კონვენცია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვეტერინარულ-სანიტარიულ დარგში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 19.01.1995
ძალაში შესვლა 02.06.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000198
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, 0, 07/10/1997
matsne.gov.ge 1,277 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.01.1995 მიღება
02.06.1995 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ბულგარეთის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

კონვენცია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვეტერინარულ-სანიტარიულ დარგში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} კ ო ნ ვ ე ნ ც ი ა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვეტერინარულ-სანიტარიულ დარგში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში  „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი, ხელმძღვანელობენ სურვილით განავითარონ საქართველო-ბულგარეთის საერთაშორისო კავშირები, გააღრმავონ თანამშრომლობა ვეტერინარიის დარგში, დებენ ამ კონვენციას და შეთახმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 ხელშემკვრელი მხარეების თანამშრომლობა გამოწვეულია ეპიზოოტიური დაავადებებისაგან თავიანთი ტერიტორიების დაცვის აუცილებლობით ცოცხალი ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და ნედლეულის, ფურაჟისა და სხვა საქონლის შემოზიდვის, გადაზიდვის, ტრანზიტის დროს და რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ გადამდები დაავადებების გავრცელების წყაროს. 1. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას შეატყობინონ ერთმანეთს ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს  „A” ნუსხაში შეტანილი დაავადებების გაჩენის შესახებ. არაკეთილსაიმედო ობიექტების, სახეობისა და დაავადებულ ცხოველთა რაოდენობის მითითებით. დაავადებების მსვლელობის ფორმების, ინფექციის გადატანის სავარაუდო გზების, გამომწვევის ტიპისა და აგრეთვე დაავადების განვითარების აღკვეთისა და ლიკვიდაციის მიზნით მიღებული ზომების თაობაზე. 2. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას აცნობებენ ერთმანეთს ზოოანტროპონომური დაავადებების გაჩენის, ცხოველების ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში ბიოლოგიური ჩანართების, ქიმიური ნივთიერებებისა და მექანიკური მინარევების ცხოველებში არსებობის შესახებ, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენენ ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობისათვის. 3. ხელშემკვრელი მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში, გაუწევენ ურთიერთდახმარებას ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირებაში. ამასთან, საერთაშორისო წესების სრული დაცვით განახორციელებენ ვირუსული და ბაქტერიული შრატების გაცვლას.      მუხლი 2🔗 1. ამ კონვენციაში  „ცხოველების“ ქვეშ იგულისხმება: − არაწყვილჩლიქოსნები (ცხენები, ჯორები, ვირები და ა.შ.); − წვრილჩლიქოსნები − შინაური და გარეული (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ბიზონები, აქლემები, ცხვრები, თხები, ღორები); − მღრღნელები − შინაური და გარეული; − შინაური ფრინველები (ქათმები, ინდაურები, ბატები, იხვები, ციცრები); − ლუქსოზური ფრინველები (ხოხბები, კაკბები, ტყის მამლები და ა.შ.); − ეგზოტიკური ფრინველები და ცხოველები; − ფუტკრები; − თევზები, მოლუსკები, ნიჟარიანები, კუები, ბაყაყები, აბრეშუმის ჭიები. 2. ამ კონვენციაში  „მეცხოველეობის აღწარმოების მასალაში“ იგულისხმება: − თესლოვანი სითხე, კვერცხუჯრედები, ზიგოტები და ემბრიონები. 3. აღნიშნულ კონვენციაში  „ცხოველუrი წარმოშობის პროდუქტებში“ იგულისხმება: − ცხოველური წარმოშობის ნედლეული გადაუმუშავებელ მდგომარეობაში: − ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტები, სუბპროდუქტები, საკვებად გამოსაყენებელი მზა მეცხოველეობის პროდუქცია; − ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, თაფლი და სხვა; − ცხოველური წარმოშობის არასაკვები პროდუქტები. 4. ამ კონვენციაში  „ფურაჟის“ ქვეშ იგულისხმება: − მცენარეული, ცხოველური, მინერალური, მიკრობული, ქიმიური და სხვა წარმოშობის ყველა საკვები, რომელიც არ შეიცავენ ტოქსიკურ პროდუქტებს და რომელთა გამოყენება შეიძლება ცხოველთა კვებაში. 5. ცხოველები, ცხოველთა აღწარმოების მასალები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებსაც არ ითვალისწინებს ეს კონვენცია აუცილებელია განხილულ იქნეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშემკვრელ მხარეთა ვეტერინარული სამსახურების ხელმძღვანელების მიერ.      მუხლი 3🔗 ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს ცხოველთა გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისა და პროფილაკტიკის დარგში მოქმედი ინსტრუქციების შესახებ, გაცვალონ ინფორმაცია და ცხოველთა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ფურაჟის, სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთებისადმი ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების შესახებ, და, აგრეთვე იმ ზონების შესახებ, რომლებიც გამოიყენებიან არაგადამდები დაავადებების წარმოშობის დროს, მათ შორის, ტოქსიკური პროდუქტების, რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული დაავადებების დროს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი.     მუხლი 4🔗 ვეტერინარიის დარგში თანამშრომლობის განვითარების მიზნით ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები: 1. ცვლიან ნორმატიულ აქტებსა და სხვა სპეციალურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია სამედიცინო ვეტერინარიის საქმიანობასთან. 2. დროულად მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას სავეტერინარო მედიცინის დარგში დაგეგმილი შეხვედრებისა და თათბირების შესახებ, რათა ხელშემკვრელი მხარეების სპეციალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ მათში მონაწილეობა. 3. ახორციელებენ თანამშრომლობას ვეტერინარული მედიცინის დარგში შემდეგი ფორმებით: − ვეტერინარული მედიცინის საქმიანობის განვითარებისა და შემდგომი სრულყოფისათვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, აგრეთვე ვეტერინარული ექიმების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება; − ვეტერინარული მედიცინის დარგში სპეციალური ლიტერატურისა და პერიოდული გამოცემების გაცვლა; − ვეტერინარების ურთიერთგაცვლა; − ურთიერთსარგებლიანი პირობების შექმნა ვეტერინარული პრეპარატების (მედიკამენტები, პარაზიტების საწინააღმდეგო, იმუნობიოლოგიური და დიაგნოსტიკური საშუალებები) სავაჭრო გაცვლისათვის, რომლებიც იწარმოებს ხელშემკვრელი მხარეების მიერ, და აგრეთვე ერთობლივი საწარმოების და სავაჭრო ვეტერინარული წარმოებების შექმნა.     მუხლი 5🔗 1. ამ კონვენციის მესამე და მეოთხე მუხლებში მითითებული დოკუმენტების გაცვლის ხარჯები ანაზღაურდება იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომელიც მას აგზავნის. 2. სპეციალისტების გაცვლა განხორციელდება ხელისშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მგზავრობის ხარჯებს გაიღებს გამგზავნი მხარე. მიმღები მხარე აანაზღაურებს დღიურებსა და სასტუმროს ხარჯებს, აგრეთვე ქვეყანაში გადაადგილების ხარჯებს თანახმად დამტკიცებული პროგრამისა.     მუხლი 6🔗 ხელშემკვრელი მხარეები სავაჭრო გარიგებისას ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ფურაჟისა და სხვა საქონლის შემოზიდვის, გაზიდვისა და ტრანზიტის დროს, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინფექციური პარაზიტული, მათ შორის, ანტროპოზოონოზური დაავადებების გადამცემები, ავალდებულებენ თავიანთი ქვეყნების კომპეტენტურ სახელმწიფო ვეტერინარულ ორგანოებს ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო ზოოსანიტარიული კოდექსის შესაბამისად, შეიმუშაონ სპეციალური ვეტერინარულ-სანიტარიული წესები და ურთიერთშეთანხმებული მოთხოვნები. ორივე ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარულ-სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელებს შეუძლიათ განახორციელონ უშუალო კონტაქტები საჭირო ინფორმაციის გაცვლისათვის, რომლებიც მითითებულია ამ კონვენციის მესამე და მეოთხე მუხლებში ან კონსულტაციების ჩატარების მიზნით მოაწყონ შეხვედრები წარმოშობილი პრობლემებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ერთობლივი შემუშავებისათვის.     მუხლი 7🔗 ხელშემკვრელი მხარეები ცხოველური პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, ფურაჟისა და სხვა საქონლის, რომლებიც შეიძლება იყვნენ ცხოველთა გადამდები დაავადებების გამავრცელებლები, მათ შორის, ანთროპოზოონოზების, შემოზიდვის, გაზიდვისა და ტრანზიტის დროს აწესებენ სასაზღვრო ვეტერინარულ კონტროლს. სასაზღვრო ვეტერინარული კონტროლი ხორციელდება ორივე ქვეყნის სასაზღვრო ვეტერინარული პუნქტების ვეტერინარული სამსახურის მიერ. აუცილებლობის შემთხვევაში სასაზღვრო კონტროლის ვეტერინარული პუნქტები შეიძლება დაიხუროს ან გაიხსნა ახალი პუნქტები ხელშემკვრელი მხარეების წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.      მუხლი 8🔗 თანახმად აღნიშნული კონვენციისა ვეტერინარული სერტიფიკატები უნდა იქნეს მოყვანილი საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს საერთაშორისო ზოოსანიტარიული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისობაში და შეივსოს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტების მიერ რუსულ ან ინგლისურ ენებზე.     მუხლი 9🔗 თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გაჩნდება დაავადებები, რომლებიც აღნიშნულ არიან საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს  „A“ ნუსხაში. მეორე მხარეს აქვს უფლება შეზღუდოს ან დაუყოვნებლივ აკრძალოს ცხოველების, პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, ბიოლოგიური პრეპარატების, ფურაჟისა და სხვა მასალების შემოზიდვა და ტრანზიტი, რომლებითაც შეიძლება გადატანილ იქნეს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან გადამდები დაავადებები, რისთვისაც იგი ატყობინებს მეორე მხარის სახელმწიფოს ცენტრალურ ვეტერინარულ სამსახურს.     მუხლი 10🔗 საზღვარზე, დათვალიერებისას, თუ დადგინდა, რომ ცხოველებით, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებითა და ფურაჟით დატვირთული დამოუკიდებელი სატრანსპორტო საშუალება ან ამანათი, რომელიც შეიცავს აღნიშნულ საქონელს, არ პასუხობს ვეტერინარულ სერტიფიკატს და არ აკმაყოფილებს ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნილებებს და აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაიზიდება ამანათი, არ პასუხობს ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნილებას, მაშინ ამის შესახებ იმპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული ორგანოები ატყობინებენ ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარულ ორგანოებს და მიმართავენ ზომებს ცხოველთა გადამდები ინფექციური და ინვაზიური დაავადებების, მათ შორის, ანთროპოზოონოზებისაგან, ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად, თანახმად მოქმედი ვეტერინარული ნორმატიული აქტებისა.      მუხლი 11🔗 ამ კონვენციის პირობები შეიძლება გაფართოებული იქნეს დამატებითი ოქმებით ცნობილი და დღემდე უცნობი დაავადებებით, რომლებიც წარმოადგენენ საშიშროებას ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის.      მუხლი 12🔗 ეს კონვენცია არ ეხება ხელშემკვრელი მხარეების სამართლებრივ ურთიერთობებსა და ვალდებულებებს, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილენიც ისინი არიან.      მუხლი 13🔗 აღნიშნული კონვენცია შედის ძალაში ოცდაათი დღის შემდეგ, მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურის დასრულების შესახებ უკანასკნელი ნოტის მიღების დღიდან.      მუხლი 14🔗  სადავო საკითხები, წარმოშობილი ამ კონვენციის დებულებების განხორციელების დროს, გადაწყდება შერეული კომისიის მიერ, რომელიც შედგება ყოველი მხარის სამ-სამი წარმომადგენლის მიერ. ის მოწვეული უნდა იქნეს ორი თვის განმავლობაში რომელიმე მხარის მიერ წაყენებული მოთხოვნების შემდეგ მის ტერიტორიაზე. თუ აღნიშნული გზით არ იქნება მიღწეული დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება, სადავო საკითხები გადაწყდება დიპლომატიური არხებით.     მუხლი 15🔗 1. აღნიშნული კონვენცია საჭიროებს დამტკიცებას ორივე ხელშემკვრელი მხარის მთავრობათა მიერ და ძალაში შედის 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ, უკანასკნელი ნოტის მიღების დღიდან, მათი ურთიერთგაცვლის გზით, რითაც აცნობებენ ერთმანეთს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე კონვენციის დამტკიცების შესახებ. 2. კონვენცია იდება 5(ხუთი) წლის ვადით. მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე არაუგვიანეს სამი თვისა შესაბამისი ვადის დასრულებამდე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნული კონვენციის მოქმედების შეწყვეტის სურვილის შესახებ. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სურვილის დამიხედვით ეს კონვენცია შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მიერ. შესრულებულია ქ. სოფიაში, 1995 წლის 19 იანვარს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, ბულგარულ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ბულგარეთის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)