„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის N13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №41/ნ |
|
2016 წლის 18 მაისი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის N13/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 27/02/2015; ს/კ: 480180000.22.022.016919) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) (შემდგომში – ადმინისტრაცია (დეპარტამენტი)) უფროსი: 1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 1.2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წელი; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა. ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; 1.3. სასურველია: ა) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; ბ) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) სხვა რომელიმე უცხო ენის ცოდნა (რუსული, გერმანული, ფრანგული და ა.შ.); 1.4. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ე) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|