საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.05.2016
ძალის დაკარგვა 13.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №251
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016538
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ლოგოს დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 20.05.2014
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების
უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№251
2016 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს თანდართული ნიმუში.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ლოგოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 მაისის №362 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგო
მრგვალი ფარის შუაში, ოქროსფერი კანტით შემოვლებულ ლურჯ ასევე მრგვალ ველზე გამოსახულია უკანა ფეხებზე დამდგარი ოქროს ლომი. ველის ზედა და ქვედა მხრიდან გადმოფენილია ვერცხლისფერი სადევიზე ბაფთები, რომლებზეც შავი ფერის დიდი ქართული ასოებით აწერია „საქართველოს პოლიცია“. ვერცხლისფერი ველის გარშემო ოქროსფერკანტიან ლურჯ ფონზე გამოსახულია ოქროსფერი დაფნის ფოთლების გვირგვინი და მთელი წრის გარშემო ოქროსფერი დიდი ქართული ასოებით აწერია „შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი“. ლურჯი ფონის ქვედა მხარეს მოთავსებულია შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.