშზე ტრანზაქციების განხორციელება ჩერდება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება და სსიპ - „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან“ მიზნობრივი დანიშნულებით მისაღები თანხები. ასეთი დაფინანსების მქონე პარტიებმა, დაფინანსების საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, ყოველი თვის 12 რიცხვამდე უნდა აცნობონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა ჩაირიცხება პარტიის სახელზე არსებულ ანგარიშზე, რომელზეც საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიზნობრივი დანიშნულებით მისაღები თანხების ჩარიცხვის გარდა, სხვა ტრანზაქციების განხორციელება შეჩერებულია. მუხლი 13🔗. საარჩევნო ბლოკის ფონდი 1. თუ პარტიები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან, საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან. 2. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პარტიის ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული, საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან 3 დღის ვადაში. მუხლი 14🔗. საინიციატივო ჯგუფის ფონდი 1. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია: ა) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საბანკო ანგარიში გამოყენებული იქნება საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად, ან ბ) გახსნას საბანკო ანგარიში კანდიდატის სახელზე, რომელიც გამოყენებული იქნება საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად. 2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციამდე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებულ პირად ითვლებიან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ფიზიკური პირები. 3. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემდგომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებულ პირად ითვლება თავად კანდიდატი, რომელიც სარგებლობს მისი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო კამპანიის ფონდით. მუხლი 15🔗. ფონდის თანხების განკარგვა 1. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნის შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს საარჩევნო კამპანიის ფონდიდან. 2. საარჩევნო სუბიექტის ფინანსური ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადაც დადგება საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნის შემდეგ, უნდა დაიფაროს შესაბამისი ფონდის სახსრებიდან. 3. საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შესაძენად შესაბამისი ფონდის გახსნამდე მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები უნდა აისახოს №3 და №5 ფორმებში. საარჩევნო სუბიექტი შესაბამისად უზრუნველყოფს №2 და №4 ფორმების კორექტირებას. 4. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის დახურვის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ფონდის ანგარიშზე ნაშთის სახით არსებული ფულადი სახსრები განათავსოს შესაბამისი პარტიის ანგარიშზე, მათი შემდგომი განკარგვის მიზნით. მუხლი 16🔗. აუდიტის სტანდარტები 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, პარტიის/საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის აუდიტის განხორციელების უფლება მინიჭებული აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სერტიფიცირებული აუდიტორი პარტიის/საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის აუდიტს ატარებს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით. მუხლი 17🔗. ზოგადი მითითებები ანგარიშის ფორმების ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ამ წესით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშის ფორმების ტექნიკურად სწორად შესავსებად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი წესები: 1. ფორმების ელექტრონულ ვერსიაში ფერადი ფონის მქონე გრაფა არ ივსება. აღნიშნული მონიშვნა მიუთითებს, რომ მასში შეტანილია ფორმულა და სხვა გრაფების შევსების შემთხვევაში ეს გრაფა ავტომატურად შეივსება. 2. სიმბოლო – „* “ ნიშნავს, რომ ფორმის ბოლოს მითითებულია ამ სვეტის სწორად შევსების წესი. 3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშვალდებულ პირს რაიმე სახის ტრანზაქცია, საქმიანობა ან ოპერაცია არ განუხორციელებია, შესაბამისი მონაცემის გრაფა უნდა დარჩეს ცარიელი. 