ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2016
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.07.2018
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებში სასწავლო
პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2016 წლის 6 მაისი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
დებულების მიზანი
1. დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს.
2. დებულების მიზანია ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესში სტუდენტთა მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცებას; შეუქმნას მომავალ სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის საჭირო პირობები; ხელი შეუწყოს თვითმმართველ ერთეულსა და სასწავლებლების თანამშრომლობასა და საქმიანობის კოორდინაციას.
მუხლი 2🔗
დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) თვითმმართველი ერთეულის ორგანოები – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო, საკრებულოს კომისიები, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები, საკრებულოს აპარატი) და აღმასრულებელი ორგანოები (გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები), აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
ბ) სასწავლებელი – ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აგრეთვე ,,პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;
გ) სასწავლო პრაქტიკა – სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
დ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას;
ე) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად შეაქვს განცხადება სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ.
თავი II
სასწავლო პრაქტიკა
მუხლი 3🔗
სასწავლო პრაქტიკის ცნება
სასწავლო პრაქტიკა წარმოადგენს სტუდენტის სწავლების პროცესის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ხორციელდება სასწავლებლის მიერ თვითმმართველი ერთეულის ორგანოებთან თანამშრომლობით.
მუხლი 4🔗
სასწავლო პრაქტიკის მიზნები და ამოცანები
1. სასწავლო პრაქტიკის მიზანია:
ა) სტუდენტთა პროფესიული მომზადების სისტემური უზრუნველყოფა;
ბ) სასწავლო პროცესში სტუდენტთა მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება;
გ) სპეციალობების მიხედვით პრაქტიკული ცოდნისა და ჩვევების შეძენა.
2. სასწავლო პრაქტიკის ამოცანებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა შესწავლა;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მართვის სისტემისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესწავლა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ბაზის შესწავლა;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების შესწავლა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დოკუმენტირების, საქმიანობის სამართლებრივი, ორგანიზაციული და საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის წესების შესწავლა;
ვ) სამსახურებრივ დოკუმენტებთან მუშაობის, სამსახურებრივი ინფორმაციის მოძიების, მიღების, სისტემატიზაციის, ანალიზისა და საჯაროობის უზრუნველყოფის ფორმების შესწავლა და მუშაობის გამოცდილების შეძენა.
მუხლი 5🔗
სასწავლო პრაქტიკის სახეები
სასწავლო პრაქტიკის სახეებია:
ა) სასწავლო-გაცნობითი პრაქტიკა;
ბ) სპეციალიზებული პრაქტიკა;
გ) წინასადიპლომო პრაქტიკა.
მუხლი 6🔗
სასწავლო-გაცნობითი პრაქტიკა
1. სასწავლო-გაცნობითი პრაქტიკის მიზანია პრაქტიკანტის მიერ სასწავლებელში თვითმმართველობის სფეროში მიღებული პირველადი თეორიული ცოდნის განვითარება და გაღრმავება და დახმარება სპეციალიზაციის არჩევაში.
2. სასწავლო-გაცნობითი პრაქტიკის ამოცანაა თვითმმართველობის ორგანოების პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მართვის სისტემის, თვითმმართველობის ორგანოების მიზნებისა და ამოცანების, სტრუქტურისა და მუშაობის ორგანიზაციის წესების გაცნობა, აგრეთვე მასალების მოძიება და სისტემატიზაცია პრაქტიკანტის მიერ საკურსო ნამუშევრის შესასრულებლად.
3. სასწავლო-გაცნობით პრაქტიკას გადიან სასწავლებლის დაწყებითი კურსის (I-II კურსის) სტუდენტები. სასწავლო-გაცნობითი პრაქტიკა შეიძლება მოეწყოს საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვისაც.
მუხლი 7🔗
სპეციალიზებული პრაქტიკა
1. სპეციალიზებული პრაქტიკა წარმოადგენს სასწავლო პრაქტიკის ძირითად სახეს, რომლის მიზანია შესაბამისი სპეციალიზაციით პრაქტიკანტის თეორიული ცოდნის გაღრმავება და მათი პრაქტიკაში გამოყენება, საქმიანობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
2. სპეციალიზებული პრაქტიკა სასწავლო-გაცნობითი პრაქტიკისგან განსხვავებით ინდივიდუალური ხასიათისაა. პრაქტიკანტი პრაქტიკას გადის ინდივიდუალური პროგრამის საფუძველზე თვითმმართველობის ორგანოს განსაზღვრულ სამსახურში (განყოფილებაში, თანამდებობის პირთან).
