9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №698
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2016
matsne.gov.ge 1,053 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
ღონისძიების დასახელება ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით გამართული ვეტერანების მიღება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების გამართვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - სახელმწიფო რწმუნებულები - გუბერნატორები
მწოლიარე ვეტერანების ადგილზე მონახულება საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურული ერთეული ქ. თბილისისა და რეგიონალური მასშტაბით, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
საზეიმო ღონისძიებების მსვლელობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის გაძლიერებული დაცვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 28.04.2015 9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 28.04.2017 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 27.05.2016 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 12.01.2017 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 02.08.2016

დოკუმენტის ტექსტი

9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } pre { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } span.BalloonTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.HTMLPreformattedChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №698 2016 წლის 22 აპრილი ქ. თბილისი 9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ლ“ და „ჰ​3“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლისა და „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული 9 მაისის – ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა). 2. ეთხოვოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს, კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების ჩატარება ან/და მათში მონაწილეობის მიღება სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა (შემდგომში – სამსახური) და სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად. 3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაბამისი საქონლის ან/და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ეს პუნქტი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება ღონისძიების დაფინანსების უზრუნველსაყოფად იყენებს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხას. 4. ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაწესდეს ერთჯერადი ფულადი სოცია­ლური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 600 ლარისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრთათვის 300 ლარის ოდენობით. 5. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ­თა ოჯახების წევრებისა), ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემა უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოცია­ლური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო სოციალური შინაარსის ფულადი გასაცემლების გაცემაზე/დარიგებაზე მომსახურე შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ამ განკარგულების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული სიის საფუძველზე. სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს მონაცემების შედარებას სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებულ ბაზასთან, 2016 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, ცოცხლად მყოფ პირთა დაზუსტებისა და ამ პირებზე სოციალური დახმარების გაცემის მიზნით. სამსახურის მონაცემთა ბაზის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან შედარების შედეგები ფულადი დახმარების გაცემამდე დაუყოვნებლივ ეცნობოს სამსახურს. 6. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ­თა ოჯახების წევრებისა) განხორციელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული „მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 02 02) ასიგნებიდან. 7. სამსახურმა არაუგვიანეს 2016 წლის პირველი მაისისა: ა) სააგენტოს მიაწოდოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებული (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების სახელობითი მონაცემები; ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიაწოდოს შესაბამისი სახელობითი მონაცემები ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფ­ლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების შესახებ. 8. ეთხოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, უზრუნველყოს ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის 600 ლარის და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის 300 ლარის ოდენობის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა. 9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ განკარგულებით განსაზღვრული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ­თა ოჯახების წევრებისა) ფინანსური დახმარების კომპონენტის საკუთარი ასიგნებებიდან ანაზღაურებით წარმოქმნილი ხარჯის შესავსებად, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებებით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. 10. ეთხოვოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გაშუქება. 11. განკარგულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ძალაშია ხელმოწერისთანავე. 12. განკარგულების მე-3 პუნქტი ძალაში შევიდეს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების მიერ შესაბამისი საქონლის ან/და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების დღიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა ღონისძიების დასახელება ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით გამართული ვეტერანების მიღება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიების უზრუნველყოფა საპატიო ყარაულით, სასულე ორკესტრით, საპატიო კორიდორითა და დროშებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ფინანსური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებსა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარების ნაწილში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - დანარჩენი ბენეფიციარების ნაწილში, სსიპ -ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უცნობი ჯარისკაცის საფლავის, საძმო სასაფლაოების, ძეგლების კეთილმოწყობა ქ. თბილისსა და მუნიციპალიტეტებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - სახელმწიფო რწმუნებულები - გუბერნატორები ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების გამართვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - სახელმწიფო რწმუნებულები - გუბერნატორები მწოლიარე ვეტერანების ადგილზე მონახულება საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურული ერთეული ქ. თბილისისა და რეგიონალური მასშტაბით, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საზეიმო ღონისძიებების მსვლელობის ტერიტორიაზე სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადების მობილიზება; ვეტერანების ტრანსპორტით უზრუნველყოფა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საზეიმო ღონისძიებების მსვლელობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის გაძლიერებული დაცვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.