საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ამ კანონის საფუძველზე დაფუძნებული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2015 წლის 1 იანვრამდე ითვლება ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულად. 2015 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ექვემდებარება ავტორიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.1

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012