3. სპეციალიზირებული პრაქტიკის ამოცანებია:
ა) შესაბამისი სპეციალიზაციისთვის საჭირო სამართლებრივი ბაზის (საკანონმდებლო, აგრეთვე თვითმმართველობის ორგანოთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, თანამდებობრივი ინსტრუქციების, სამუშაო გეგმების, მეთოდოლოგიური ხასიათის მასალების) შესწავლა;
ბ) მონაწილეობის მიღება სამართლებრივი და ორგანიზაციული ხასიათის დოკუმენტების მომზადებაში;
გ) სამსახურის (განყოფილების, საშტატო ერთეულის) საქმიანობის ანალიზი;
დ) წინადადებების მომზადება სამსახურის (განყოფილების, საშტატო ერთეულის) საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
ე) სასწავლებელსა და თვითმმართველობის ორგანოს შორის საქმიანი კავშირების დამყარება;
ვ) პრაქტიკის პროგრამით გათვალისწინებული კონკრეტულ დავალებათა შესრულება;
ზ) მასალების მოძიება, ანალიზი და სისტემატიზაცია პრაქტიკანტის მიერ საკურსო ნამუშევრის შესასრულებლად.
4. სპეციალიზებულ პრაქტიკას გადიან სტუდენტები ყოველწლიურად სასწავლებელში თეორიული კურსის დამთავრების შემდეგ. სასწავლებელსა და თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთშეთანხმებით სპეციალიზებული პრაქტიკა შეიძლება მიმდინარეობდეს თეორიული კურსის პარალელურად.
მუხლი 8🔗
წინასადიპლომო პრაქტიკა
1. წინასადიპლომო პრაქტიკა არის სასწავლო პრაქტიკის დასკვნითი ეტაპი, რომელიც ტარდება სტუდენტის მიერ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შემდეგ.
2. წინასადიპლომო პრაქტიკა არის ინდივიდუალური ხასიათის, რომლის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს სადიპლომო ნაშრომის შესასრულებლად კვლევების ჩატარებასა და საჭირო მასალების მოძიება-ანალიზში.
მუხლი 9🔗
სასწავლო პრაქტიკის ორგანიზება
1. სასწავლო პრაქტიკაზე ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასწავლებელი თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
2. სასწავლო პრაქტიკის ვადა და გრაფიკი განისაზღვრება სასწავლებლის მიერ თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
3. პრაქტიკანტების მიერ პრაქტიკის გავლაზე ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
4. სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით სასწავლებელი:
ა) ადგენს და თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელთან ათანხმებს თვითმმართველი ერთეულებისა და შესაბამისი სამსახურების (განყოფილებების) მიხედვით განაწილებულ პრაქტიკანტთა სიებს;
ბ) ადგენს და თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელთან ათანხმებს სასწავლო პრაქტიკის პროგრამასა და სასწავლო პრაქტიკის კალენდარულ გრაფიკს;
გ) უზრუნველყოფს პრაქტიკის დაწყებამდე გასატარებელ ორგანიზაციულ ღონისძიებათა გატარებას;
დ) სასწავლებლის თანამშრომლებიდან ნიშნავს სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელს (ხელმძღვანელებს);
ე) აკონტროლებს პრაქტიკანტების მიერ სასწავლო პრაქტიკის პროგრამის შესრულებას, იბარებს პრაქტიკანტთა დღიურებს და ანგარიშებს, ახდენს მათ შეფასებას.
5. სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით სასწავლებლის მიერ დანიშნული სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელი:
ა) უზრუნველყოფს პრაქტიკანტთა სპეციალიზაციის მიხედვით სასწავლო პრაქტიკის პროგრამიდან გამომდინარე ინდივიდუალურ დავალებათა შემუშავებას, განსაზღვრავს პრაქტიკანტთა მიერ შესასრულებელ სამუშაოთა ვადებს და აკონტროლებს პრაქტიკანტთა მიერ მათ შესრულებას;
ბ) აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ გაწეულ მუშაობას და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ) აწვდის პრაქტიკანტებს სასწავლო პრაქტიკის პროგრამას და კონსულტაციას უწევს სასწავლო პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) კონსულტაციას უწევს პრაქტიკანტებს პრაქტიკანტის დღიურისა და პრაქტიკის ანგარიშის შედგენაში; იბარებს პრაქტიკანტის დღიურებსა და ანგარიშებს და აძლევს მათ წინასწარ შეფასებას.
6. პრაქტიკანტების მიერ პრაქტიკის გავლაზე ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:
ა) პრაქტიკის ხელმძღვანელთან ერთად ორგანიზებას უწევს ამ დებულებითა და სასწავლო პრაქტიკის პროგრამის მიხედვით პრაქტიკანტთა მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლას;
ბ) პრაქტიკანტებს აცნობს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების შინაგანაწესს;
გ) აღრიცხავს პრაქტიკანტთა გამოცხადებას და ხელს აწერს პრაქტიკანტის დღიურს;
დ) უზრუნველყოფს პრაქტიკანტისათვის სასწავლო პრაქტიკის პროგრამიდან გამომდინარე შესაბამისი სამუშაო ადგილის გამოყოფას. პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 10🔗
სასწავლო პრაქტიკის პროგრამა
1. სასწავლო პრაქტიკის პროგრამის მოცულობას და შინაარს განსაზღვრავს სასწავლებელი.
2. სასწავლო პრაქტიკის პროგრამა დგება სტუდენტის სპეციალობისა და თვითმმართველი ერთეულის სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. სასწავლო პრაქტიკის პროგრამა სასწავლო პრაქტიკის დაწყებამდე 10 დღით ადრე მაინც შესათანხმებლად ეგზავნება თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს სამართლებრივ აქტს სასწავლო პრაქტიკის ჩატარების ორგანიზების შესახებ.
მუხლი 11🔗
პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები
1. პრაქტიკანტს უფლება აქვს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანხმობით:
ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა);
ბ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოს შესაბამისი სამსახურის (განყოფილების) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებზე მიმართოს თვითმმართველი ერთეულის თანამდებობის პირებს.
2. პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) სასწავლო პრაქტიკის გრაფიკის შესაბამისად დროულად ცხადდებოდეს პრაქტიკის გავლის ადგილზე;
ბ) გაეცნოს და იხელმძღვანელოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით;
გ) დაიცვას თვითმმართველი ერთეულის ორგანოების შინაგანაწესი;
დ) დადგენილ ვადებში შეასრულოს სასწავლო პრაქტიკის პროგრამით გათვალისწინებული და პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები;
ე) აწარმოოს პრაქტიკანტის დღიური;
ვ) შეადგინოს სასწავლო პრაქტიკის გავლის ანგარიში.
მუხლი 12🔗
პრაქტიკანტის დღიური და სასწავლო პრაქტიკის ანგარიში
1. პრაქტიკანტი ვალდებულია სასწავლო პრაქტიკის გავლის პერიოდში აწარმოოს დღიური, რომელშიც აისახება პრაქტიკანტის მიერ ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოები.
2. პრაქტიკანტის დღიური წარმოადგენს ძირითად საანგარიშო დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს პრაქტიკანტის მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლას.
3. პრაქტიკანტის დღიურში კალენდარული გრაფიკის მიხედვით აისახება:
ა) სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული და პრაქტიკანტის მიერ ინდივიდუალურად მიღებული დავალებები და მათ შესასრულებლად განხორციელებული სამუშაოები;
ბ) პრაქტიკანტის მონაწილეობა თვითმმართველი ერთეულის ორგანოს შესაბამისი სამსახურის (განყოფილების) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) საკურსო (სადიპლომო) ნაშრომისთვის მოძიებული მასალები, ჩატარებული კვლევები და ა.შ.
4. პრაქტიკანტის დღიურს ხელმოწერით ადასტურებს თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს აპარატის, გამგეობის სამსახურისა და განყოფილების უფროსები, საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი.
5. სასწავლო პრაქტიკის დასრულების შემდეგ პრაქტიკანტი ადგენს და სასწავლებელს წარუდგენს სასწავლო პრაქტიკის ანგარიშს.
6. პრაქტიკანტის დღიურის და სასწავლო პრაქტიკის ანგარიშის ფორმებს ადგენს სასწავლებელი.