საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 1471 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1471. დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება
1. სათანადო ნებართვით დაწყებული ლოჯიების, ავტოსადგომების, სხვა სათავსების და ნაგებობების მშენებლობის, მიშენების ან დაშენების, დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას რვიდან თხუთმეტ ლარამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას თხუთმეტიდან ოცდაათ ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უძრავი ძეგლის დაცვის ზონებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 6 თვის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 6 თვის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარის ოდენობით.“.
2. 1501 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1501. ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობის ან/და იერსახის შეცვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე
1. ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობის ან/და იერსახის შეცვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე, ან ამ სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უძრავი ძეგლის დაცვის ზონებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 6 თვის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 6 თვის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 23 დეკემბერი.
№779_რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №779. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.001.631.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №779, 23.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.631 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32860/