ქალაქ დუშეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.05.2016
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016260
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,073 სიტყვა · ~35 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ბიბლიოთეკები
2 ხელოვნების სკოლა
3 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
7315 6956
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ქალაქი დუშეთი 5444
დასახელება
სულ მ.შ. მცხოვ. ქალაქგარეთ
1. 2. №1 საჯარო სკოლა №2 საჯარო სკოლა
1. 2. 3. ქ. დუშეთის №1 ფილიალი  ქ. დუშეთის  №2 ფილიალი ქ. დუშეთის №3 ფილიალი
სულ: 3439
4. საცურაო აუზი
6. კულტურა
1. 8 კერძო სამშენებლო საწარმო
2. საწარმო ,,დუშეთგაზი"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 15.03.2019 ქალაქ ჩხოროწყუს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე საკუთრების ფორმა 87% 02.12.2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 29.09.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 27.12.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 28.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ დუშეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2016 წლის 6 მაისი ქ. დუშეთი ქალაქ დუშეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის და  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ დუშეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თანდართული სახით (დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4). მუხლი 2🔗 ქალაქ დუშეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სისტემური რევიზიის ვადა განისაზღვროს არაუმეტეს 5 წლისა. მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი დანართი №1 ქ. დუშეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის აღწერა პროექტის შემადგენლობა:  ზონირების ნაწილი ·  ზოგადი უფლებრივი ზონირების რუკა. მიწათსარგებლობის ინტენსივობის ზოგადი სარეკომენდაციო მონაცემები; ·  ტერიტორიის განთავსება არსებულ ქალაქთმშენებლობის კომპლექსში, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხაზები. საინჟინრო ნაწილი · წყალსადენის ძირითადი ქსელის რუკა; · საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი ქსელის რუკა; · სანიაღვრე წყალარინების ძირითადი ქსელის რუკა; · ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელის რუკა; · ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი ქსელის რუკა; · ქუჩების და გზების ძირითადი ქსელის რუკა. ტექსტური ნაწილი · მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის აღწერა; · მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმარტებითი ბარათი; · მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეფექტიანობის შეფასება; ·  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელების ეტაპები და რიგითობა; · ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძველები.  თემატური ნაწილი · საპროექტო ტერიტორიის ორთოფოტოსურათი; · საპროექტო ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური რუკა; · საყრდენი გეგმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ობიექტები; · ისტორიული განაშენიანება; · ქალაქის ტერიტორიის ამსახვლი ფოტოსურათები.  ქ. დუშეთის ტერიტორიის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა · მიწის ნაკვეთების განაშენიანების კოეფიციენტები; · მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები; · მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტები; · მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (მიწის ნაკვეთის ნომრის და ფართობის ჩვენებით); · განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ან/და ლურჯი ხაზები); · მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემა. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმარტებითი ბარათი შესავალი  მოკლე ინფორმაცია ქ. დუშეთის მდებარეობისა და განაშენიანების შესახებ ქ. დუშეთი მდებარეობს არაგვისა და ფშავის-არაგვის შესართავიდან სამხრეთ-დასავლეთით 8-კილომეტრ მანძილზე. თბილისიდან დუშეთამდე 54 კმ-ია, მცხეთიდან 33 კმ. ქალაქის საზღვრებში ტერიტორია მოიცავს 1305,28 ჰა. ზღვის დონიდან 800-900 მეტრ სიმაღლეზეა. ქალაქი გაშენებულია მდინარე დუშეთისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე დუშეთის ქვაბულში, გუდაური-სტეფანწმინდის მაგისტრალიდან 5-კილომეტრზე, რომელიც რუსეთთან დამაკავშირებლი სამხედრო გზად არის წოდებული. დუშეთის განაშენიანების შუაში ჩამოედინება მდინარე დუშეთისხევი, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მას დასახლების შუაში უერთდება ორწყაროსხევი ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან მომავალი. მდ. დუშეთისხევის მიმართ ორივე ნაპირის - ტერიტორიის რელიეფი დახრილია. ქალაქის სტრუქტურა ისტორიულად ძირითადად ჩამოყალიბებულია მდინარის მარცხენა მხარეს, სადაც ურთიერთპარალელურად და მართობულად განლაგებულია ქუჩებისა და გზების ქსელი, რომელშიც საგრძნობია მოსახლეობის სიმჭიდროვე – განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბება და განვითარება, ქალაქის დღევანდელი სახით.  მდ. დუშეთისხევის მარჯვენა მხარეს, ისტორიულად დუშეთის სიახლოვეს მდებარე სოფლები: მილახვრიანთკარი, სულიკიანთკარი, კობიანთკარი და შალიკიანთკარი. შეიმჩნევა, რომ დღეს ქ. დუშეთის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში მოქცეული განაშენიანების ამ ნაწილის სტრუქტურა, სტიქიურად განვითარების ხასიათისაა. შესაბამისად, ნაკლებად მოგვარებულია საინჟინრო და ინფრასტრუქტურის საკითხები. საერთოდ ქალაქი დუშეთი, ვიზუალური თვალსაზრისით, თვითმყოფად-ბუნებრივი ლანდშაფტურ სივრცეშია ჩართული. ჰავა დუშეთში ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 9,7°C ნალექი 740 მმ წელიწადში. ქალაქის მოსახლეობა 2013 წლის მონაცემებით 7600 მცხოვრებს შეადგენს.  ქ. დუშეთის ისტორიული განვითარება არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით დუშეთის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებას ანტიკურ პერიოდს უკავშირებენ ე.ი. დუშეთის დასახლებას 2000 წელზე მეტი ისტორია ჰქონია, გარკვეულ წყაროებში კი პირველად 1215 წელს იხსენიებენ. XVII ს. დასაწყისში არაგვის ერისთავთა რეზიდენცია ყოფილა, სწორედ XVII ს. პირველ ნახევარში 1635 წ. დუშეთი ქართლის მეფე როსტომს დაუმორჩილებლობის გამო გადაუწვავს, ხოლო XVII ს. მეორე ნახევარში 1688 წელს კი კვლავ ქართლის მეფე გიორგი XI-ეს დუშეთი დაურბევია. 1756 წელს დუშეთმა ფეოდალური ქალაქის სტატუსი და კიდევ სხვა მონაცემებით 1801 წელს ქალაქის ოფიციალური სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი - თბილისის გუბერნიის ნაწილის დუშეთის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი მიიღო, რომელიც გაუქმებულ იქნა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1929 წელს, ხოლო 1930 წელს რაიონული ადმინისტრაციული ცენტრის სახელწოდება მიიღო. შემდგომ პერიოდში გადატანილ იქნა თბილისიდან მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ობსერვატორია (1904წ.) ჯერ კარსანში – მცხეთის მახლობლად, ქ. დუშეთში 1935 წელს. შემდგომ პერიოდში, 50-იან წლებში დუშეთში ცხოვრობდა 5500 კაცი. მაშინდელი მთავარი სამრეწველო საწარმოებია: საკონსერვო და რძის ქარხნები, ქართული ხალიჩების საქსოვი საამქრო, კერამიკის ქარხანა „ელექტროძრავის“ დუშეთის ფილიალი (პირმისაანში) და ადგილობრივი მრეწველობის რამდენიმე წვრილი საწარმო. ამ პერიოდში აშენდა რამდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების სახლები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და სხვა. 1990-იანი წლებიდან თანდათანობით იკლო სახელმწიფო საკუთრების სტრუქტურებმა, საწარმოებმა, შესაბამისად, მშენებლობამ და მოსახლეობის ზრდის ტემპმაც. ამჟამად ზემოთ აღნიშნულიდან არც ერთი საწარმო არ მუშაობს დუშეთში. 1990 წ. მონაცემებით დუშეთში ცხოვრობდა 8500 კაცი, 2011 წლის მონაცემებით – 7315 კაცი. ამჟამად ქ. დუშეთი მუნიციპალური მმართველობის ადმინისტრაციული ცენტრია.  დუშეთის მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია განთავსებულია აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-თიანეთის მხარეში, ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია – სახელმწიფო საზღვარი, აღმოსავლეთით – ახმეტისა და თიანეთის, სამხრეთით – მცხეთის, დასავლეთით – კასპის და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ახალგორის რაიონი. დუშეთის მუნიციპალიტეტში 283 დასახლებული პუნქტია: 1 - ქალაქი, 2 – დაბა (ჟინვალი, ფასანაური) და 280 სოფელი. მოსახლეობის რიცხოვნობა - 33,8 ათასი კაცი. ტერიტორია - 2981,5 კმ​2, სიმჭიდროვე 11 კაცი ერთ კვ.კმ-ზე – 100 ჰა-ზე 11 კაცი.  ბუნება დამახასიათებელია მთიანი რელიეფი. ძირითადი ორთოგრაფიული ერთეულებია: კავაკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი და მისი განშტოებები: ალევის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქართლის ქედები და მათ შორის ხეობები. კავკასიონი შემოდის ბორბალოს მთამდე. მისი საშუალო სიმაღლე 3200 მ აღემატება, ხოლო სამხრეთ ნაწილში ვაკე რელიეფით გამოირჩევა ბაზალეთის პლატო, აგრეთვე, არაგვის ხეობის ძირი წითელსოფლიდან ჟინვალამდე და დუშეთის ქვაბული. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულს წარმოადგენს მინერალური წყლები. მათ შორის აღსანიშნავია: „ვაჟას წყარო“, ფასანაურის, კიტოხის, ღულის, კახმატის, ხახაბოსა და შატილის წყლები. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალი წყალუხვი მდინარეა. კავკასიონის სამხრეთი კალთის მდინარეები – არაგვის სისტემა მიეკუთვნება მტკვრის აუზს. არაგვის სისტემას ქმნის მთიულეთის არაგვი, გუდამაყრის არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. ამ სისტემაში ძირითადია მთიულეთის არაგვი. არაგვი ქვემო დინებაში  გამოყენებულია სარწყავად. ჟინვალის წყალსაცავი, წყლის სარკის ფართობი 11,5 კმ​2, ჰიდროკომპლექსში ამუშავებს ჟინვალჰესს, ხმარდება თბილისისა და რუსთავის წყალმომარაგებას, აგრეთვე, თბილწყალსაცავის შევსებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე 30-მდე ტბაა, მათ შორის ყველაზე დიდია ბაზალეთის ტბა, რომლის წყლის სარკის ზედაპირის ფართობი 1,24 კმ​2 შეადგენს, ზღვის დონიდან მისი სიმაღლეა 875,5 მ. ლანშაფტები ჭალები უმეტესად ტუგაის მცენარეულითა და ალუვიური ნიადაგებით, გაუვალი მდინარისპირეთი უღრანი ტყეებით; მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით; პლატოსებური მაღლობი ჯაგეკლიანებით და ჯაგრცხინლარი მუხნარით; დაბალი მთები მუხნარითა და რცხილნარით; საშუალო მთები წიფლის ტყეებით, ზომიერად ნოტიო ჰავიანი, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; საშუალო მთები ფიჭვნარითა და არყნარით; სუბალპური ტყე-მდელოები (სათიბები); ალპური მდელოები მთის მდელო ნადაგებით; სუბნივალური ლანდშაფტები; ნივალური ლანდშაფტების ფრაგმენტები. კლიმატი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში და ახასიათებს სიმაღლებრივი ზონალურობა. დაბალ ნაწილში ჰავა ზომიერად ნოტიოა. ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით, ხოლო 3300-3400 მ ზემოთ – მაღალი მთის ჰავა მარადიული თოვლითა და მყინვარებით. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დაბალ ნაწილში – 30°C -მდე ეცემა. მაღალმთიან ზონაში - 40°C -მდე. მაქსიმალური ტემპერატურებია, შესაბამისად, 39°C და 17°C. დაბალ ზონაში ნალექი წელიწადში 700 მმ მოდის, 1700 მმ-ზე მეტი ნალექი მთიულეთის არაგვის ზემოთ, 800-1500 მმ – მდინარეების ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ზემოთ. 800-1500 მმ – მდინარეების ფშავის, არაგვისა და ხევსურეთის არაგვის აუზებში. თოვლის საბურველის სიმაღლე დაბალ ზონაში უმნიშვნელოა, მაღალმთიან ნაწილში კი ცალკეულ წლებში 3,5 მეტრს აღწევს.  ეკოლოგია, გარემოს დაცვა, გამწვანება ქ. დუშეთის ტერიტორიაზე ამჟამად არ მოქმედებს ისეთი საწარმო ობიექტი, რომელიც ახდენდეს მავნე გავლენას ბუნებრივ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჰაერის დაბინძურების მუდმივი წყარო არ არსებობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ავტომობილების დროდადრო გამონაბოლქვს, რომელიც მათი რაოდენობიდან არის გამომდინარე, ვერ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას ქალაქის ჰაერის აუზის ხარისხზე. ჰიდროქსელთან დაკავშირებით სულ სხვა მდგომარეობაა გრუნტისა და ზედაპირულ წყლებთან მიმართებაში. ჯერჯერობით არაა მოგვარებული ზედაპირული (სანიაღვრეები, ღვარცოფები) და საყოფაცხოვრებო წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობების სრულყოფილად სათანადო დონეზე მუშაობა, რის გამოც გაუწმენდავი ფეკალური წყლები პირდაპირ ჩაედინება მდინარეში, რაც დაუშვებელია. ამას ემატება ნაგავსაყრელის მოუგვარებელი პრობლემები. გენერალურ გეგმაში დასახულია წინადადებები – რეკომენდაციები კანონმდებლობის გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად. მწვანე ნარგავების ნაკლებობას ქ. დუშეთი ნამდვილად არ განიცდის, რადგანაც მას ემიჯნება ბუნებრივი ტყის ლანდშაფტები, რომ არაფერი ვთქვათ საკარმიდამო ნაკვეთების გამწვანებაზე, მაგრამ მაინც ორგანიზებული, კეთილმოწყობილი პარკ-სკვერების ნაკლებობა იგრძნობა. თუ ქალაქის ცენტრში, არის მწვანე ნარგავები (ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩებს შორის) 1,2 ჰა, სკვერი 0,25 ჰა (ბუხაიძისა და აღმაშენებლის ქ. შორის), 0,3 ჰა (აღმაშენებლის ქუჩაზე) საშუალოდ 1-სულზე მივიღებთ 2,0 მ2-ს, რაც ძალიან მცირეა. ამიტომ, გენერალური გეგმის მიხედვით, ურბანიზებული ტერიტორიის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან გათვალისწინებულია 30 ჰა სარეკრეაციოდ – ორგანიზებული კეთილმოწყობილი პარკისა და ტყე-პარკისათვის.  ქ. დუშეთის ზოგადი ზონირების რუკის ფარგლებში დაგეგმილია გეგემარებითი გადაწყვეტილება: - გამოყოფილია სარეზერვო ტერიტორიები საცხოვრებელი ფონდის გაფართოებისა და სხვა დანიშნულებისათვის – იგულისხმება უფრო მეტად ახალგაზრდა ოჯახების სამოსახლოდ და ახალი ინვესტორების მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად; - სარეკრეაციო ზონის გამოყოფა ურბანიზებული ტერიტორიის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან; - ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა; - ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; - ქუჩებისა და გზების განვითარება და კეთილმოწყობა; - ტერიტორია საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის; - ტერიტორია ვერტმფრენის ტიპის ტრანსპორტით მომსახურებისათვის; - აგრარული ბაზრის რეკონსტრუქცია; - სპორტული კომპლექსის განვითარება: სტადიონი, დახურული საცურაო აუზი მოზარდებისათვის, ჩოგბურთის კორტები, სხვადასხვა დანიშნულების მოედნები; - საბავშვო ბაგა-ბაღი; - მდ. დუშეთისხევის ნაპირებზე ჯებირების მოწყობა და გამაგრება, ხიდების მოწყობა ქალაქის საზღვრის ფარგლებში; - პირუტყვთა სასაკლაო – ხორცდაფასოებისათვის ადგილის მონიშვნა; - სანიაღვრე წყალარინების ქსელის რეგულირება; - საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი ქსელის სრულყოფა; - ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელი; - ბუნებრივი აირით მომარაგება; - ტერიტორია საყოფაცხოვრებო წყალარინების და გამწმენდი ნაგებობისა და ნაგავსაყრელისათვის.  ქ. დუშეთის ზოგადი და კონკრეტული ფუნქციური ზონირება ქ. დუშეთის ზოგადი ზონირების რუკა შეესაბამება საერთო დებულებებს და ზონების იმ ჩამონათვალს, რომელიც მოცემულია საქართველოს კანონში „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანებას „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“. ამ დოკუმენტების მოთხოვნათა თანახმად, ქ. დუშეთის ტერიტორიაზე იყო შესწავლილი და გამოყოფილი ფუნქციური ზონები, დადგენილი იყო მათში განაშენიანების დომინირებული სახეობები და განისაზღვრა ფუნქციურ ზონებში განაშენიანების განვითარების რეალური პერსპექტივები. ამ სამუშაოს საფუძველზე გამოიკვეთა ქ. დუშეთის ძირითადი ფუნქციური ზონები, სადაც ასახულია როგორც არსებული მდგომარეობა, ასევე ზონების განვითარების საერთო მოსალოდნელი პერსპექტივები. კერძოდ, ქალაქის ტერიტორიაზე გამოიკვეთა შემდეგი ზოგადი ფუნქციური ზონები: - საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - საცხოვრებელი ზონა - რეკრეაციული ზონა - სასოფლო-სამეურნეო ზონა - სატრანსპორტო ზონა - სპეციალური ზონა - სამხედრო დანიშნულების ზონა - ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა - ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა ამ ზონების საზღვრები შეესაბამება სატრანსპორტო კომუნიკაციების ან რელიეფის მკვეთრად გამოხატულ საზღვრებს. ზოგადი ზონირების საფუძველზე შედგენილია ქ. დუშეთის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა.  ქალაქის ტერიტორიების კონკრეტული უფლებრივი ზონირების ფარგლებში გამოყოფილია კონკრეტული ფუნქციური ზონები: - ლანდშაფტურ – სარეკრეაციო ზონა (ლსზ) - რეკრეაციული ზონა (რზ) - საცხოვრებელი ზონა 1 (სზ1) კ-1=0,4  კ-2=0,6  კ-3=0,1 - საცხოვრებელი ზონა 2 (სზ2) კ-1=0,4  კ-2=1,3  კ-3=0,1 - საცხოვრებელი ზონა 3 (სზ3) კ-1=0,5  კ-2=1,8  კ-3=0,1 - სანიტარიული დაცვის ზონა (სანზ) - საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ1) კ-1=0,6  კ-2=3,0-მდე,  კ-3=0,1 - სპეცზონა (სპეცზ) - სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფ2) - სატრანსპორტო ზონა 1 - სპორტულ-სარეკრეაციო ზონა (რზ1) - სამხედრო დანიშნულების ზონა (სდზ2) - ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა კონკრეტული ფუნქციური ზონების გეგმარებითი პარამეტრები (კოეფიცენტები) მოცემულია კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაზე.  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეფექტიანობის შეფასება ქალაქის გამართული განვითარების უმთავრესი პირობაა ტერიტორიების ფუნქციური ზონირების დადგენა, ზონების საზღვრების გარკვევა და მათ შორის ფუნქციური კავშირების ოპტიმიზაცია. ქალაქის ტერიტორიების ფუნქციური ზონირება ითვალისწინებს როგორც არსებულ მდგომარეობას, ასევე ქალაქის განვითარების ხასიათის გათვალისწინებით – პერსპექტიულ ზონირებას, რომელიც ორგანულად უკავშირდება არსებულ მდგომარეობას. ქალაქის ზოგადი ფუნქციური ზონირება განსაზღვრავს ტერიტორიების გამოყენების სივრცით-გეგმარებით საკითხებს, ხოლო ქალაქის ტერიტორიების კონკრეტული ზონირება განსაზღვრავს განაშენიანების რეგულირების უფლებრივ მხარეებს. ყოველივე ეს ერთად ქმნის სამართლებრივ საფუძველს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის არქიტექტურულ გეგმარებითი დავალებების და მშენებლობის ნებართვების გასაცემად. ტერიტორიების დაგეგმვის მიზანშეწონილობა განისაზღვრება აგრეთვე იმ გარემოებით, რომ იქმნება დოკუმენტაცია  მყარი და საყოველთაოდ ცნობილი სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე, დგინდება სამუშაო წარმოების მოცულობები, კერძო და საზოგადოებრივი პასუხისგების ზონები  და ამასთან ერთად უნდა გამოიკვეთოს დაფინანსების საჭირო და მოსალოდნელი მოცულობები, უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და ეფექტური მართვა. ტერიტორიის დაგეგმარების პროცესში იკვეთება დასახლების ძლიერი და სუსტი მხარეები, საჯარო განხილვის და საზოგადოების ფართო ინფორმირების შედეგად ისახება პირველი რიგის, გადაუდებელი ქალაქგეგმარებითი ხასიათის ამოცანები. ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად ამაღლდება დასახლების ფუნქციონირების საერთო სოციალურ-ეკონომიკური ეფექტურობა და, ამასთან ერთად, ზოგადად მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილი მიწათსარგებლობის ეფექტურობა იქნება სავსებით დამაკმაყოფილებელი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელების ეტაპები და რიგითობა, გენგეგმის განხორციელების I ეტაპი: - ქ. დუშეთში პროექტის საჯარო განხილვა, შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინება; - პროექტის განხილვა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში, შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინება; - პროექტის განხილვა საკრებულოს სხდომაზე და მისი დამტკიცება. გენგეგმის განხორციელების II ეტაპი: - გენგეგმაში შეტანილი ქალაქგემარებითი ღონისძიებების ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინება (მუნიციპალური, ცენტრალური); განვითარების პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის წარმართვა - სატრანსპორტო კომუნიკაციების სამუშაო დოკუმენტაციის დამუშავება და სამუშაოთა დაფინანსება; - საინჟინრო კომუნიკაციების სამუშაო დოკუმენტაციის დამუშავება და სამუშაოთა დაფინანსება; - საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების მუშა დოკუმენტაციის დამუშავება და სამუშაოთა დაფინანსება; - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი ეკონომიკური მიზნით გამოყენებისათვის სამუშაო დოკუმენტაციის დამუშავება და სამუშაოთა დაფინანსება. ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლები  არსებული მდგომარეობის ანალიზი ქ. დუშეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლების მიზანია გაანალიზებულ იქნეს ქალაქში მიმდინარე პროცესები, რათა სწორად იქნეს შეფასებული საპროექტო ტერიტორიის ძირითადი მიზნები და ამოცანები. ანალიზი ეყრდნობა საქართველოს  სტატისტიკის  ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ და ადგილზე შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულ ინფორმაციას, ნაშრომი მოიცავს დემოგრაფიის, ეკონომიკის, მომსახურების ქსელის, დასაქმების და საცხოვრებელი ფონდის შეფასებას. სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია როგორც ტექსტურ ნაწილში, ასევე დანართების სახით. დემოგრაფია ქვეყანაში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაგვიანების გამო, დემოგრაფიული მდგომარეობის შეფასებისთვის გამოვიყენეთ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები, ვეყრდნობით აგრეთვე 2013  წლის „საქსტატის“ შეფასებით მონაცემებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შევეცადეთ შეძლებისდაგვარად შეგვეფასებინა ქალაქის დემოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც მოიცავს: მოსახლეობის რიცხოვნობას, აღწარმოებას, სტრუქტურას და ეროვნულ შემადგენლობას. რიცხოვნობა დუშეთი ისტორიულ წყაროებში 1215 წლიდან მოიხსენიება, ხოლო ქალაქის სტატუსი 1801 წლიდან მიიღო, როცა სამაზრო ქალაქად გამოცხადდა. დღეისათვის ქ. დუშეთი ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის საზღვრებში მყოფი ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრია, მცხეთა-მთიანეთის მხარის ქალაქებს შორის მოსახლეობის მხრივ მეორეა მცხეთის შემდეგ. 2002 წლის 17 იანვრის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ქალაქის მუდმივი მოსახლეობა 7315 კაცი იყო, ამ დროისათვის ქალაქ დუშეთის მოსახლეობის წილი შეადგენდა: · დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობაში - 67,6% (მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობა - 10 827 კაცი); · დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში - 21.7% (მუნიციპალიტეტის მოსახლეობა - 33 636 კაცი); · მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ქალაქის მოსახლეობაში - 22,7% (რეგიონის ქალაქის მოსახლეობა - 32144 კაცი); · მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მთლიან მოსახლეობაში - 5,8% (რეგიონის მოსახლეობა 125 443 კაცი); · ქვეყნის ქალაქის მოსახლეობაში - 0,32% (ქვეყნის ქალაქის მოსახლეობა 2 284 796 კაცი). · ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში - 0.16% (ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა 4 371 535 კაცი) მოსახლეობის რიცხოვნობის პიკს ქალაქმა მიაღწია 1989 წელს - 8483 კაცი. 2002 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყნის ქალაქის სტატუსის 54 დასახლებაში მოსახლეობის  რაოდენობით  რიგით 34-ეა. მოსახლეობის რაოდენობა და ზრდის მაჩვენებელი სხვადასხვა დროს განსხვავებული მონაცემებით ხასიათდებოდა (დანართი №1, ცხრილი №1) ქალაქ დუშეთის მოსახლეობის დინამიკა აღწერების მონაცემების მიხედვით  ცხრილი №1 1959 წ. კაცი 1970 წ. კაცი ზრდის % 1959-1970 წწ. 1979 წ. კაცი ზრდის % 1970-1979 წწ. 1989 წ. კაცი ზრდის % 1979-1989 წწ. 2002წ. კაცი ზრდის % 2002-1989 წწ. ქალაქი დუშეთი 5444 4993 92 7424 149 8483 114 7315 86 როგორც ცხრილიდან ჩანს: • მოსახლეობის ზრდის ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელი 1970-79 წლების პერიოდია - 149%, წლიურად 4,5%; • 1989-2002 წლის პერიოდში მოსახლეობა შემცირდა 86%-მდე, ანუ კლების საშუალო წლიური მაჩვენებელი - 1,1%. ქალაქ დუშეთის მოსახლეობის დინამიკა აღწერათა მონაცემების მიხედვით ,,საქსტატის“ შეფასებითი მონაცემებით 2013 წლის 1 იანვრისათვის ქალაქის მოსახლეობა 7600 კაცი იყო. ქალაქ დუშეთის მოსახლეობის დინამიკა  შეფასებითი მონაცემების მიხედვით (კაცი)  2013 წლის მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლის მონაცემთან შედარებით გაიზარდა 103,8%-ით, რაც შეადგენს წლიურად მოსახლეობის მატებას 0,35%-ს (მოსახლეობის ზრდა აღინიშნება 2009 წლის შემდეგი პერიოდიდან, თუმცა 2012-2013 წლებში კლების ტენდენციაა). მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიის მთლიანი მოსახლეობა  ბოლო ორ აღწერათა შორის პერიოდში ასევე კლების ტენდენციით ხასიათდება მოსახლეობა მუნიციპალიტეტის საზღვრებში:                            •   1989 წლის მოსახლეობის აღწერით 37 546 კაცი;                            •   2002 წლის მოსახლეობის აღწერით 33 636 კაცი;                            •   2012 წლის შეფასებითი მონაცემებით 34 100 კაცი;                            •   2013 წლის შეფასებითი მონაცემით 33 800 კაცი.  ქალაქ დუშეთში ლტოლვილი და დევნილი მოსახლეობა არ ცხოვრობს.  აღწარმოება დემოგრაფიული აღწარმოების მაჩვენებელი მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობაა. ქვეყანაში არსებული არალეგალური მიგრაციის გამო, ვერ შევძელით მიგვეღო მექანიკური მოძრაობის მონაცემები. ისე როგორც მთელ ქვეყანაში, ქალაქ დუშეთში მექანიკური მოძრაობის  აღრიცხვა არ ხდება, ამიტომ ნაშრომში მექანიკური მოძრაობის შეფასება არ არის მოცემული. აღწარმოების პროცესის შეფასებას შევეცდებით მხოლოდ ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებლების ანალიზით. „საქსტატიდან“ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბუნებრივი მოძრაობის აბსოლუტური მაჩვენებელი დაბალია და წლიურად საშუალოდ შეადგენს 5,8 კაცს (იხ. დანართ №2, ცხრილი №1). როგორც დიაგრამა გვიჩვენებს, ქ. დუშეთის შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის პარალელურად ვითარდებოდა, შობადობის მნიშვნელოვანი შემცირებაა 2009 წლის შემდგომ, რამაც მნიშვნელოვნად დასწია დაბლა ბუნებრივი მოძრაობა და უარყოფით მაჩვენებელში გადაიყვანა. აღნიშნული ბუნებრივი მოძრაობის ფონზე, 2009 წლის შემდეგ პერიოდში „საქსტატის“ შეფასებითი მონაცემების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობის ზრდა შეიძლება აიხსნას მხოლოდ დადებითი მექანიკური მოძრაობით ქალაქისკენ, თუ კი ასეთი მოძრაობა ქალაქში ნამდვილად იყო.  სტრუქტურა მოსახლეობის მოძრაობის პროცესი ყველაზე მეტ გავლენას ასაკობრივ-სქესობრივ სტრუქტურაზე ახდენს. მიგრაციული პროცესები პირველ რიგში კარგავს ახალგაზრდა მწარმოებლურ ასაკს. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის ინფორმაციით ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურის შესახებ  (დანართი №2, ცხრილი №2),  ქალაქის ასაკობრივ სტრუქტურაში შრომისუნარიანი ასაკი, რომელიც ყველაზე მეტად მიგრაციულ ასაკს განეკუთვნება, მოსალოდნელი იყო მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელი ყოფილიყო. თუმცა ინფორმაცია იძლევა საშუალო მაჩვენებელს - 57,8%-ს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მიგრაცია ქალაქში მხოლოდ შრომისუნარიან ასაკს არ შეხებია, ან/და საქმე გვაქვს არაფორმალურ მიგრაციასთან.   