📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.05.2016
ძალაში შესვლა 01.06.2016
ძალის დაკარგვა 02.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-87
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,019 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.05.2016 მიღება
01.06.2016 ძალაში შესვლა
02.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-87 2016 წლის 17 მაისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №98 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივნისიდან. საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც შექმნილია ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“  საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. დეპარტამენტი  თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“  საქართველოს კანონის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების, შიდა აუდიტის სტანდარტების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. დეპარტამენტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს, ანგარიშვალდებულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე და ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს  ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. 4. დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერებისა და  გამჭვირვალობის   პრინციპებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მათ მინიჭებული აქვთ ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები 1. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზნები და შიდა აუდიტის განხორციელების პრინციპებია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა, ფუნქციონირებისა და მართვის პროცესების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია. 2. სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი დასკვნების მომზადება. 3. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვის, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენების შეფასება, ასევე არსებული მდგომარეობის ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმარება. 4. დეპარტამენტის ამოცანაა საგარეო საქმეთა მინისტრი უზრუნველყოს ინფორმაციით სამინისტროში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ძირითადი   ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით: ა.ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ა.ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ა.გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; ა.დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ა.ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ა.ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ა.ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებში, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებში სამართალდარღვევის ფაქტების, სამსახურებრივი გადაცდომების ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედებების არსებობის შემოწმება (ინსპექტირება) და ამ მიზნით შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: ბ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ბ.ბ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ბ.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; ბ.დ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; ბ.ე) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი; ბ.ვ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერსთა კონფლიქტის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება; ბ.ზ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ბ.თ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა  განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება; ბ.ი) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი 1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებზე და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. 2. დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 3. დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების საშუალებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ბ) სამინისტროს სისტემაში ჩაატაროს ინსპექტირება, მოამზადოს ინსპექტირების დასკვნა და წარუდგინოს მინისტრს; გ) მიიღოს და განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებები და წერილები; დ) სამინისტროს სისტემიდან მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა) და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე,  მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; ე) ჩამოართვას განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში; ვ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს მითითება სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები; თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში,  წარუდგინოს წინადადება  მინისტრს ან/და შესაბამისი დაწესებულების წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით; ი) ინსპექტირებით/აუდიტორული შემოწმებით გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის მოვალეობანი დეპარტამენტი ვალდებულია: ა) დაიცვას წინამდებარე  დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, ინსტრუქციები  და შიდა აუდიტის მარეგულირებელი და სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული  შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით; დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მინისტრს; ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე; ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ზ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; თ) შედგენილი სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) შიდა აუდიტის სამმართველო; ბ) ინსპექტირების სამმართველო. მუხლი 8🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები და ფუნქციები 1. შიდა აუდიტის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების  მართვის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; დ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); ვ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ საქმიანობის  პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი); ზ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით  (ეფექტიანობის აუდიტი); თ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); კ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 2. ინსპექტირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები: ა) სამინისტროს სისტემის ორგანოებში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ბ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; გ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; დ) ინსპექტირების  შედეგების    საფუძველზე მინისტრისათვის ან სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ რეკომენდაციების წარდგენა; ე)  სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; ვ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ზ) კომპეტენციის ფაგლებში სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; თ) სამმართველოში შემოსულ განცხადებებსა და წერილებზე რეაგირება; ი) დეპარტამენტის „ცხელი ხაზით“ და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის დირექტორის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა: 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი. 2. დეპარტამენტის დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დებულების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს  დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში შემუშავებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ვ) ამტკიცებს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას ან/და ინსპექტირების პროგრამას; ზ) მინისტრს წარუდგენს ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგებს, ინსპექტირების დასკვნებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებს; თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, დეპარტამენტის  მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს მინისტრთან იმ ფინანსური სახსრებისა და  მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებს; ნ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს; ო) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; პ)  ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს; ჟ) მინისტრს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების დაწყების/ჩატარების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ; რ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 10🔗.  დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს  მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს  დეპარტამენტის  ფუნქციონალური ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს  მათ შესაბამის სამმართველოებს შორის; გ) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ვ) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ზ) დეპარტამენტის დირექტორის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. მუხლი 11🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და  დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე. 3. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) გეგმავს, ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს   სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის; დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ვ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას ან/და შემუშავებულ ანგარიშს; ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ი) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 12🔗. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დეპარტამენტი მინისტრთან შეთანხმებით, კომპეტენციის ფარგლებში: ა) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამშრომლობს სახელმწიფო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან; ბ) სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან და ამ მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აუდიტის ობიექტებთან კონტროლის პალატის ურთიერთობის კოორდინაციას და კონტროლის პალატის მოთხოვნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; გ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში მასალებს აგზავნის შესაბამის ორგანოში.