📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.05.2016
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016388
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 864 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია
2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია
3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა
4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ კანალიზაციის კომუნიკაციების რეაბილიტაცია
5 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა
6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის ატრაქციონების შესყიდვა
7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაცია)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ღონისძიებების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.12.2024 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 20.07.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.06.2022 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 23.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2016 წლის 16 მაისი ხაშური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და თანადაფინანსების თანდართული წესი (დანართი №1) მუხლი 2🔗 დამტკიცდეს პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა (დანართი №2) მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 6 აპრილის N12 დადგენილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ (გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნე,  21.04.2009,  სარეგისტრაციო N010.340.000.35 143.002970). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე  დანართი 1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და  თანადაფინანსების წესი მუხლი 1🔗 ეს წესი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვასთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვასთან და  თანადაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს მუხლი 2🔗 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (შემდეგში – გამგეობა), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით მოქმედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს (შემდეგში – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა). 2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით, შესაბამისი სამსახური (შემდეგში – სამსახური) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის მიზნით აწარმოებს  ჟურნალს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. 3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა აღრიცხვაზე აყვანილად ჩაითვლება ხაშურის მუნიციპალიტეტის სარეგისტრაციო ჟურნალში გატარება და აღრიცხვის ბარათის გამოცემა უფლებამოსილი პირის მიერ. 4. სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 5. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 3🔗 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს (შემდეგში – გამგებელი), აღრიცხვაზე აყვანის მიზნით მიმართავს განცხადებით რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების დაფუძნების ოქმის დედანი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში განცხადებას  უნდა დაერთოს ასევე: ა) წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში – ამხანაგობის საერთო კრების ნოტარიულად დამოწმებული ოქმის დედანი; გ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. მუხლი 4🔗 ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 5🔗 1.ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობისათვის ამხანაგობა წერილობით მიმართავს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას; დ) ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების დანართ N2-ში  აღნიშნული ამხანაგობის წილის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის ორიგინალს; ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერასა და ბეჭედს, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს). 2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამხანაგობის წევრთა იმ საერთო კრების ოქმი, რომელზეც მოხდა განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვა. მუხლი 6🔗 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საჭირო მასალების შეძენასა და სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 2.   ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ, ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს თანადაფინანსების წესით შეძენილი მასალების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია გამოუყენებელი მასალები ამოიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან და დაასაწყობოს შენახვის წესების დაცვით, შემდგომი განკარგვის მიზნით (ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, რომელთაც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში მიეცათ შესაბამისი ასიგნება სარემონტო მასალების შესაძენად). 3. პროგრამით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადება მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა უზრუნველყოს 100%-იანი დაფინანსებით. 4. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების №2 დანართის შესაბამისად. 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ დასაფინანსებელი თანხის ის ნაწილი, რომლის გადახდაც ეკუთვნის ბინათმესაკუთრეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი ქულა 35 000 ან ნაკლებია, იფარება გამგეობის მიერ. დანართი №2 პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა № ღონისძიებების დასახელება თანადაფინანსების წილი % გამგეობის წილი% ამხანაგობის წილი% 1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია 95/5 95 5 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია 95/5 95 5 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა 90/10 90 10 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ კანალიზაციის კომუნიკაციების რეაბილიტაცია 95/5 95 5 5 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა 95/5 95 5 6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის ატრაქციონების შესყიდვა 85/15 85 15 7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაცია) 95/5 95 5