„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№256
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.034.016541
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №256

2016 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,   „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის  (დეპარტამენტი)  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013,  სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.034.016265) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველო;“;

გ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. თავი V ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

 

მუხლი 8. სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველო:

ა) ხელს უწყობს სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დანაყოფების უწყვეტ სადღეღამისო საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებსა და თანამდებობის პირებს დაშიფრული სატელეგრაფო დოკუმენტალური კავშირით;

გ) ამზადებს და დანიშნულებისამებრ აგზავნის რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსებს;

დ) საგანგებო შემთხვევათა დროს უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ინფორმირებას მობილიზაციის მიზნით;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკადრო და საფინანსო-სამეურნეო საკითხებს;

ვ) ხელს უწყობს მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობას;

ზ) დროულად იღებს ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან  და უზრუნველყოფს მასზე ოპერატიულ რეაგირებას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სამობილიზაციო მზადყოფნას;
კ) უზრუნველყოფს სამინისტროს სამობილიზაციო გეგმებისა და პაკეტების შემუშავებას;
ლ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით ახორციელებს სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, გაცემის, განახლების, შეცვლისა და ჯავშნიდან მოხსნის ოპერაციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემის სამობილიზაციო მზადყოფნასთან, ასევე ექსტრემალურ ვითარებასთან დაკავშირებულ სწავლებებსა და ვარჯიშებს, უზრუნველყოფს მათი შედეგების შეჯერებასა და ანალიზს;

ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობისათვის მეთოდურ-პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას და სხვა უწყებებთან სამეთაურო-საშტაბო სწავლებებში მონაწილეობის მიღებას;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. თავი X ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.05.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №256. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.034.016541.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №256, 19.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016541 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3285719/