საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. კორუფციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით პარლამენტს შეუძლია შექმნას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისია.
8. გადაწყვეტილებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოსაკვლევ საკითხთა წრის განსაზღვრის თაობაზე იღებს პარლამენტი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.“.
2. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11 . კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისას მისი უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს პარლამენტი, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა. კომისიის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 1 ოქტომბერი.
№472_ IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.10.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.10.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №472. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.030.06.001.001.572.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ“, №472, 01.10.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.001.572 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32776/