„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2016 წლის 6 მაისი ქ. მცხეთა |
1.1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი: „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (მოადგილეები)“ ამოღებულ იქნეს.
1.2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემეგი რედაქციით: „მერიის თანამდებობის პირთა რაოდენობა, მერის ჩათვლით შეადგენს 12 ერთეულს“.
1.3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი
1. ვიცე-მერს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. ვიცე-მერი უფლებამოსილებათა დელეგირების თოაბაზე მერის ბრძანების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს სტრუქტურული ერთეულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენენ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში აძლევს შესასრულებლად სავალდებულო დავალებებს და მითითებებს.
3. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვს განიხილოს შემოსული კორესპონდენცია,შესაბამისი რეზოლუციებით დაავალოს სამსახურებს საკითხის განხილვა, მოისმინოს მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული სტრუქტურული ერთეულებისა და იურიდიული პირების საქმიანობის ანგარიში, წინადადებით მიმართოს მერს.
4. ვიცე-მერი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს მერის დავალებების და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას.
5. ვიცე-მერი ანგარიშვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. მისი უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ხოლო თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები რეგულირდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.05.2016.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.05.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.175.016121.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.05.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №8, 06.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.175.016121 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3277173/