საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) 247-ე მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. პარლამენტს დადგენილების საფუძველზე შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის დადგენილება მიიღება საერთო წესით, ხოლო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს ეგზავნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის ხელმოწერით.“.
მუხლი 2.
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 22 დეკემბერი.
№691_ რს