ყურადღება უნდა გამახვილდეს 60-იანი წლების შემდგომ ქვეყანაში განვითარებულ „დემოგრაფიული დაბერების“ პროცესზე, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში განსაკუთრებულად ინტენსიურად მიმდინარეობს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ დუშეთში 60 წელზე ზევით ასაკის  მოსახლეობის ხვედრითი წილის მაჩვენებელი 20,9%-ია, რაც ხასიათდება დემოგრაფიული დაბერების „ძალიან მაღალი დონით“. ჩვენი ვარაუდით შობადობის დაბალი მაჩვენებელი მიგვითითებს რომ 2002 წლის შემდგომი პერიოდისათვის  „დემოგრაფიული დაბერების“ პროცესი ქალაქში უფრო უნდა გაღრმავებულიყო. საქართველოს დემოგრაფიული დაბერების მაჩვენებელი ასევე 2002 წლის აღწერის მონაცემებით 17,7%-ია, ანუ დემოგრაფიული დაბერების „მაღალი დონე“. ეროვნული შემადგენლობა 2002 წლის მოსახლეობის აღწერის ინფორმაციით  ქალაქ დუშეთის მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობაში ქართველთა ხვედრითი წილი 95,1 %-იყო. ეროვნული უმცირესობიდან ყველაზე მეტია ოსი ეროვნების მოსახლეობა, საერთო მოსახლეობის 3,5%. გარდა ამისა, ქალაქში მცირე რაოდენობით ცხოვრობს რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ეროვნების მოსახლეობა. ეკონომიკა ქვეყნის დეცენტრალიზაციის განვითარების პირობებში, რეგიონების დამოუკიდებლობამ საკუთარ ტერიტორიაზე არსებული რესურსების გამოყენების სფეროში, გაზარდა მათი პასუხისმგებლობა ადგილობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ქალაქ დუშეთის ეკონომიკის საკითხის შესწავლისას ჩვენ შევჩერდებით შემდეგზე: • ქალაქის ეკონომიკურ-ისტორიული ხასიათი; • ეკონომიკური ცვლილებების ხასიათი - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ქალაქის ეკონომიკურ-ისტორიული ხასიათი.  ქალაქი დუშეთი, ეკონომიკურ-ისტორიული ხასიათით, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამამუშავებელი ცენტრი იყო. ადმინისტრაციული რაიონის სამეურნეო პროფილი განსაზღვრავდა ქალაქის სამრეწველო ხასიათს, რომელიც კვების და მსუბუქი მრეწველობით იყო წარმოდგენილი. ქალაქში მუშაობდა საკონსერვო ქარხანა, რძის ქარხანა და პურის საცხობი, ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავების ბაზაზე მუშაობდა აგრეთვე მსუბუქი მრეწველობის ხალიჩების საქსოვი საწარმო. სამეურეო საქმიანობასთან ერთად ქალაქი ითავსებდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციას, წარმოდგენილს მმართველობითი და სამეურნეო დაწესებულებებით, რომლებიც საქმიანობდნენ როგორც ქალაქში, ასევე ადმინისტრაციულ საზღვრებში. ეკონომიკური ცვლილებების ხასიათი - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოთა სანედლეულო ბაზა ადგილობრივ ნედლეულზე იყო დამყარებული, ყოფილი სამრეწველო საწარმოები არ აღმოჩნდნენ უნარიანები მოქმედებისათვის. განვითარების ახალი მიმართულება, რომელიც გარდამავალ პერიოდში უნდა გამოკვეთილიყო, არ არსებობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე მცირე საწარმოს, რომელიც პურის ცხობით არის დაკავებული. ქალაქში მცირე ბიზნესის განვითარების ტენდენცია შეიმჩნევა ვაჭრობაში, მრეწველობაში, ტრანსპორტში და მშენებლობაში. ერთადერთი საწარმო, რომელმაც შეძლო მოქმედების გაგრძელება, იყო ხალიჩების საქსოვი საწარმო, რომლის საქმიანობა დამყარებული იყო ხალხური რეწვის ტრადიციებზე, თუმცა ამჟამად საწარმო უმოქმედოა, ფინანსური პრობლემების გამო. მიუხედავად საწარმოთა მცირე სიმძლავრეებისა, ქალაქის თანამედროვე მეურნეობრივი სტრუქტურა რამდენიმე დარგს მოიცავს. ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისათვის საწარმოებს მიმოვიხილავთ საქმიანობის სახეების მიხედვით: მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, სამეცნიერო, საპროექტო და კავშირგაბმულომის, ვაჭრობის და ფასიანი მომსახურების დარგების მიხედვით. მრეწველობა. ადგილზე შესწავლის საფუძველზე ქალაქში მოქმედებს მხოლოდ 6 პურის საცხობი, სადაც დასაქმებულია 14 კაცი. ძირითადი საქმიანობა პურის ცხობაა, შეზღუდულად - საკონდიტრო ნაწარმი.  რეალიზაცია ხდება როგორც ქალაქ დუშეთში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. საწარმოები მუშაობენ მცირე მოგებით, წარმოების ძლიერ მხარედ აღნიშნავენ პირველადი მოთხოვნილების პროდუქციის წარმოებას. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები. ქალაქში მოქმედებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი გეოფიზიკის ინსტიტუტის ობსერვატორია, რომელიც შეისწავლის დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებებს, დასაქმებულია 8 კაცი, ყველა დუშეთის მცხოვრებია. ობსერვატორიას უკავია 6 ჰექტარი ტერიტორია. საპროექტო საქმიანობა  აერთიანებს 5 კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელთა ძირითადი საქმიანობა საამზომო-საკადასტრო სამუშაოებია. სულ დასაქმებულია 10 კაცი. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. ქალაქის სატრანსპორტო საქმიანობა წარმოდგენილია კერძო კუთვნილების სამგზავრო სადგურით, რომელიც მიკროავტობუსებით და ავტობუსებით ეწევა მგზავრთა გადაყვანას როგორც თბილისის მიმართულებით, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. საწარმოში დასაქმებულია 20 კაცი. მგზავრთა გადაყვანას ემსახურება აგრეთვე 7 ინდივიდუალური ავტომობილი. კავშირგაბმულობის საწარმოებიდან ქალაქში მოქმედებს შპს „ფოსტა“ და  „ელექტროკავშირი“ (სულ 15 კაცი). მთლიანად ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ასაქმებს 42 კაცს, საიდანაც კერძო სექტორს განეკუთვნება მხოლოდ 27 კაცი. მშენებლობა. ქალაქში საამშენებლო საქმიანობას აწარმოებს კერძო კუთვნილების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 8 საწარმო, რომელთა საქმიანობა, გარდა მშენებლობისა, არის სამშენებლო მანქანების გაქირავება, საექსპერტო საქმიანობა. სამუშაოებს აწარმოებენ ქ. დუშეთში, მუნიციპალიტეტში და ქვეყნის ფარგლებში. სამუშაოები დამოკიდებულია ტენდერებზე, ამიტომ საწარმოები მუდმივად დატვირთული არ არიან.  აქედან გამომდინარე, მათი მუდმივი პერსონალი განისაზღვრება მხოლოდ ადმინისტრაციით, მთლიანად 11 კაცი. გარდა ამისა, დუშეთში მოქმედებს კომპანია „სოკარის“ საწარმო „დუშეთგაზი“, რომლის საქმიანობას გაზგაყვანილობის სამონტაჟო სამუშაოებთან ერთად შეადგენს ბუნებრივი აირის მიღება-რეალიზაცია, პერსონალი 30 კაცი. სულ მშენებლობის სფერო ასაქმებს 41 კაცს.  ადმინისტრაციული და სამეურნეო დაწესებულებები. ადმინისტრაციული    ფუნქციიდან გამომდინარე, ქალაქში თავმოყრილია ადმინისტრაციული და სამეურნეო დაწესებულებები. ადგილზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც საქალაქო, ასევე მუნიციპალური დაქვემდებარების ადმინისტრაციულ და სამეურნეო დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 213 კაცს. მომსახურების სისტემა ადმინისტრაციული ფუნქციიდან გამომდინარე, მომსახურების სისტემა ქალაქში ჩამოყალიბდა  წლების მანძილზე, თუმცა ბოლო პერიოდის ცვლილებებმა და კერძო საკუთრების დამკვიდრებამ  შეცვალა როგორც სიმძლავრეები, ასევე კუთვნილების ფორმა. დაწესებულებების მომსახურების რადიუსი სცილდება ქალაქის საზღვრებს. მომსახურების დაწესებულებები ორმაგ დაქვემდებარებაშია: სახელმწიფო, რომელთა დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მხრიდან და კერძო (ერთი პირის ან კოლექტივთა საწარმოები). კერძო კუთვნილების მომსახურების დაწესებულებები მცირე ბიზნესის საწარმოებია. დაწესებულებების შესწავლისას ყურადღება გამახვილდა მომსახურების სისტემის დარგობრივ შესწავლაზე, სახეების მიხედვით, რათა, გეგმარებითი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოვლინდეს მომსახურების ინფრასტრუქტურით მოსახლეობის უზრუნველყოფის ხარისხი. სახელმწიფო სექტორს განეკუთვნება მხოლოდ განათლება და კულტურა; სახელმწიფო კუთვნილებაშია აგრეთვე დუშეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური და სპორტული დაწესებულებები. განათლება. სახელმწიფო კუთვნილების განათლების დაწესებულებებიდან ქალაქში მოქმედებს ორი საჯარო სკოლა და სამი საბავშვო ბაღი. დაწესებულებები დღეისათვის სრულად არ არის დატვირთული. ცხრილში მოცემულია მოქმედი დაწესებულებების მონაცემები: განათლების დაწესებულებები ცხრილი №2   № დასახელება ადგილების რაოდენიბა მოსწავ. რაოდენ. პერსონალი დაკავებული ტერიტორია კვ.კმ სულ მ.შ. მცხოვ. ქალაქგარეთ საჯარო სკოლები 1. 2. №1 საჯარო სკოლა №2 საჯარო სკოლა 600 800 497 617 63 67 4 3 8353 7048 სულ : 1400 1114 130 7 15401 სკოლამდელი აღზრდის ცენტრი 1. 2. 3. ქ. დუშეთის №1 ფილიალი  ქ. დუშეთის  №2 ფილიალი ქ. დუშეთის №3 ფილიალი 80 80 80 74 71 65 23 22 23 _ _ _ 5524 3045 6043 სულ : 240 210 68 _ 14612 სულ განათლების დაწესებულებებში _ _ 198 7 30013 ჯანმრთელობა. ჯანმრთელობის სფერო რაიონში წარმოდგენილია კერძო მფლობელობის შპს „ჯეოჰოსპიტალის“ დუშეთის სამედიცინო ცენტრით, რომელიც მოიცავს ამბულატორიულ მომსახურებას, სტაციონარს და სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს. ქალაქში მოქმედებს ჯანდაცვის სადაზღვევო კომპანია. ჯანმრთელობის დაწესებულებები ცხრილი №3 № დასახელება ადგილების რაოდენ. ან სიმძლავრე პერსონალი დაკავებული ტერიტორია კვ..მ. სულ: მ.შ. მცხ. ქალაქგარეთ. 1 შპს ,,ჯეოჰოსპიტალის" დუშეთის სამედიცინო ცენტრი ა) ამბულატორია ბ) სტაციონარი 120 მიღება დღეში 15 ადგილი 84 24 8800 2 სასწრაფო სამედიცინო დახმარება 3 მანქანა 46 1 1887 სულ: _ 130 25 10687 კულტურა. ქალაქის კულტურის ყველა დაწესებულება მუნიციპალურ  დაქვემდებარებაშია. დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ინფორმაციით კულტურის დაწესებულებები შემდეგი მონაცემებით ხასიათდებიან: კულტურის დაწესებულებები ცხრილი №4 № დასახელება ადგილების რაოდენ. ან სიმძლავრე მომსახურე პორსონალი დაკავებული ტერიტორია კვ.მ. 1 კულტურის სახლი 325 ადგილი 30 ­­­­­1747 2 ხელოვნების სკოლა 25 მოსწ. 28 595 3 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი _ 6 817 4. ბიბლიოთეკა 45 ათ. წიგნი 15 _ 6. კინოთეატრი 250 არ მოქმედებს სულ: _ 79 4118 ხელოვნების სკოლაში ხდება ხატვის, მუსიკალური წრეების მეცადინეობა, მოქმედებს ხალხური ინსტრუმენტების ანსამბლი. ქალაქში უმოქმედოა კინოთეატრი. კულტურის დაწესებულებებში დასაქმებული 79 კაცი, ყველა ქ. დუშეთის მცხოვრებია. კერძო მფლობელობის მომსახურების დაწესებულებები. მომსახურების სისტემის კერძო საკუთრების ფორმის  ჩამოყალიბება დამოკიდებული იყო კერძო მეწარმეობის განვითარებაზე. კერძო სექტორი მოიცავს ვაჭრობის სფეროს(ვაჭრობა, კვება, აფთიაქები) და ფასიანი მომსახურების საწარმოებს(  საპარიკმახეროებს, სილამაზის სალონებს, ავტოგასამართ სადგურებს, სარემონტო სახელოსნოებს). გეგმარებითი ინტერესებიდან გამომდინარე, აქვე შევეხებით სახელმწიფო საკუთრების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს და სპორტულ დაწესებულებებს. კერძო მომსახურების სფეროს განვიხილავთ მომსახურების სახეების მიხედვით, რათა გამოვლენილ იქნეს ქალაქის უზრუნველყოფა მოსახლეობის მომსახურების დაწესებულებებით.  ვაჭრობა. ვაჭრობა ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი სფეროა, სადაც შედარებით წარმატებით განხორციელდა პრივატიზაცია. ვაჭრობის სფერომ გარკვეულწილად ხელი შეუწყო მოსახლეობის დასაქმებას და მცირე შემოსავლების გაჩენას. ვაჭრობა დღეს ქალაქში კერძო ბიზნესის ყველაზე განვითარებული სფეროა,     ცხრილი №5 № სავაჭრო დაწესებულებები ობიექტთა რაოდენობა სავაჭრო ფართი კვ.მ. პერსონალი 1. მაღაზიები 68 1715 108 2. აფთიაქები 4 136 14 3. ბაზარი 1 150 ადგილი 7 სულ ; 73 _ 129 სასურსათო და არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები. ობიექტთა დიდი ნაწილი შერეული ხასიათისაა, ვაჭრობენ თითქმის ყველა სახის საქონლით. ვაჭრობის ობიექტები მცირე მოცულობისაა, მსხვილი სავაჭრო ცენტრები ქალაქში არ არის. ამჟამად ქალაქში სულ სასურსათო   და არასასურსათო, საბითუმო და საცალო ვაჭრობის 68 ობიექტი მოქმედებს, საერთო სავაჭრო ფართობით 1715 კვ.მ; ვაჭრობის სფეროში დასაქმებულია 108 კაცი. ვაჭრობის სფეროს ეკუთვნის 4 მოქმედი აფთიაქი. ქალაქში მოქმედებს ერთი ბაზარი, რომელიც იტვირთება, ძირითადად, სოფლებიდან შემოსული მოსახლეობის ხარჯზე, მხოლოდ შაბათს და კვირას, ამიტომ ადგილების რაოდენობა ბაზარში მცირე ბიზნესში დასაქმებულად არ განიხილება. დასაქმებაში განიხილება მხოლოდ  მომსახურე პერსონალი (7 კაცი). ბაზრის მიერ დაკავებული ტერიტორია 2720 კვ.კმ-ია. მთლიანად ვაჭრობის სფერო ასაქმებს 129 კაცს.  ცხრილი №6 ადგილები პერსონალი რესტორანი „შატილი“ 500 6 ი.მ. „ზარაფიშვილი ლევანი" (სასადილო) 18 4 სულ: 518 10 კვების დაწესებულებები. კვების დაწესებულებებში დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 518-ია. მოქმედებს სულ 2 ობიექტი, სადაც დასაქმებულია 10 კაცი. კომუნალური მომსახურება. ამ სახის მომსახურებიდან ქალაქში მოქმედებს მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური, სამსახურს ჰყავს 3 სახანძრო მანქანა და დასაქმებულია 26 კაცი, საიდანაც 5 არ არის ქ. დუშეთის მცხოვრები. სამსახური მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია. ქალაქში მოქმედებს კერძო მფლობელობის სასტუმრო შპს ,,ოლიმპიური სახლი", რომელიც ემსახურება მხოლოდ სპორტულ ღონისძიებებს. სასტუმრო 80 ადგილიანია, ემსახურება 10 კაცი, საიდანაც 4 არ არის ქ. დუშეთის მცხოვრები, დაკავებული ტერიტორიის ფართობი 397 კვ.მ-ია.   ქალაქში არ არის ისეთი საქალაქო დაწესებულებები, როგორიცაა სამრეცხაო, ქიმწმენდა. ცხრილი №7 № დასახელება ობიექტთა რაოდენობა სიმძლავრე (ადგილი) პერსონალი 2. სილამაზის სალონები 4 7 7 5. ავტოგასამართი სადგურები 3 6 7 6. სარიტუალო მომსახურება 1 _ 1 სულ : 8 _ 15 საყოფაცხოვრებო მომსახურება მოიცავს სილამაზის სალონებს, ავტოგასამართ სადგურებს და სარიტუალო მომსახურებას. ეს საწარმოები მცირე მოცულობის კერძო ინდივიდუალური საწარმოებია, რომლებიც ასაქმებს მთლიანად 15 კაცს, ქალაქში მოქმედებს 3 ავტოგასამართი სადგური,  6 კოლონით და 7 კაცის დასაქმებით.          ცხრილი №8 ზომის ერთეული სიმძლავრე პერსონალი სპორტული სკოლა მოსწავლე 80 9 სპორტული დარბაზი დარბაზი ფარტი კვ.მ. 450 8 საჭიდაო დარბაზი დარბაზის ფართი კვ.მ. 314 სპორტული მოედანი მოედნის ფართი კვ.მ. 5000 _ სულ : _ _ 17 სპორტული დაწესებულებები. დღეისათვის ქალაქში მოქმედებს სპორტული სკოლა და ორი სპორტული დარბაზი. ამის გარდა  5000 კვ.მ. ფართობი უკავია სპორტულ მოედანს. სპორტულ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი, 17 კაცი, მთლიანად ქალაქის მაცხოვრებელია. დასაქმება ქალაქის ეკონომიკური საქმიანობის განხილვის შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს, განვსაზღვროთ ქალქის მოსახლეობის დასაქმების სტრუქტურა ძირითადი დარგების, სახელმწიფო და კერძო სამეურნეო სტრუქტურებში დასაქმების მიხედვით. ვაჭრობის სფერო ცხრილში მოიცავს ვაჭრობას, კვებას, კომუნალურ და საყოფაცხოვრებო მომსახურებას და სპორტულ საქმიანობას. ქალაქის მოსახლეობის დასაქმება ძირითადი დარგების მიხედვით ცხრილი №9 № დარგი მთლიანი დასაქმება % კერძო სექტ.. ხვედრ. წილი %%-ში სახელმწ. სექტორი ხვედრ. წილი %%-ში 1. მრეწველობა 14 1,5 14 3,5 - - 2. მშენებლობა 41 4,4 41 10,3 - - 3. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები 8 0,8 - - 8 1,5 4. საპროექტო საქმიანობა 10 1,1 10 2,5 - - 3. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 42 4,5 27 6,8 15 2,8 4. განათლება 198 21,0 - - 198 36,3 5. ჯანმრთელობა 130 13,8 130 32,8 - - 6. კულტურა 79 8,4 - - 79 14,5 7. ვაჭრობა, ფასიანი მომსახურება და სპორტი 207 22,0 164 41,3 43 7,8 8. ადმინისტ. და სამეურ. დაწესებულებები (მუნიციპალური, საქალაქო) 213 22,5 11 2,8 202 37,1 სულ: 942 100,0 397 100,0 545 100,0 დასაქმებული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი - 57,8% სახელმწიფო  დაწესებულებებშია დაკავებული. აქედან ყველაზე მაღალი წილით ხასიათდება: • ადმინისტრაციულ და სამეურნეო, როგორც საქალაქო, ასევე მუნიციპალური მნიშვნელობის დაწესებულებები - 22,5% •  ვაჭრობა, ფასიანი მომსახურება და სპორტის სფერო - 22,0%, • განათლება - 21%. კერძო სექტორში წამყვანია: • ვაჭრობა, ფასიანი მომსახურება და სპორტი - 41,3%; • ჯანმრთელობა - 32,8% დიაგრამა გვიჩვენებს ქალაქის დასაქმების სურათს სექტორების  მიხედვით: ქალაქ დუშეთის მოსახლეობის დასაქმება ძირითადი დარგების და სექტორების მიხედვით იმისათვის, რომ განვსაზღვროთ დასაქმებული მოსახლეობის შეფარდება მთლიან  ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან, ვეყრდნობით 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ხვედრითი წილის შესახებ მთლიან მოსახლეობაში, რაც შეადგენდა 57,8%-ს. აქედან გამომდინარე, 2013 წლის მოსახლეობაზე დაყრდნობით: · ქალაქის მთლიან მოსახლეობაში დასაქმებული მოსახლეობის ხვედრითი წილი 12,4%-ია. · ქალაქის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 4400 კაცით განისაზღვრება, ხოლო ქალაქის მთლიანი დასაქმებული მოსახლეობა 942 კაცი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 21,4%-ია. მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ დადებითი ქანქარისებური მიგრაცია ქალაქში შეიძლება მთლიანად გამოირიცხოს ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ქალაქში ქანქარისებური მიგრაციის ანალიზისათვის შესაძლებელია განვიხილოთ ქალაქის რამდენიმე სფეროს და საწარმოს მაგალითი, სადაც შესაძლებელი გახდა დადებითი ქანქარისებური მიგრაციის შესწავლა. მონაცემების მიხედვით წარმოდგენილ საწარმოებში და სფეროებში მთლიანი დასაქმებული პერსონალის მხოლოდ 11,3% არის გარედან შემოსული. რაც შეეხება ქალაქის დასაქმების მნიშვნელოვან სფეროს ვაჭრობას, წარმოდგენილია მცირე ობიექტებით ე.წ. „თვითდასაქმებული“.          ცხრილი №10 მთლიანი დასაქმება მ.შ. მცხოვრ. ქალაქის გარეთ განათლება 198 7 ჯანმრთელობა 130 25 ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური   26 10 სასტუმრო 10 4      სულ : 364 41 საწარმოებით, რომლებიც ასაქმებს ოჯახის წევრებს და სავარაუდოდ წარმოადგენენ ქალაქის მცხოვრებს. ქალაქის საწარმოთა უმეტესობაში მთლიანად ქ. დუშეთის მაცხოვრებლები არიან დასაქმებული. ქალაქის მოსახლეობის ქანქარისებური მიგრაციის უარყოფით მხარის შეფასება ჩვენი კვლევის ფარგლებში შეუძლებელია, ზოგადი შეფასებით  სავარაუდოდ შეადგენს მოსახლეობის 10 %-ს. აქედან გამომდინარე, ქანქარისებურ მიგრაციას საერთოდ გამოვრიცხავთ. ქალაქში დასაქმებული 942 კაცი მიგვითითებს დღეისათვის ქალაქში შექმნილ სამუშაო ადგილების რაოდენობაზე. მოყვანილი მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ: · ქალაქში ადგილი აქვს უმუშევრობის მაღალ დონეს. · დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალის მცირე საწარმოები ,,თვითდასაქმებულები“, რომლებშიც მუშაობენ მათი მფლობელები და ოჯახის წევრები, დღეისათვის ქალაქში დასაქმების საკითხის მოწესრიგებისათვის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, არ არის დასაქმების მსურველ უმუშევართა აღრიცხვა. ქალაქში არ განხორციელებულა ინვესტიციები, დასაქმების ან/და გადამზადების პროგრამები. საპროექტო განვითარება მიწათსარგებლობის გეგმის საპროექტო მოსაზრებები მიზნად ისახავს ქალაქის საპროექტო განვითარებას უახლოესი ათწლიანი პერიოდისათვის. ქვეყნის განვითარების დეცენტრალიზაციის პრინციპები რეგიონებს უძლიერებს უფლებებს დამოუკიდებელი მოქმედებისაკენ. ურბანული განვითარების პირველი რიგის  პრობლემებია ქალაქის მოსახლეობის განვითარება, ადგილზე დამაგრება, დასაქმება და სოციალური პირობების მოგვარება. მიწათსარგებლობის გეგმის საპროექტო მოსაზრებები ეყრდნობა არსებული სიტუაციის შეფასებას, რომელიც ჩვენ მიერ არსებული მდგომარეობის ანალიზში იქნა წარმოდგენილი. ქვეყნის განვითარების დემოკრატიზაციის პრინციპი ქალაქის მოსახლეობას უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს ქალაქის მომავლის გადაწყვეტაში. სამუშაოს შესრულების დროს გათვალისწინებული იქნა როგორც ადმინისტრაციის, ასევე ქალაქის რიგითი მოქალაქეების მოსაზრებები. საპროექტო განვითარება მოიცავს მოსაზრებებს ქალაქის  დემოგრაფიის, ეკონომიკის, დასაქმების, მომსახურების ქსელის და საბინაო ფონდის  განვითარების შესახებ. დემოგრაფია დემოგრაფიული განვითარების შესაძლებლობები ძირითადად განსაზღვრულია ქალაქ დუშეთის დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინებით, მხედველობაშია მიღებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. მოსახლეობის საპროექტო განვითარება ეყრდნობა დემოგრაფიული განვითარების მახასიათებლებს: · მოსახლეობის საშუალო წლიური მატება; · ბუნებრივი მოძრაობის საშუალო მაჩვენებელი; · მოსახლეობის სტრუქტურული ცვლილებები. მოსახლეობის საშუალო წლიური მატება  2002-2013 წლების პერიოდის მიხედვით 0,35%, იძლევა შესაძლებლობას  უახლოეს 10 წელიწადში ქალაქის მოსახლეობამ მიაღწიოს 7900 კაცს. ბუნებრივი მოძრაობის საშუალო მაჩვენებელი წლიურად 5,8 კაცი მართალია დადებითია, მაგრამ  იმდენად მცირეა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი მატების იმედს არ იძლევა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 2009 წლის შემდეგ ბუნებრივი მატება უარყოფითი მაჩვენებლითაა, სიკვდილიანობა სჭარბობს შობადობას. მოსახლეობის სტრუქტურული ცვლილებები. ის ფაქტი, რომ ასაკობრივ სტრუქტურაში შრომისუნარიანი ასაკის ხვედრითი წილი საშუალო დონეზეა, სასურველია, რომ მომავალში საწინააღმდეგო ქმედებები არ განხორციელდეს, პირიქით მაჩვენებელი გაიზარდოს, ამასთან ერთად ასაკობრივი სტრუქტურა სამომავლოდ მოითხოვს შობადობის, სკოლამდელი და სასკოლე ასაკის ხვედრითი წილის გაზრდის ხარჯზე, „დემოგრაფიული დაბერების” მაჩვენებლის შემცირებას. ქალაქში განწყობა მოსალოდნელი დემოგრაფიული ცვლილებების შესახებ  მოქალაქეებთან გასაუბრების დროს ასეთია: გამოკითხული რესპოდენტები ფიქრობენ რომ მოსახლეობა ქალაქში მომავალშიც შემცირდება, თუმცა არც ერთი მათგანი თვითონ არ ფიქრობს ქალაქიდან წასვლას. რაც შეეხება ადმინისტრაციის აზრს, მოსახლეობის ცვლილებას უკავშირებს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენად შეძლებს ქალაქი დუშეთი დემოგრაფიული განვითარების დადებითი შედეგების მიღწევას, დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: ეკონომიკური განვითარება, დასაქმება, სოციალური პირობების გაუმჯობესება. რადგან ჩვენი სამუშაო მიმართულია ამ ამოცანებისკენ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპროექტო პერიოდისათვის ქალაქის მოსახლეობის ზრდა განისაზღვროს. სასურველი იქნებოდა ქალაქს მიეღწია მოსახლეობის იმ მაქსიმალური რაოდენობისათვის, რომელიც ოდესღაც ჰქონდა - 8483 კაცი, ანუ 8 500 კაცი. ქალაქის მოსახლეობის ზრდის მნიშვნელოვანი პირობა, ბუნებრივ მოძრაობასთან, ერთად მექანიკური მოძრაობაცაა. ეკონომიკურ განვითარებას უნდა მოჰყვეს იმიგრაციული პროცესები. მოსალოდნელი დემოგრაფიული პროცესების შედეგად ქალაქში საპროექტო პერიოდისათვის შესაძლებლად მიგვაჩნია მიღებულ იქნეს დემოგრაფიული შედეგი: ეკონომიკა ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულება კერძო საკუთრების დამკვიდრება და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაა, რასაც თან უნდა ახლდეს ადგილობრივი რესურსების ფართო გამოყენების დამოუკიდებლობა. თავის დროზე სამხედრო გზის გადატანამ ქალაქიდან, დუშეთი გეოგრაფიულ ჩიხში მოაქცია, რამაც, მიუხედავად დედაქალაქთან სიახლოვისა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქალაქის განვითარებაზე. სამომავლო განვითარება გულისხმობს განვითარების შესაძლებლობებისა და ხელის შემშლელი პირობების შეფასებას, რისი გაკეთება და/ან აღდგენა შეუძლია ქალაქს. ნებისმიერი რეგიონის, ქალაქის, ეკონომიკური განვითარების მიმართულება უნდა პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებას. ადგილობრივ დონეზე უნდა იქმნებოდეს ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი დოკუმენტები. სამწუხაროდ, არანაირი ეკონომიკური განვითარების გეგმა დღეს ქალაქში არ არსებობს. ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი საინვესტიციო გარემოს შექმნაზე და საბაზრო ურთიერთობების მოწესრიგებაზე. მიწათსარგებლობის გეგმის ფარგლებში ქალაქ დუშეთის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შეფასებისათვის შევეხებით რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს:               გარდამავალი პერიოდის მონაპოვარი - საიდან ვიწყებთ?              რა ეკონომიკურ პოტენციალს ფლობს ქალაქი: ·  მრეწველობა - მცირე და საშუალო ბიზნესი; · ტურიზმის განვითარების პირობები; · ადმინისტრაციული ფუნქცია; · სპორტული საქმიანობის განვითარების შესაძლებლობები; ·  სხვა რესურსი.  გარდამავალი პერიოდის მონაპოვარი - საიდან ვიწყებთ? ქალაქში დღეს არის სუსტი ნიშნები კერძო მცირე მეწარმეობაში, ძირითადად ვაჭრობაში, მცირე სავაჭრო ობიექტების სახით, ეკონომიკური განვითარების მიმართულება, რომელიც გარდამავალ პერიოდში უნდა გამოკვეთილიყო, ქალაქში არ არსებობს.  რა ეკონომიკურ პოტენციალს ფლობს ქალაქი? შესანიშნავი ლანდშაფტი, მდებარეობა კავკასიონის განშტოების ლომისის ქედის დაბოლოებაზე ქვაბულში, სასოფლო-სამეურნო ნედლეული, მნიშვნელოვანი საკურორტო და ტურისტული ობიექტების სიახლოვე, მრავალ პირობებს ქმნის ქალაქის განვითარებისათვის. ქალაქის მოსახლეობასთან გასაუბრებისას ქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის ძირითად აქცენტს მრეწველობაზე და ტურიზმზე აკეთებენ, ასევე აფასებს ქალაქის პოტენციალს ადგილობრივი ადმინისტრაცია. შევეხებით სამომავლო განვითარების ძირითად პოტენციალებს. · მრეწველობა_მცირე და საშუალო ბიზნესი. სასოფლო-სამეურნეო წარმოების მდიდარი ტრადიცია, ქალაქის მოსახლეობის მზადყოფნა ამ საქმიანობისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის პირობებში, ხელს შეუწყობს ქალაქის სამრეწველო განვითარებას.  არსებული რესურსებიდან გამომდინარე, მრეწველობის განვითარებისათვის, ქალაქში პრიორიტეტულ დარგებად შეიძლება მიჩნეული იქნას ხილის, რძის, და თაფლის გადამუშავება, ხალხური რეწვა. საწარმოო განვითარება მოიაზრება მცირე ოჯახური მეურნეობების და საწარმოების სახით ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით, რომლის დარგობრივი სტრუქტურა მნიშვნელოვანწილად დაკავშირებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის ან/და რეგიონის საკურორტო და ტურისტულ მეურნეობასთან. · ტურიზმის განვითარების პირობები.  დღემდე ქალაქ დუშეთში ტურისტული ფუნქცია გამოკვეთილი არ ყოფილა. რეგიონის საზღვრებში ისეთი მნიშვნელოვანი კურორტების და ტურიზმის ობიექტების სიახლოვე როგორიცაა: გუდაური, შატილი, ბარისახო, ფასანაური, ვაჟას წყარო, ბაზალეთის ტბა, მცხეთა, სტეფანწმინდა, ყაზბეგის ეროვნული პარკი და სხვა, მინერალური წყლების სიმრავლე და თავად ქ. დუშეთის მდიდარი ურბანული მემკვიდრეობა, რომელთა  რესურსი დღეისათვის სრულყოფილად არ არის გამოყენებული, ქმნის პირობებს ქალაქი გადაიქცეს რეგიონის ტურისტულ-საექსკურსიო სქემის ცენტრალურ ობიექტად, რომლის ფუნქციური (რეგიონის მთისა და ბარის შემაკავშირებელი) გაძლიერება შეასრულებს მთავარ საყრდენ როლს მთლიანი რეგიონის ერთიანი საკურორტო-ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში. მუნიციპალიტეტის ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები (მთიულეთი, ფშავი, ხევსურეთი) მნიშვნელოვანი რესურსია ეთნოტურიზმის განვითარებისათვის. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემოთავაზებით ქ. დუშეთში ტურიზმის განვითარებისათვის მოიაზრება აგრო, პილიგრიმული და სათავგადასავლო ტურიზმის სახეობები. დუშეთის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ტურიზმის განვითარების სამსახურის მიერ შემოთავაზებული მასალა იძლევა მუნიციპალიტეტის საზღვრებში შესაძლო განსახორციელებელი მარშრუტების ჩამონათვალს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მუნიციპალიტეტში და თავად ქალაქ დუშეთში ტურიზმის განვითარებას (დანართი №4). სამსახურის მიერ შემოთავაზებული იქნა მასალა არსებული მითებისა და ლეგენდების შესახებ, რომლითაც მდიდარია მუნიციპალიტეტის ტერიტორია და რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის. ქალაქში ტურიზმის მნიშვნელოვან რესურსად მოიაზრება კულტურული მემკვიდრეობა, რომლის რეაბილიტაციის პროექტი უნდა დაიგეგმოს კიევის რეგიონალური პროგრამის ინიციატივის ფარგლებში*. ქალაქში დაცული მდიდარი არქეოლოგიური მასალა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტურიზმის განვითარებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქ. დუშეთისთვის ტურიზმის განვითარების რესურსად შეიძლება მიჩნეულ იქნეს: • კულტურული მემკვიდრეობა*; • კავკასიონის მთისწინეთის ლანდშაფტი; • მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; • მდიდარი არქეოლოგიური მასალა; • ეთნოტურიზმი; • ხალხური რეწვის ღია მუზეუმები; • ეროვნული ტრადიციული დღესასწაულების აღდგენა; • ფოლკლორული საღამოები; • სათავგადასავლო ტურიზმი; • პილიგრიმული ტურიზმი; • ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულო; • აგროტურიზმი. ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რასაც უნდა მოჰყვეს საოჯახო სასტუმროების, ვაჭრობის, კვების, მომსახურების და გასართობი დაწესებულებების ქსელის შექმნა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას და სოციალური პირობების  გაუმჯობესებას, ცნობილი ფორმულირებით „ერთი საკურორტო ან ტურიზმის ადგილი აჩენს ორ სამუშაო ადგილს“. ტურიზმის განვითარებას თან უნდა ახლდეს მთლიანად ადგილობრივი რესურსების გამოყენება. ძირითადად ეს გულისხმობს სოფლის -------------------------------------------------------------- * კიევის რეგიონალური პროგრამის ინიციატივა. ისტორიულ ქალაქებში კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის (პილოტური) პროექტი. ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი ქმედება მეურნეობის პროდუქტების წარმოებას - მცირე საწარმოების განვითარებას, ასევე სატრანსპორტო და სამშენებლო საქმიანობის გაფართოებას, გასართობი და მომსახურების ქსელის შექმნას. ქ. დუშეთისათვის მნიშვნელოვანი ტურისტული ფუნქციის მინიჭებისათვის და გაძლიერებისათვის ჩვენი წინადადებით და მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების სამსახურის შემოთავაზებით, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების აზრით ქალაქი უნდა გახდეს მხარის ტურიზმის საკორდინაციო-საინფორმაციო ცენტრი, რადგან ქალაქი იქნება როგორც მიმღები ტურისტული ცენტრი, ისე გამტარი. · ადმინისტრაციული ფუნქცია. ადმინისტრაციული ფუნქცია მუნიციპალიტეტის საზღვრებში ქალაქისათვის, რა თქმა უნდა, მომავალშიც შენარჩუნებული იქნება, თუმცა ისტორიული ფაქტორის გათვალისწინებით, XVIII საუკუნეში დუშეთი მოიხსენიება ფეოდალურ ქალაქად, 1801 წლიდან იყო თბილისის გუბერნიის სამაზრო ცენტრი,  ქალაქის საერთო პოტენციალის გაძლიერებისათვის, შესაძლებლად მიგვაჩნია დადგეს საკითხი ქ. დუშეთისათვის სამხარეო ცენტრის მინიჭების შესახებ. · სპორტული საქმიანობის განვითარების შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ქალაქში სპორტული ობიექტები არასაკმარისია, სამომავლოდ სპორტული დაწესებულებების ქსელის გაფართოების შემთხვევაში დედაქალაქთან სიახლოვე ქმნის შესაძლებლობას შეიქმნას მნიშვნელოვანი სპორტული ბაზა  ქვეყნის და/ან რეგიონის მასშტაბით სპორტული წვრთნების, ვარჯიშების და შეჯიბრებებისათვის;  · სხვა რესურსი. ქალაქის ეკონომიკური განვითარების რესურსად შეიძლება განხილულ იქნეს დღეს არსებული შრომითი რესურსის რეზერვი - შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 80-70%, რომელიც ამჟამად დაუსაქმებელია და რომელთა გადამზადების შემთხვევაში შესაძლებელია ჩაბმა ეკონომიკურ საქმიანობაში. მოსალოდნელი ცვლილებები დასაქმებაში ეკონომიკური განვითარების მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე, მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს დასაქმების სურათი. თუ თანამედროვე პირობებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან 20-30% დასაქმებულია, ეკონომიკური განვითარების პირობებში, დასაქმებული მოსახლეობის ხვედრითი წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან მიმართებაში უნდა გაიზარდოს 70-80%-მდე. ცვლილებები უნდა მოხდეს დასაქმების შიდა სტრუქტურაში; რამდენადაც ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულება კერძო საკუთრების დამკვიდრებაა, უნდა გაიზარდოს კერძო სექტორის წილი. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხარჯზე მოიმატებს მრეწველობაში, ტურიზმში, ტრანსპორტში, ვაჭრობასა და ფასიან მომსახურებაში დასაქმებულთა ხვედრითი წილი, დაიხვეწოს და სრულყოფილი სახე მიიღოს მმართველობითმა  აპარატმა. მომსახურების ქსელი მომსახურების ქსელის საპროექტო სიმძლავრეების ანგარიში საკუთრივ ქალაქის მოსახლეობის მომსახურებას გულისხმობს მხოლოდ განათლების დაწესებულებებისთვის, რამდენადაც ამ სახის დაწესებულებების მომსახურების რადიუსი არ სცილდება ქალაქის საზღვრებს. ადმინისტრაციული ფუნქციიდან გამომდინარე ქალაქის მომსახურების დაწესებულებების მომსახურება უნდა  ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მომსახურებას.  ამიტომ ამ სახის დაწესებულებებისთვის მოსახლეობის საანგარიშო რაოდენობად აღებულია 8500 კაცი. ქვემოთ მოცემული საპროექტო სიმძლავრეები არის დაწესებულებათა ის სიმძლავრეები, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის სრულყოფილი მინიმალური მომსახურებისათვის. მომსახურების დაწესებულებების სახელმწიფო სექტორი: გარდა სახელმწიფო დაქვემდებარების დაწესებულებებისა განხილულია ჯანმრთელობის დაწესებულებების სიმძლავრეები. მომსახურების დაწესებულებების საპროექტო სიმძლავრეები   ცხრილი №11                                       სიმძლავრე 1000 მცხ-ზე საანგარიშო სიმძმ. საპროექტ. სიმძლავრ. განათლების დაწესებულებები * 1. საბავშვო ბაგა-ბაღები 240 ადგ. უზრუნველ. 85%- ით 450 450 2. საჯარო სკოლა 1400 ადგ. უზრუნველ. 100%-ით 1380 1400 ჯანმრთელობის დაწესებულებები 1. სტაციონარი 15 ადგ. 13 ადგ. 110 110 2. ამბულატორია 120 მიღება 35 ადგ. 300 300 3. სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 3 მანქ. 1 მანქ. 10 ათ. მცხ-ზე 1 3 კულტურის დაწესებულებები 1. ბიბლიოთეკები 45 ათ. წიგნი 4 ათასი, 34 45 2. კინოთაეტრი 250 ადგ. 35 ადგ. 300 300 3. კულტურის სახლი 325 ადგ. 80 ადგ. 680 680 სპორტული დაწესებულებები 1. საჭიდაო დარბაზი 314 კვ.მ. 200 კვ.მ. დარბ. ფართი 1600 1600 2. სპორტული დარბაზი 450 კვ.მ. 3. სპორტული მოედნები 5000 კვ.მ. 0,7ჰა 6ჰა 6ჰა 4. საცურაო აუზი კვ.მ. წყლის სარკის ფართი 100 კვ.მ. წყ. სარკ. ფართობ 850 850 ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური 3 მანქ. 1 მანქ. 4 ათას. კაცზე 2 3 * გათვალისწინებულია უზრუნველყოფა:   1) სკოლამდელ დაწესებულებებში ასაკობრივი ჯგუფების ბავშვთა 85%-ის;   2) სკოლებში მოსწავლეთა 100%-ის. მომსახურების დაწესებულებების კერძო სექტორი: მომსახურების დაწესებულებების კერძო სექტორის განვითარება მთლიანად არის დამოკიდებული ქალაქში კერძო მეწარმეობის განვითარებაზე, ხოლო მათი ფუნქციონირება მოსახლეობის მოხმარების დონეზე. იმისათვის, რომ ქალაქში შეიქმნას სრულყოფილი მომსახურების სისტემა, საჭიროა დაწესებულებების დამატებითი ქსელის შექმნა. ქვემოთ მოცემული სიმძლავრეები არის მომსახურების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ქალაქის მოსახლეობის სრულყოფილი მომსახურებისათვის. უნდა აღინიშნოს რომ კერძო საკუთრების ფორმა და კონკურენტული საბაზრო ეკონომიკა არ გამორიცხავს დამატებითი ქსელის შექმნას. დაწესებულებათა მინიმალური სიმძლავრეები უნდა განისაზღვრებოდეს: ვაჭრობა. სავაჭრო ქსელის სრულყოფისათვის ქალაქში საჭიროა შემდეგი სიმძლავრეების არსებობა: • მაღაზიები - 2380 კვ.მ. სავაჭრო ფართობი(1000 კაცზე 280 კვ.მ. სავაჭრო ფართობის გათვალისწინებით); • კვების ობიექტები - 340 დასაჯდომი ადგილი(1000 კაცზე 40.  დასაჯდომი ადგილის გათვალისწინებით); • ბაზარი -340 კვ.მ.(1000 კაცზე  40 კვ.მ. გათვალისწინებით). ბაზრის არსებული ტერიტორია 2720 კვ.მ. მთლიანად დააკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნას. კომუნალური მომსახურება. საჭიროა შეიქმნას ერთიანი მომსახურების კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს სამრეცხაოს და ქიმწმენდას. მინიმალური სიმძლავრეები განისაზღვრება: · აბანო - 42 ადგილი (1000 კაცზე 5 ადგილი); · სამრეცხაო - 1020კგ. სარეცხი (1000 კაცზე 120 კგ. თეთრეული); · ქიმწმენდა - 97 კგ. ტანსაცმელი (1000 კაცზე 11,4 კგ. ტანსაცმელი); სასტუმრო. დღეისათვის ქალაქში მოქმედებს სასტუმრო 80 ადგილზე, რომელიც მხოლოდ სპორტსმენებს ემსახურება. საპროექტო პერიოდისათვის საჭიროა ქალაქში მცირე მოცულობის საოჯახო ტიპის სასტუმროების შექმნა, რომელთა სიმძლავრეები და ფუნქციონირება დაკავშირებული იქნება ტურიზმის განვითარების დონეზე. საყოფაცხოვრებო მომსახურების სახელოსნოები. დაკვეთების შემსრულებელი სახელოსნოები (სილამაზის სალონები, საპარიკმახეროები, სარემონტო სახელოსნოები) სულ 77 სამუშაო ადგილით (1000 კაცზე 9 სამუშაო ადგილი).    ქალაქ დუშეთის მომსახურების დაწესებულებები       ცხრილი №12 № დასახელება ზომის ერთეული საპროექტო სიმძლავრე განათლების დაწესებულებები 1. საბავშვო ბაგა-ბაღები ადგილი 450 2. საჯარო სკოლა ადგილი 1400 ჯანმრთელობის დაწესებულებები 1. სავადმყოფო ადგილი 110 2. პოლიკლინიკა მიღება 300 3. სასწრაფო-სამედიცინო დახმარება მანქანა 3 კულტურის დაწესებულებები 1 ბიბლიოთეკები ათასი წიგნი 45 2. კულტურის სახლი ადგილი 680 3. კინოთეატრი ადგილი 300 სპორტული დაწესებულებები 1. საცურაო აუზები მ​2 წყლ. სარკის ფართი 850 2. სპორტული დარბაზები მ​2 დარბაზის ფართი 1600 3. სპორტული მოედნები კვ.მ. 6 ha სავაჭრო ობიექტები 1. მაღაზიები მ​2 სავაჭრო ფართი 2380 2. კვების დაწესებულებები ადგილი 340 3. ბაზარი მ​2 სავაჭრო ფართი 2720 საყოფაცხოვრებო მომსახურების სახელოსნოები სამუშაო ადგილი 77 კომუნალური მომსახურება 1. აბანო ადგილი 42 1. სამრეცხაო კგ.თეთრეული 1020 2. ქიმწმენდა კგ.ტანსაცმელი 97 3. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური მანქანა 3 ქალაქში დღეისათვის საცხოვრებელი ფონდის სრულყოფილი აღრიცხვა არ არსებობს. საჯარო რეესტრი ფლობს მხოლოდ ინფორმაციას სახლების ნაწილზე. ჩვენი სავარაუდო გათვლებით დღეს ქალაქში 2220 სახლია, საიდანაც 40% განეკუთვნება ერთსართულიან საცხოვრებელ სახლებს, დანარჩენი ორი, სამი და ხუთსართულიანი სახლებია. ერთ მცხოვრებზე საშუალოდ საერთო ფართით უზრუნველყოფა 49.6 კვ.მ-ია (7600 მოსახლეობაზე გაანგარიშებით). ქვემოთ მოცემულია საცხოვრებელი ფონდის სავარაუდო მონაცემები: ქალაქ დუშეთის საცხოვრებელი ფონდი ცხრილი №13 საცხოვრებელი ფონდი სახლების რაოდენობა საერთო ფართი კვ.მ. ერთსართულიანი 883 88300 ორსართულიანი 1324 264800 ორსართულიანი მრავალბინიანი 4 1260 სამსართულიანი 1 1700 ხუთსართულიანი 8 21105 სულ: 2220 377165 საპროექტო-საბინაო ფონდი იანგარიშება საანგარიშო მოსახლეობის 8000 კაცის გათვალისწინებით. საპროექტო პერიოდისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია შენარჩუნებული იქნას უზრუნველყოფის მაჩვენებელი 49,6 კვ.მ. საპროეტო საბინაო ფონდის ანგარიშისათვის გათვალისწინებულია: ·  მოსახლეობის რაოდენობა - 8000 კაცი ; · ერთ მცხოვრებზე საერთო ფართით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 50 კვ.მ. აქედან გამომდინარე ქალაქის საცხოვრებელი ფონდი შეიძლება გაიზარდოს 400000 კვ. მ. საერთო ფართამდე, რაც გულისხმობს ახალი საბინაო ფონდის მშენებლობას 22835 კვ,მ.-ის რაოდენობით. თუ საშუალოდ ინდივიდუალური განაშნიანების შემთხვევაში ერთი სახლის მაჩვენებლად ავიღებთ 150 კვ.მ. საერთო ფართს, მაშინ საპროექტო პერიოდისათვის საჭირო გახდება  დაახლოებით 152 სახლის მშენებლობა.  დანართი N2 დემოგრაფია ქ. დუშეთის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა                                                                    ცხრილი N1 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 დაბადება 109 106 139 165 129 130 150 167 84 88 86 გარდაცვალება 96 147 183 151 100 87 90 119 108 98 116 ბუნებრივი მატება 13 - 41 - 44 14 29 43 60 48 - 24 - 10 - 30 ქალაქ დუშეთის მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი შემადგენლობა 2002 წლის აღწერის მიხედვით                                                             ცხრილი N2 ასაკობრივი ჯგუფი კაცი ქალი ორივე სქესი რაოდენობა %%-ში 0-5 258 226 484 6,6 6-15 661 602 1263 17,3 16-59 1933 2108 4041 55,2 16-64 2120 2369 4489 61,3 60 წ. და უფროსი 587 940 1527 20,9 65 წ. და უფროსი 400 679 1079 14,8 სულ: 3439 3876 ქალაქ დუშეთის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა 2002 წლის აღწერის მიხედვით                                                                 ცხრილი N3 ქალაქ დუშეთის მოსახლეობა (კაცი, ხვედრ. წილი-%%-ში) ქართველი ოსი სხვა დანარჩენი 7315 6956 256 103 100,0 95,1 3,5 1,4 დანართი N3 ეკონომიკა მოქმედი საწარმოები 2012 წლის მდგომარეობით                                                                                     ცხრილი N1 N დასახელება საქმიანობის სახე პერსონალი მრეწველობა კვების მრეწველობა _ 1 1. 5 ინდივიდუალური მეწარმე შპს ,,წისქვილკომბინატი თბილისი" პურის ცხობა 12 2 სულ: 14 ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 1. სამგზავრო სადგური მგზავრთა გადაყვანა 20 2. ინდივიდუალური მეწარმეები(ტაქსები) მგზავრთა გადაყვანა 7 3. შპს ,,ფოსტა" და ,,ელექტროკავშირი’’ საკომუნიკაციო საქმიანობა 15 სულ: _ 42 მშენებლობა 1. 8 კერძო სამშენებლო საწარმო მშენებლობა, საექსპერტო საქმიანობა, სამშენებლო მანქანების გაქირავება, 11 2. საწარმო ,,დუშეთგაზი" გაზგაყვანილობის სამუშაოები, ბუნებრივი აირის მიღება-რეალიზაცია, 30 სულ: 41 სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები გეოფიზიკური ობსერვატორია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებების შესწავლა 8 სულ: _ 8 საპროექტო საქმიანობა 1. 2. 3. 4. 5. შპს ,,საპროექტო კადასტრი 2005" შპს ,,ტექპასპორტი" შპს ,,ლნთ" შპს ,,წყაროჯგუფი" შპს ,,არქიტექტორი" საამზომო-საკადასტრო საქმიანობა 3 3 1 2 1 სულ: 10 ადმინისტრაციული და სამეურნეო დაწესებულებები ადმინისტრაციული და სამეურნეო საქმიანობა მუნიციპალიტეტის საზღვრებში 213 მთლიანად: _ 328 დანართი N4  კურორტები და ტურიზმი დუშეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში გამავალი ტურისტული და საექსკურსიო მარშუტები და პიკნიკები მარშრუტი №1 ქ. თბილისი_სოფ. მჭადიჯვარი_ სოფ. მილახვრიანთკარი_ქ. დუშეთი_ სოფ. ავენისი. _გასავლელი მანძილი: 200 კმ. _მარშრუტის ხანგრძლივობა: 5 საათი. _სატრანსპორტო საშუალება: ყველა ტიპის _საპიკნიკე ადგილი: ავენისის ტყე. _ღირშესანიშნაობები: მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია,  ჭილაშვილების სასახლე, წმ. გრიგოლის სახელობის ეკლესია,  ყარანგოზიშვილების კოშკი, XIX საუკუნის ქართული ხალხური სახლები, ანანურის ციხე-სიმაგრე, ავენისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. მარშრუტი №2 ქ. თბილისი_სოფ. ბოდორნა_სოფ. მილახვრიანთკარი_ქ. დუშეთი_სოფ. ანანური_სოფ. ლაფანაანთკარი_სოფ. დავათი. _გასავლელი მანძილი: 180 კმ. _მარშრუტის ხანგრძლივობა: 4 საათი. _სატრანსპორტო საშუალება: ყველა ტიპის _საპიკნიკე ადგილი: სოფ. დავათში მდებარე წყარო. _ღირშესანიშნაობები: ბოდორბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, წმ. გრიგოლის სახელობის ეკლესია, ჭილაშვილების სასახლე. მარშრუტი №3 ქ. თბილისი_ქ. დუშეთი-შატილი_მუცო_ქ. თბილისი. ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე. გასავლელი მანძილი: 360 კმ. _მარშრუტის ხანგრძლივობა: 4 საათი. _სატრანსპორტო საშუალება: ყველა ტიპის _საპიკნიკე ადგილი: ფშავის ჭალა, დათვისჯვრის უღელტეხილი. _ ღირშესანიშნაობები: ლებაისკარი, კისტანი შატილი, მუცო, ანატორის აკლდამები. მარშრუტი №4 ქ. თბილისი_როშკა_აბუდელაური_ქ. თბილისი _ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე. _გასავლელი მანძილი: 246 კმ. _სატრანსპორტო საშუალება: ნაწილი მიკროავტობუსით, ნაწილი ფეხით, შესაძლებელიია ცხენითაც. _საპიკნიკე ადგილი: სოფ. როშკა. _ღირშესანიშნაობები: ჭიუხები, როშკის იურული პერიოდის ინტრუზივი,  მწვანე ტბების კომპლექსი, აბუდელაურის ერატული(მოქანავე) ლოდები. მარშრუტი №5 ქ. თბილისი_სოფ. ბოდორნა_ქ. დუშეთი-ანანურის კომპლექსი_ხედას ხეობა_სოფ. მლეთა_ქ. თბილისი. _ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე; _გასავლელი მანძილი: 230 კმ; _ სატრანსპორტო საშუალება:ყველა ტიპის; _საპიკნიკე ადგილი: ხედას ხეობა, ლომისის მთა; _ღირშესანიშნაობები:  ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია,ანანურის ციხე,ხედას ხეობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, ლომისის წმ. გიორგის ეკლესია. სათევზაო ტურები: ბაზალეთის ტბა, ჟინვალის წყალსაცავი. მინერალური წყლები: გოგირდიანი წყლები: სოფ. მჭადიჯვარი, სოფ. ნაღვარევი მჟავე წყლები: ლიქოკის ხეობა, სოფ. ჭალისოფელი, სოფ. ბოგჩვილო, სოფ. ხახმატი, სოფ. გუდანი, სოფ. ქმოსტი. მინერალური წყლები: ,,ვაჟას წყარო", კაწალხევის ჭალა, ინოს ჭალა, სოფ. ჩარგალი, სოფ. მუქართა, ბაკურხევის ხეობა, სოფ. გამსთა. კურორტები და საკურორტო ადგილები კურორტის დასახელება სიმაღლე ზღვის დონიდან მინერალური წყლის ტიპი სავარაუდო სამედიცინო პროფილი ანანური 1020 _ პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური, ნევროლოგიური ბაზალეთის ტბა 900 _ პროფილაქტიკური, კარდიოლოგიური ბარისახო გუდანი 1500 ნახშირმჟავა პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური, გასტრეოენტეროლოგიური ვეძა 800 ნახშირმჟავა პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური, გასტრეოენტეროლოგიური თვალივი 820 _ პროფილაქტიკური, კარდიოლოგიური კორშა 1300 _ პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური, ნევროლოგიური ნადიბაანი 1120 ნახშირმჟავა პროფილაქტიკური,  გასტრეოენტეროლოგიური ჟინვალი 920 _ პროფილაქტიკური,  გასტრეოენტეროლოგიური ქვეშეთი 1150 ნახშირმჟავა პროფილაქტიკური,  გასტრეოენტეროლოგიური ვაჟას წყარო 1100 ნახშირმჟავა   გასტრეოენტეროლოგიური ფასანაური 1050 ნახშირმჟავა პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური, ართროლოგიური