ქუჩის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №95
2016 წლის 6 მაისი
ქალაქი გორი
ქუჩის სახელდების შესახებ
2015 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში შემოსულია ქსენია ბეჟანიშვილის განცხადება ქალაქ გორში ერთ-ერთი ქუჩისათვის თამაზ ბეჟანიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე. თამაზ ბეჟანიშვილი დაიბადა ქალაქ გორში 1965 წლის 21 ივლისს. 1992-93 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, გორის სამხედრო კომისარიატის მიერ თამაზ ბეჟანიშვილი გაწვეულ იქნა და ჩაირიცხა თავდაცვის სამინიტროს „გაგრის“ ბატალიონში. 1992 წლის 2 ოქტომბერს, მოწინააღმდეგის შემოტევის დროს გმირულად დაიღუპა. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 30 აპრილის №077– განკარგულებით თამაზ ბეჟანიშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია ქალაქ გორში შევჩენკოსა და ლეონიძის ქუჩების დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას ეწოდოს თამაზ ბეჟანიშვილის სახელი.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ასევე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2016 წლის 10 მარტის №4 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:
1. ქალაქ გორში შევჩენკოსა და ლეონიძის ქუჩების დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას ეწოდოს 1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოებული, თამაზ ბეჟანიშვილის სახელი.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქუჩის სახელდების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქუჩის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.05.2016.
- როდის იქნა მიღებული „ქუჩის სახელდების შესახებ“?
- „ქუჩის სახელდების შესახებ“ მიღებულია 06.05.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №95. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.174.016002.
- სად არის „ქუჩის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.05.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქუჩის სახელდების შესახებ“, №95, 06.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.174.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3283167/