1. ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;
გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;
ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
3. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.
4. ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016