ქალაქ ამბროლაურისმუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/ უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 19.05.2016
ძალის დაკარგვა 07.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.172.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,776 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2016 მიღება
07.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ამბროლაურისმუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/ უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2016 წლის 19 მაისი ქ. ამბროლაური ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/ უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლისა და 27-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ  ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის  ტიპური ფორმა  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/ უპირობო ელექტრონულ აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლების ხელშეკრულების ტიპური ფორმა,  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე დანართი №1 ქალაქ  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №    __ „-----„ ---------- წელი                                            ქ.ამბროლაური წინამდებარე ოქმი გაიცა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (აუქციონში გამარჯვებულის/ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი ნომერი)  ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და წარმომადგენლის/მინდობილი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მასზე, რომ საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად,   ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან  -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების   სარგებლობის   საწყისი  საფასური (ქირის ოდენობა) ------------     (----------------)        ლარი,       (ციფრებით)            (სიტყვიერად)   ქალაქ  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე  www.eauction.ge   მოწყობილ  აუქციონზე (ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია: აუქციონის დაწყების თარიღი:   -------------------------აუქციონის დამთავრების თარიღი:  -------------------- აუქციონის №   ---------------------------    აუქციონის ლოტის №  ---------------------------------- ბიჯის ოდენობა    ------------------       ---------------------   ლარი                                                  (ციფრებით)                (სიტყვიერად) მის მიერ შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასის  ------------------      (--------------------)      ლარი   (ციფრებით)            (სიტყვიერად)  საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების და წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით სარგებლობაში  გადაეცემა: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, უძრავი ქონების ფართობი,   საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი,   ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე  ქონების სხვა აღწერილობა) სარგებლობის ფორმა ------------------------------------------------------------------------------; აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ,,ბე“ – ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო  გადასახდელი ქირის ოდენობაში. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს ოქმით/ხელშეკრულებით  ნაკისრი პირობები (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში): ა)-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; ბ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; გ)----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონულ აუქციონის ფორმით სარგებლობის  უფლებით გადაცემის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ქალაქ ამბროლაურის   მუნიციპალიტეტის მერთან   გააფორმოს  სარგებლობის  ხელშეკრულება,  მოქმედი კანონმდებლობით    დადგენილი    წესით. აუქციონში გამარჯვებული ქირას იხდის     ----------------------     შემდეგ  საბანკო  ანგარიშის  ნომერზე:  (ყოველთვიურად / ყოველწლიურად) სახაზინო   კოდი  ----------------------------------------------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოთხოვნისთანავე ან/და 3 თვეში ერთხელ, წარუდგინოს ინფორმაცია ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერიას. აუქციონში გამარჯვებულს (მოსარგებლე) უფლება არა აქვს ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს ან სხვაგვარად დატვირთოს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად.ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად,  ერთი რჩება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  მერიას, ხოლო  ორი  გადაეცემა  აუქციონში  გამარჯვებულს.   ოქმს, რომელიც რჩება ქალაქ ამბროლაური მუნიციპალიტეტის მერიას, თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;  ბ) იმ შემთხვევაში, თუ  აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია – გამარჯვებულის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;  გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას. ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას. ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერი:   ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ----------------------------        --------------------------------  (სახელი, გვარი)                                (ხელმოწერა) აუქციონში გამარჯვებული: ---------------------------            --------------------------------  (სახელი, გვარი)                           (ხელმოწერა) ბ.ა დანართი №2 ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის  საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულება № „ ––––„     ––––––––     წელი                                                                                                                           ქ. ამბროლაური ხელშეკრულების მხარეები: წინამდებარე სარგებლობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი -----------------------------  (პ/N)  სახით,   (შემდგომში – ,,მესაკუთრე“),     და   მეორე   მხრივ,  ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების ______________________ (პ/N), (შემდგომში,,მოსარგებლე”) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების, 20___ წლის ___ _________  №_______ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი 1. წინამდებარე სარგებლობის ხელშეკრულების ფარგლებში „მესაკუთრე“,  „მოსარგებლეს“, რომელიც არის ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ 20__ წლის _______________- დან 20__ წლის _____________ -მდე ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი,   20___ წლის ___ _________  №_____  ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის  შესაბამისად,  სარგებლობაში  გადასცემს  ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, ________________________________________________________________________________ საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი,  ქონების სხვა აღწერილობა) _________________________________________________________________________ ფორმით (აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით).  2. „მესაკუთრე“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც სარგებლობის უფლებით მიმღები არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს. 3. „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ მესაკუთრე გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს  შესრულებაზე. მუხლი 2🔗. ქირის  საფასური  და  ანგარიშსწორების  წესი 1.ყოველწლიური ქირა შეადგენს  ---------  (-----------------) ლარი. თვეში -------(---------------------) ლარი.   2.„აუქციონში გამარჯვებული“ ვალდებულია:  ქონების ქირის საფასური ----------- (-------------------------------------) ლარი გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი მომდევნო  თვის/წლის  ---  რიცხვამდე  შემდეგ  საბანკო  ანგარიშზე: სახაზინო კოდი: -------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ  საბოლოო ანგარიშსწორებისას. 4. ელექტორნული აუქციონის  შედეგები  უქმდება  და  ელექტრონულ  აუქციონში   გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი  უპირობო  და  გამოუხმობი  საბანკო  გარანტია/ბე  სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის   ხელშეკრულების   ხელმოწერაზე  უარი  განაცხადა. 5.  ხელშეკრულება ძალაში შედის  სსიპ - საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების  სარგებლობის უფლებით მიმღები. მუხლი 3🔗. ხელშეკრულების ვადა 1.წინამდებარე   სარგებლობის ხელშეკრულებით ----------------------------------------ფორმით (აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით) ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, აუქციონში გამარჯვებულს სარგებლობის უფლებით გადაეცემა ------------ წლის, --------------- თვით. მუხლი 4🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები „მესაკუთრეს“ უფლება აქვს: ა) მოითხოვოს სარგებლობის უფლებით მიმღებისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებების შესრულება; ბ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ, უხეშად დარღვევის ან/და ხელშეკრულების    საგნის  არამიზნობრივად  გამოყენების   შემთხვევაში,  ასევე  სხვა  პატივსადები  მიზეზების  არსებობისას, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა; გ) სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „ხელშეკრულების საგნის“ სარგებლობის უფლებით გადაცემის, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში, მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტა; დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების ბრალეულობით დაზიანების  შემთხვევაში გონივრულ  ვადაში   მოითხოვოს გადაცემული  ქონების  აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე,  მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;    ე) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 2. „მესაკუთრე“ ვალდებულია: ა) სარგებლობის უფლებით მიმღებს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მაგრამ სარგებლობის უფლებით მიმღებს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ; ბ) თუ ნივთს აღმოაჩნდა ნაკლი, რომელიც აუქციონის გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა სარგებლობის უფლებით მიმღებისათვის ცნობილი,  დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში   არ მიიღება. 3. სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება აქვს: ა) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „მესაკუთრის“ თანხმობით; ბ) მოსთხოვოს მესაკუთრეს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის  შემდეგ ხელშეკრულების საგნის გადაცემა. 4.   სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია: ა) გადაიხადოს   სარგებლობის   ხელშეკრულების   მე-2   მუხლით   გათვალისწინებული   ქირის   ოდენობა; ბ) გამოიყენოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება მისი დანიშნულებისა და ამ ხელშეკრულების შესაბამისად, მიიღოს ყველა ზომა ქონების დაცვისა და ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის; გ) არ გაასხვისოს, არ დატვირთოს იპოთეკით, არ გადასცეს მემკვიდრეობით სარგებლობის უფლებით   გადაცემული ქონება; დ) ხელშეკრულების საგანი ან მისი ნაწილი მესამე პირს გადასცეს სარგებლობის უფლებით, მხოლოდ „მესაკუთრესთან“ შეთანხმებით; ე) არ შეცვალო გადაცემული ქონების სარგებლობის მიზანი „მესაკუთრის“ თანხმობის გარეშე; ვ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს „მესაკუთრეს“, თუ ქონება დაზიანდა, განადგურდა ან მის შესანახად წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯები; ზ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა.  კეთილსინდისიერად ისარგებლოს აღნიშნული ქონებით; თ) შეასრულოს პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში შემდეგი პირობები: 1---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მუხლი 5🔗.  პასუხისმგებლობა 1.მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2.  სარგებლობის  ხელშეკრულებით  ნაკისრი  ვალდებულების  შეუსრულებლობის შემთხვევაში,   ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  ქონების  სარგებლობის  უფლებით  მიმღებს  ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა  და  პირგასამტეხლოს  ოდენობა.  პირგასამტეხლო  განისაზღვრება  სარგებლობის  ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა)  ქირის  გადაუხდელობის  შემთხვევაში  –  გადაუხდელი  ქირის  0.1%  დარღვევის  დღიდან  ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი  ინვესტიციის  0.1%  დარღვევის  დღიდან ყოველ  ვადაგადაცილებულ  დღეზე. 3. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის  შემთხვევა  და/ან  დაწესებულ  ვადაში  პირგასამტეხლოს  გადაუხდელობა  მიიჩნევა  სარგებლობის  ხელშეკრულების  ცალმხრივად  მოშლის  საფუძვლად  ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  აღამსრულებელი  ორგანოს  მიერ. ქალაქ  ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ქონების  სარგებლობის  უფლებით  მიმღებს  არ  უბრუნდება  გადახდილი  თანხა  და  არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები. 4. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის  მოქმედების შემთხვევაში,  თუკი ის პირდაპირ გავლენას  ახდენს  მხარის  მიერ   ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 5. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს   (სტიქიური უბედურება,  ეპიდემია,  საომარი მდგომარეობა),   რომელთა დადგომა  ან/ და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ. 6. მხარე, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელებს ფორსმაჟორულ გარემოებებს (დაუძლეველი ძალა), ვალდებულია მათი დადგომიდან 05 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში აცნობის მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ და დაადასტუროს მათი არსებობა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფორსმაჟორული გარემოებების შესახებ გამოცხადებული იქნება სახელმწიფო ორგანოების მიერ საჯაროდ, საინფორმაციო და მასობრივ საშუალებებში. მუხლი 6🔗. ხელშეკრულების  პირობების  შეცვლა ნებისმიერი ცვლილება  ან/და  დამატება  წინამდებარე  ხელშეკრულებაში  შეიძლება  შეტანილ იქნეს  მხარეების  მიერ  ორმხრივი  წერილობითი  შეთანხმების  საფუძველზე.  აღნიშნული ცვლილება ან/და დამატება ძალაშია მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) იდენტურ ეგზემპლარად. აქედან, ერთი რჩება მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს. 2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება  ვერ  მოხერხდა,  მოქმედი  კანონმდებლობის  შესაბამისად  –  საერთო  სასამართლოს  მეშვეობით. 3. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება  მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად. 4. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის  მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე. მუხლი 8🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა                        „მესაკუთრე“                                                                                        „ მოსარგებლე“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის                                                  მერი ---------------------------------------------------                   ---------------------------------------------------------------             ხელმოწერა                                                                                                                    ხელმოწერა                                                                                                ბ.ა .