,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბერის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.165.016247
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2016 წლის 19 მაისი

ქ. საგარეჯო

 

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის  №48 დადგენილებაში  (www. matsne.gov.ge  30/12/2015, 010250050.35.165.016232) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართ №1-ის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მედიაკამენტების დაფინანსება 0-დან 12000-მდე მოსარგებლის სტატუსის გათალისწინებით - ქრონიკულად მიმდინარე, ნაკლებად მძიმე დაავადებები, შშმ პირების დაფინანსება თანხის 50 %-ით არაუმეტეს 100 ლარისა. მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში დაავადების შემთხვევაში - თანხის 50 %. გამონაკლის შემთხვევაში - თანხის მომატება დიაგნოზისა და სოციალური  (ეკონომიკური) მდგომარეობის გათვალისწინებით. ონკოლოგიური ავადმყოფების დაფინაnსება 500 ლარამდე თანხით.“

2. დადგენილების დანართ №1-ის მე-6 მუხლის, მე-8 პუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ეკონომიkურად და სოციალურად დაუცველი მოქალაქეთა სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონოროგრაფიის და ბირთვულ, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება - თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა. გამონაკლის შემთხვევებში 200 ლარამდე თანხის სრულად დაფინანსება დიაგნოზისა და სოციალური (ეკონომიკური) მდგომარეობის გათვალისწინებით.“

3. დადგენილების დანართ №1-ის მე-6 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. სოციალური სააგენტოს სტატუსის არმქონე ოჯახების  გამონაკლისის სახით დაფინანსება, რომელთა სამკურნალო თანხა აღემატება 300 ლარს, განსაკუთრებულ შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას, რომელთა შუამდგომლობის  საფუძველზე შესაძლებელია გამოყოფილ იქნეს დახმარება ან გაიზარდოს თანხის მოცულობა იმ პირების მიმართ, რომლების ვერ აკამაყოფლებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული