1. მხოლოდ კანონით შეიძლება დადგინდეს რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებს აკადემიურ უმაღლეს განათლებას და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან რომელთა განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია სათანადო გამოცდის ჩაბარება.
2. რეგულირებად პროფესიებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
3. პედაგოგიური საქმიანობის განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელი სათანადო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4043 – ვებგვერდი, 07.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4043
- 16.03.2021 კანონი №339
- 05.07.2018 კანონი №3026
- 27.11.2015 კანონი №4582
წინა რედაქცია (10.01.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 76. რეგულირებადი პროფესიები 1. მხოლოდ საქართველოს კანონით შეიძლება დადგინდეს რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალი, რომელებიც საჭიროექვბს აკადემდიურ უმაღლებს გარნათლებას და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან რომელთა განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია სათანადო გამოცდის ჩაბარება. 2. რეგულირებად პროფესიებში სამ მუხელმწიფო სასე პირველი პუნქტიფიკთ გაცთვალიოსწინებული გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. 3. პედაგოგიური საქმიანობის განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელი სათანადო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118