სს „ენერგოკავშირი“-ს მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11/374
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს ,,ენერგოკავშირის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს ,,ენერგოკავშირი” იწვევს საზოგადოების აქციონერებს პირველი მოწვევის მორიგ საერთო კრებაზე 2016 წლის 30 მაისს, ხუთშაბათს, დღის 12 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მუხიანის დას., I მ/რ, მე-5 კორპ.

 

დღის წესრიგი:

1. 2015 წლის წლიური ანგარიში;

2. 2015 წლის დირექტორის ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;

3. 2015 წლის სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;

4. 2014 წლის მოგების განაწილების შესახებ, 03.07.2015 წლის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით მიღებული, მოგების დარჩენილი თანხის, მომდევნო წლის საზოგადოების მოგებაზე დამატების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

5. აუდიტორის არჩევა.

6. სამეთვალყურეო საბჭოს ანაზღაურების საკითხის განსაზღვრა;

7. საზოგადოების აქციონრებისათვის უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ საკითხის გადაწყვეტა.

 

 დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მმართველი ორგანოს წევრების წლიური ანგარიშის პროექტის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,ენერგოკავშირის” ოფისში.

  დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა მმართველი ორგანოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნება მმართველ ორგანოში 2016 წლის 20 მაისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

  კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სს ,,კავკასრეესტრში” 2016 წლის 26 აპრილის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ ს/ს ,,კავკასრეესტრში” მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, თბილისი 0186, ტელ: 222-07-18.

 

სს ,,ენერგოკავშირის” გენერალური დირექტორი                                       ვაჟა მაისურაძე