„მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№223
სარეგისტრაციო კოდი
440050000.10.003.019288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016247)  შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:  

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროექტის ხელმძღვანელი (მენეჯერი) – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. იგი ასევე პასუხისმგებელია, უზრუნველყოს საგრანტო პროექტის ეფექტური მართვა და ადმინისტრირება;“;

ა.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში – ექსპერტი) – ფიზიკური პირი, რომელიც აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს;“;

ა.გ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) ახალგაზრდა მკვლევარი – ფიზიკური პირი, ძირითადი პერსონალიდან, რომელსაც მინიჭებული აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე დოქტორანტი, მაგისტრი და მაგისტრანტი (35 წლის ჩათვლით).“;  

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება

1. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსებას;

ბ) დამხმარე პერსონალის ხელფასს;

გ) მივლინებას;

დ) საქონელსა და მომსახურებას;

ე) ძირითად აქტივებს;

ვ) ზედნადებ ხარჯებს.

2. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯვითი კატეგორიების შინაარსი განისაზღვროს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პრო­ექტები შესაფასებლად გადაეცემა, სულ ცოტა, 2  ექსპერტს. შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების წესი დგინდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების  დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




„დანართი №2

საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1. პროექტების შეფასებას ექსპერტები ახორციელებენ შემდეგი კრიტერიუმებით:

კრიტერიუმები და

განმარტებები

 

ცუდი

სუსტი

საშუალო

კარგი

ძალიან კარგი

საუკეთესო

შეფასება

და კომენტარი

 

 

0

1

2

3

4

5

მინიმუმ 0

მაქსიმუმ 5

ქულა

1 - სამეცნიერო დასაბუთება (წარმოდგენილი კვლევის სიახლე, სამეცნიერო ღირებულება, პროექტის სიცხადე, მითითებული ლიტერატურის ადეკვატურობა, ციტირება და ა.შ.)

 

 

 

 

 

 

 

2 - მეთოდოლოგია (მეთოდოლოგიის დასაბუთება: ორიგინალობა და მიზანშეწონილობა)

 

 

 

 

 

 

 

3 - მოსალოდნელი სამეცნიერო შედეგები (დასახული მიზნების მიღწევადობა, მიღებული შედეგების გამოყენებადობა არსებული ან ახალი ტექნოლოგიების განვითარებისათვის)

 

 

 

 

 

 

 

4 - პროექტში ჩართული ადამიანური რესურსების (პროექტის ხელმძღვანელის (მენეჯერის), ახალგაზრდა მკვლევარის და ძირითადი პერსონალის)  კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და გამოცდილების  შესაბამისობა პროექტთან

 

 

 

 

 

 

 

5 - განხორციელებადობა და გამოყენება (არსებული ინსტიტუციური ტექნიკური შესაძლებლობებისა და რესურსების, აგრეთვე მოთხოვნილი მატერიალური და ფინანსური რესურსების, განხორციელების გრაფიკის შესაბამისობა მიზნების განხორციელებასთან)

 

 

 

 

 

 

 

6 - მდგრადობა (შემდგომი სამეცნიერო განვითარების ან კომერციალიზაციის შესაძლებლობა)

 

 

 

 

 

 

 

7 - პროექტის უცხოელი კოლაბორატორის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისობა კვლევით პროექტთან

 

 

 

 

 

 

 

ქულების ჯამი:

მაქსიმუმ

 35 ქულა

შემაჯამებელი კომენტარები:

1 -  სამეცნიერო ღირებულების შესახებ:

2 - რამდენად შესაძლებელია შემოთავაზებული განრიგით და ადამიანური რესურსებით დასახული მიზნების მიღწევა:

 

2. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 6-ქულიანი სისტემით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 35 ქულა.

3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 25 ან მეტი ქულა.

4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში, შემდეგ კი მეოთხე და მეხუთე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში,  უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.

 

ქულა

შეფასება

განმარტება

0

ცუდი

პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

1

სუსტი

პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.

2

საშუალო

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.

3

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია  დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება

4

ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.

5

საუკეთესო

გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.“.