სს „მკურნალი 99“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „მკურნალი 99“- ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
2016 წლის 10 მაისი
ს.ს. „მკურნალი 99“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
ს.ს „მკურნალი-99“ის (ს/კ202887304) დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 3 ივნისს, 17:00 საათზე, მისამართი ქ.თბილისი, ხეთაგუროვის ქ. №6.
დღის წესრიგი:
1. 2015 წლის სამეურნეო შედეგების განხილვა.
2. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა.
3. სხვადასხვა საკითხები .
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2016 წლის 28 აპრილი. კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები საზოგადოების აქციათა რეესტრის 2016 წლის 28 აპრილის მონაცემებით. აქციონერებს კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმება შეუძლიათ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან შპს „ეროვნული რეესტრი“, მისამართზე ქ. თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზ. №41, სართული 6.
დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას უწევენ დღის წესრიგის საკითხების განხილვას და გადაწყვეტას.
ს.ს. „მკურნალი 99“-ის დირექტორი: მაია ვანიშვილი