4. შენიშვნების გრაფა ივსება გაუთვალისწინებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში. 5. ბანკების დასახელების შევსება ხდება იმავე გრაფაში არსებული ჩამონათვალიდან. 6. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფორმის სტრიქონების რაოდენობა არ არის საკმარისი არსებული ინფორმაციის შესავსებად, ელექტრონულ ფორმატში მთლიანად უნდა გამრავლდეს ცხრილის ბოლო სტრიქონი და ამ წესით გაიზარდოს სტრიქონების რაოდენობა. აღნიშნული უზრუნველყოფს ფორმატის დაცვას და ფორმულების სწორად ფუნქციონირებას. მუხლი 18🔗. ანგარიშის ფორმებში გამოყენებულ ტერმინთა განმსაზღვრელი გლოსარიუმი ფინანსური ანგარიშის ფორმებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ამორტიზებული ძირითადი აქტივები სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები მათ ჩამოწერამდე. მათი აღრიცხვა უნდა მოხდეს პირვანდელ ანუ ისტორიული ღირებულებით ანგარიშვალდებული პირების მიმართ სხვა მოთხოვნები (1423) ანგარიშვალდებული პირების მიმართ ყველა სხვა მოთხოვნა, რომელიც არ აისახება ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნების სხვა ანგარიშებზე არაფინანსური აქტივების ზრდა ძირითადი აქტივების, არაწარმოებული აქტივების, ფასეულობებისა და მატერიალური მარაგების შესაძენად განხორციელებული გადახდები არაწარმოებული აქტივები მიწა და სხვა არაწარმოებული აქტივები გადასახდელი პროცენტები (3243) მიღებულ სესხებზე დარიცხული გადასახდელი პროცენტები გადასახდელი საწევროები და ერთჯერადი შენატანები (3245) ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად გადასახდელი საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები გადასახდელი შრომის ანაზღაურება (3231) დამქირავებლის მიერ მომუშავეებისათვის შრომის ასანაზღაურებელი კომპენსაცია (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია და სხვ.) გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანებები, მათი ჩამოწერის მომენტიდან ხუთი წლის განმავლობაში, მათზე მეთვალყურეობისა და მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, დავალიანებათა შესაძლო ამოღების მიზნით. ამ დავალიანებების დასაფარად მიღებული თანხები ჩამოიწერება მოცემული მუხლიდან და ექვემდებარება შესაბამის ანგარიშებზე აღრიცხვას გადახდილი დღგ (1431) საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა დამქირავებლის მიერ ფულადი და სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარების ვალდებულებები (3236) მომუშავეებისათვის სოციალური დახმარებების გადახდაზე წარმოქმნილი ვალდებულებები დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობისათვის გაწეული ხარჯები ყველა სახის ხარჯი, რომელიც გაწეულია სამეწარმეო საქმიანობისთვის დაუფარავი დეფიციტი (5230) გასული წლებისა და საანგარიშო პერიოდის ზარალის თანხები ვალდებულებები მივლინებით (3234) მივლინებებთან დაკავშირებით ორგანიზაციის დავალიანებები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მივლინებული პირების წინაშე ვადაგადაცილებული დავალიანებები საანგარიშო წლის წინა პერიოდებში წარმოქმნილი და დაუფარავი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან (3210) საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებები ვალდებულებები წინასწარ მიღებული სხვა შემოსავლებით (3242) ქირის გარდა, ყველა სხვა ავანსად მიღებული თანხა, რომლებიც მიეკუთვნება მომავალ პერიოდს ვალდებულებების კლება საბანკო სესხების, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისგან აღებული ფინანსური ვალდებულებების დასაფარად მიმართული სახსრები კვების ხარჯები დაქირავებულთა კვებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, გარდა წარმომადგენლობითი ღონისძიებების დროს გაწეული ხარჯებისა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (2120) სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (საერთო და სპეციალური მოხმარების მანქანები; საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერული მოწყობილობები; ელექტრომოწყობილობები; რადიო, სატელევიზიო და საკომუნიკაციო აპარატურა; სამედიცინო ხელსაწყოები; ოპტიკური ხელსაწყოები; ავეჯი; მაჯის და სხვა ტიპის საათები; მუსიკალური ინსტრუმენტები; სპორტული საქონელი და სხვ.) მატერიალური მარაგები ნედლეული, მასალები, მზა პროდუქცია და სხვა მარაგის სახით არსებული საქონელი მივლინება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინების დროს მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის, დღიური ნორმისა და მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები; მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯები; ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის მივლინებული მუშაკის სავალდებულო დაზღვევის ხარჯები, პასპორტის ღირებულებისა და სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ვიზის) გაფორმებასთან, აგრეთვე მივლინებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები მისაღები დივიდენდები (1444) საწარმოების საწესდებო კაპიტალში მონაწილეობიდან მიღებული ყველა სახის შემოსავალი, მათ შორის, საწარმოთა ფასიანი ქაღალდებიდან – თამასუქებიდან, ობლიგაციებიდან და არაუზრუნველყოფილი სავალო ვალდებულებებიდან, ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციებიდან და ა.შ. მისაღები დივიდენდები მისაღები პროცენტები (1443) დეპოზიტებიდან, აქციების გარდა სხვა ფასიანი ქაღალდებიდან, პროცენტიანი ობლიგაციებიდან, სესხებიდან და დებიტორული დავალიანებებიდან მისაღები პროცენტები მისაღები საწევროები და ერთჯერადი შენატანები (1445) ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად მისაღები საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები მოთხოვნები დანაკლისებით (1422) მოთხოვნები ორგანიზაციის მომუშავეთა ბრალეულობით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული მატერიალური ფასეულობისა და ფულადი სახსრების დანაკლისის თანხებზე მოთხოვნები მივლინებით (1421) მომუშავეთა მივლინებებთან დაკავშირებული მოთხოვნები მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან (1410) საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდების შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნები მოთხოვნები სხვა წინასწარი გადახდებით (1442) მოთხოვნები, რომლებიც წარმოიქმნება სხვა წინასწარი გადახდების შედეგად ოფისის ხარჯები საკანცელარიო საქონლის შეძენა; მცირეფასიანი და ხშირ შემთხვევაში, ერთწლიანი გამოყენების კომპიუტერული პროგრამების შეძენისა და განახლების ხარჯი; ჟურნალ-გაზეთებისა და სპეციალური ლიტერატურის შეძენის, საოფისე მოხმარებისთვის გამიზნულ საგამომცემლო-სასტამბო ხარჯი; მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის (500 ლარამდე ღირებულების) შეძენისა და დამონტაჟების/დემონტაჟის ხარჯი; საოფისე ინვენტარის შეძენისა და და მონტაჟების ხარჯები; ოფისისთვის საჭირო სამეურნეო დანიშნულების საგნებისა და მასალების შეძენის ხარჯი; რეცხვის, ქიმწმენდისა და სანიტარიული საგნების ხარჯები; შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტის ხარჯები; საოფისე ტექნიკის, ინვენტარის, მანქანა-დანადგარების მოვლა-შენახვისა და მიმდინარე რემონტის ხარჯები; კავშირგაბმულობის ხარჯები, როგორიცაა, სატელეფონო მომსახურების, მობილური ტელეფონის, სატელევიზიო არხებით სარგებლობის, ინტერნეტით სარგებლობის, სპეციალური კავშირისა და კავშირგაბმულობასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯები; კომუნალური ხარჯები; ოფისის ხარჯები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა დანარჩენ კატეგორიებში პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები ორგანიზაციის მიერ დროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები პირებისათვის ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გადაცემა პირებზე გადასაცემად განკუთვნილი ფასეულობების შეძენისა და დამზადების ხარჯები; იურიდიულ და სხვა ფიზიკურ პირებზე (არადაქირავებულებზე) დახმარების ან ჩუქების სახით გადაცემული ფულადი სახსრები პირობითი ვალდებულებები ვალდებულებები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას; მოვალეობების დადგენით, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, მესამე მხარისათვის გადახდის გარანტია-აკრედიტივების, საკრედიტო ხაზების, გაუთვალისწინებელ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის გარანტიების სახით და სხვა ვალდებულებები პირობითი მოთხოვნები ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას, უფლებების დადგენით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე. მათ შორის, მოთხოვნები მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და სხვა მოთხოვნები განხილვის სტადიაში მყოფ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით და სხვ. საგადასახადო და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალებულებები (3221-3224) გადასახდელი მოგების გადასახადი, გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, გადასახდელი დღგ და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალდებულებები საკასო შემოსავალი რეალურად მიღებული ფული საკასო ხარჯი რეალურად გადახდილი ფული სამედიცინო ხარჯები მედიკამენტების და სხვა სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ინსტრუმენტების შეძენის და სხვა სახის სამედიცინო ხარჯები სასამართლოს ან/და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად დაკავებული თანხები ან სხვა დაკავებული თანხები (3237) სასამართლო ან/და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად სააღსრულებლო ფურცლის ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე ხელფასიდან დაკავებული თანხები ან სხვა დაკავებული თანხები საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა (არაფინანსური აქტივების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის) დანახარჯები, რომლებიც გაიწევა კაპიტალის საკუთარი სახსრებით შექმნასთან დაკავშირებით, მათ შორის, მომუშავეთა ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და ა. შ. საოპერაციო იჯარით აღებული აქტივები და მათთან დაკავშირებული დანახარჯები ის აქტივები, რომლებიც მიღებულია იჯარით სხვა ორგანიზაციებიდან, იჯარის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ღირებულებით სატრანსპორტო საშუალებები ყველა სახის ტრანსპორტი (როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილები, სამგზავრო ავტობუსები და ა.შ.) საცნობარო მუხლები გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის უზრუნველსაყოფად იმ მუხლების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება ბალანსს, მაგრამ არ აღირიცხება როგორც საბალანსო მუხლები სოციალური უზრუნველყოფა დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება: სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაცია, ანაზღაურება მოსამსახურის ავადმყოფობის გამო სამსახურში არყოფნის დროს და დაქირავებულზე სხვა ნებისმიერი სახით გაცემული დახმარება სასარგებლო მომსახურების ვადა სასარგებლო მომსახურების ვადა განისაზღვრება პერიოდით, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია ორგანიზაციის მიერ აქტივის გამოყენება სხვა დანარჩენი დებიტორული დავალიანებები (1446) სხვადასხვა სახის დებიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა კონკრეტულ ანგარიშებზე, ასევე ადრე განხორციელებულ ოპერაციებში შეტანილი ცვლილებებით წარმოქმნილი მოთხოვნები სხვა დანარჩენი კრედიტორული დავალიანებები (3246) ისეთი კრედიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა კონკრეტულ ანგარიშებზე სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი ყველა სახის მანქანა-დანადგარები და ინვენტარი, გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა. ასევე, საერთო და სპეციალური მოხმარების მანქანები, საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერული მოწყობილობები და სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი სხვა საგადასახადო აქტივი (1433) ბიუჯეტის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნები ზედმეტად და შეცდომით გადახდილ გადასახადებზე, ასევე სხვა წინასწარ გადახდილ გადასახადებზე (დამატებული ღირებულების გადასახადისა და მოგების გადასახადის გარდა) ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯები, ტრანსპორტის მიმდინარე რემონტის ხარჯები და ტრანსპორტის დაქირავების (გადაზიდვა-გადაყვანის) ხარჯები ფასეულობები წარმოებული საქონელი, რომელსაც გააჩნია მნიშნველოვანი ღირებულება, შეძენილია და ინახება როგორც დაგროვების საშუალება და არ გამოიყენება წარმოების ან მოხმარების მიზნით (ძვირფასი ქვები და ლითონები, მათგან დამზადებული მაღალი ღირებულების საიუველირო ნაწარმი, კოლექციები და სხვა ფასეულობები, ნახატები, ქანდაკებები და სხვ., რაც ხელოვნების ნიმუშად ან ანტიკვარიატადაა აღიარებული) ფაქტობრივი შემოსავალი ბუღალტრულად აღიარებული ანუ დარიცხული შემოსავალი, მიუხედავად იმისა, ფული რეალურად არის მიღებული თუ არა ფაქტობრივი ხარჯი ბუღალტრულად აღიარებული, ანუ დარიცხული ხარჯი, მიუხედავად იმისა, ფული გადახდილია თუ არა ფინანსური აქტივები (1110-1300) ნაღდი ფული სალაროში, ბანკებში გახსნილ საანგარიშსწორებო, სადეპოზიტო და სხვა სახის ანგარიშებზე რიცხული თანხები, ასევე სხვა ფინანსური აქტივები (გაცემული სესხები, შეძენილი ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები) ფინანსური აქტივების ზრდა ბანკებში ვადიან დეპოზიტებზე განსათავსებლად, იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე სესხების გასაცემად, ფასიანი ქაღალდების შესაძენად მიმართული ფულადი სახსრები ფონდები (5220) გასულ წლების ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების წმინდა შედეგი, აგრეთვე საანგარიშო პერიოდის წმინდა შედეგის თანხა, რომელიც დარჩა გაუნაწილებელი შენობა-ნაგებობა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები, ისე სხვა ნაგებობები და დაუმთავრებელი მშენებლობა შრომის ანაზღაურება დამქირავებლის მიერ დაქირავებულთათვის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს (საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნასთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოს გამოკლებით) ღირებულების ასანაზღაურებლად ფულადი ან სასაქონლო ფორმით გაცემული კომპენსაციები. შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასებს როგორც ფულადი, ისე სასაქონლო ფორმით და პრემიას. საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა (არაფინანსური აქტივების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის) არაფინანსური აქტივების შეძენად განიხილება და ამ მიზნით წარმოებაში დასაქმებულ მომუშავეთა ანაზღაურება, ასევე შეძენილი საქონელი და მომსახურება აღრიცხვაში აისახება როგორც არაფინანსური აქტივების ზრდა ძირითადი აქტივები 500 ლარზე მეტი ღირებულების და ერთ წელზე მეტი სასარგებლო მომსახურების ვადის მქონე წარმოებული აქტივები: შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მანქანა-დანადგარები და სხვა ძირითადი აქტივები ძირითადი კაპიტალის მოხმარება წარმოადგენს ოპერაციას, რომელიც ასახავს ძირითადი აქტივებისა და სხვა განსაზღვრული არაფინანსური აქტივების ღირებულების კლებას, რადგან ეს აქტივები უწყვეტად ან მრავალჯერადად იქნა გამოყენებული. ძირითადი კაპიტალის მოხმარება მოიცავს სუბიექტის მფლობელობაში არსებული და მის მიერ გამოყენებული ძირითადი აქტივების ღირებულების შემცირებას ფიზიკური ცვეთის, მორალური ცვეთის და შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დანაკარგების სახით. წარმომადგენლობითი ხარჯები სტუმრების მიღებისა და ოფიციალური სადილის, აეროპორტში დახვედრისა და გაცილების, სატრანსპორტო მომსახურების, მგზავრობის, სასტუმროს მომსახურების, საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება), წვეულებისა და სხვა ღონისძიებების, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენის/დამზადების ხარჯები წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადი (1432) მოგების გადასახადის მიმდინარე გადახდები, რომლებიც გაიანგარიშება გასული წლის მონაცემების საფუძველზე და გადაიხდება საანგარიშგებო წლის განმავლობაში წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა (1441) წინასწარ გადახდილი ქირა არაფინანსური აქტივებით სარგებლობისათვის წინასწარ მიღებული საიჯარო ქირა (3241) ავანსად მიღებული საიჯარო ქირა, რომელიც წარმოადგენს მომავალი პერიოდის შემოსავალს ხარჯებში ჩამოწერილი მარაგები ექსპლუატაციაში მარაგები, რომელთა ასახვა ხარჯებში განხორციელდა მათი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტში.