სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ და სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ 2016 წლის 31 მაისს, 13:00 საათზე ჩატარდება სს „საქართველოს საფონდო ბირჟის” (შემდგომში - „ბირჟა“) აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ბირჟის ნებადართული (განცხადებული) აქციების რაოდენობის გაზრდის და ახალი ჩვეულებრივი აქციების გამოშვების შესახებ;
2. ბირჟის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
3. ბირჟის 2015 წლის აუდიტებული ანგარიშგების დამტკიცება;
4. ბირჟის 2015 წლის (კონსოლიდირებული) მოგების განაწილების შესახებ;
5. ბირჟის 2016 წლის ფინანსური აუდიტის (როგორც კონსოლიდირებული, ასევე ცალკე მდგომი კომპანიისთვის) ჩასატარებლად აუდიტორული კომპანიის არჩევის შესახებ.
ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 10 მაისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება განთავსებულია ბირჟის ვებ-გვერდზე (www.gse.ge).
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10:00-დან 17:30 საათამდე, ბირჟის აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „კავკასრეესტრი”, შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
31 მაისს, 12:30 საათიდან 13:00 საათამდე ხმის უფლების მქონე აქციონერთა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კრებაზე დასასწრებად.
კრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბახტრიონის ქ. 41 (შესასვლელი სასტუმრო „კრისტალის” მარჯვნივ).
გიორგი ფარესიშვილი
გენერალური დირექტორი
დანართი №1
სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის
რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით
1. დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
გაზრდილ იქნეს ბირჟის ნებადართული (განცხადებული) აქციების რაოდენობა 3,000,000 (სამი მილიონი) ჩვეულებრივი აქციით და განისაზღვროს იგი 6,000,000 (ექვსი მილიონი) ჩვეულებრივი აქციის ოდენობით (ერთი აქციის ნომინალური ღირებულებით 0.01 ლარი). ნებადართული (განცხადებული) ჩვეულებრივი აქციების რაოდენობის ფარგლებში გამოშვებულ იქნეს 2,640,451 ჩვეულებრივი აქცია და მათი შეთავაზება მოხდეს ბირჟის აქციონერებისათვის კრების სააღრიცხვო თარიღისათვის მათი არსებული წილების პროპორციულად. თითო ახალი აქციის გასაყიდი ფასი განისაზღვროს 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბირჟის აქციის აუდიტებული (კონსოლიდირებული) საბალანსო ღირებულებით - 0.445 ლარით.
2. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
1. ბირჟის წესდების 3.1 და 3.2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.1. ბირჟის განცხადებული (ნებადართული) საწესდებო კაპიტალის ოდენობა შეადგენს 60,000 (სამოცი ათას) ლარს.
3.2. ბირჟის განცხადებული (ნებადართული) საწესდებო კაპიტალი დაყოფილია 6,000,000 (ექვს მილიონ) ცალ ჩვეულებრივ აქციად. ჩვეულებრივი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 0.01 (ერთ მეასედ) ლარს. ბირჟის აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მის მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას“.
2. წესდების 6.6.8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
3. წესდების 6.6.9-6.6.14 პუნქტები გადაინომროს შესაბამისად 6.6.8-6.6.13 პუნქტებად;
4. წესდების 7.4.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.4.3. დადგენილი წესით დაუშვან ფასიანი ქაღალდები ბირჟის სავაჭრო სისტემაში, მიიღონ გადაწყვეტილება ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროებით შეჩერების და მათი ვაჭრობიდან მოხსნის, ასევე ფასიანი ქაღალდების ლისტინგში დაშვების, ლისტინგის დროებით შეჩერების და დელისტინგის შესახებ“.
3. დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
დამტკიცდეს ბირჟის 2015 წლის აუდიტებული ანგარიშგება;
4. დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
ბირჟის 2015 წლის (კონსოლიდირებული) მოგება მთლიანად დარჩეს სააქციო საზოგადოებაში;
5. დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ 2016 წლის ფინანსური აუდიტის (როგორც კონსოლიდირებული, ასევე ცალკე მდგომი კომპანიისთვის) ჩასატარებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული კომპანია შპს „არესემ საქართველო”.