ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 18.05.2016
ძალის დაკარგვა 22.03.2017
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016212
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.03.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.03.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2016 წლის 18 მაისი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:
ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი - Img;
ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი - ITL;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი - C;
დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი - K.
მუხლი 2🔗
ლოკალურ ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.
მუხლი 3🔗
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100.
მუხლი 4🔗
მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობისათვის ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:
Cn=Img x ITL x C x K, სადაც:
ა) Img - ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს - 0,37-ს;
ბ) ITL - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს - 1,0-ს;
გ) C - საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია - 0,24 ლარით;
დ) K - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია - 100-ით;
ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი).
მუხლი 5🔗
დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს::
ა) ქალაქ ვანის ტერიტორიაზე - 8,88 ლარით;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე - 3,00 ლარით;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში - 5,00 ლარით;
დ) დასახლებათა შორის არეალებში - 2,50 ლარით.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №15 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 24.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016159).
მუხლი 7🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ივანიაძემ.
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი