ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ
მიღების თარიღი 07.06.1997
ძალაში შესვლა 14.03.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480200000.02.002.000397
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, 000000000, 13/11/2000
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით გრიგოლ ქათამაძე | თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით შერაფეთინ თელიაზანი |
დოკუმენტის ტექსტი
ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ხელშეკრულება
საქართველოს მთავრობასა და
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა
ადასტურებენ რა, მათ შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს,
ეყრდნობიან რა, 04.04.1996 წლის შეთანხმებას „სამხედრო წვრთნის, ტექნიკისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ და 14.07.1997 წლის შეთანხმებას „სამხედრო მომზადების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“,
ისწრაფვიან რა, განატკიცონ მათი სამხედრო თანამშროლობა და ხელი შეუწყონ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სასაზღვრო ჯარების გარდაქმნას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა გაუწევს საქართველოს გრანტის სახით 1.700.000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) აშშ დოლარის მოცულობის დახმარებას, გრანტის ათვისება დაიწყება 1999 წლიდან.
მუხლი 2🔗
ამ ხელშეკრულების მიხედვით 1.650.000 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის მოცულობის დახმარება განხორციელდება მასალებითა და სამომსახურეო დახმარების გაწევის სახით, ხოლო 50.000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი გამოიყოფა ნაღდი ფულის სახით, ამ საკითხთან დაკავშირებული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
1.700.000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) აშშ დოლარის მოცულობის გრანტის სახით დახმარების ათვისება განხორციელდება იმ ოქმების შესაბამისად, რომელსაც ხელს მოაწერენ მხარეთა უფლებამოსილი პირები, წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად.
მუხლი 4🔗
საქართველოს მხარე თანახმაა არ გადაცეს მიღებულ მასალებზე ან სამომსახურეო დახმარებაზე მფლობელობის უფლება სხვა სახელმწიფოს ან მესამე მხარეს, ვიდრე არ იქნება მიღებული თანხმობა თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან.
მუხლი 5🔗
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა დავა გადაწყვიტონ მხარეებს შორის კონსულტაციების გზით და არ წარუდგინონ აღნიშნული დავა განსახილველად რომელიმე საერთაშორისო ტრიბუნალს ან მესამე მხარეს.
მუხლი 6🔗
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან და ძალაში იქნება, ვიდრე თურქეთის რესპუბიკის მხარე არ გადაცემს საქართველოს მხარეს „განხორციელების ოქმით“ მასალებით და მომსახურების სახით გათვალისწინებულ მთელ დახმარებას.
წინამდებარე ხელშეკრულება გრანტის შესახებ განხორციელდება საქართველოს მხრიდან – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო ჯარების სარდლობის მიერ, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან – თურქეთის გენერალური შტაბის მიერ.
შესრულებულია ქ. თბილისში 1999 წლის 7 ივნისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული, ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენაზე. ამ შეთანხმების განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.
საქართველოს მთავრობის სახელით
გრიგოლ ქათამაძე
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
შერაფეთინ თელიაზანი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
გენერალ-მაიორი
თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის თავდაცვის დაგეგმარებისა და ქონების მართვის სამმართველოს უფროსი
სამმართველოს უფროსი