1. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს მოქალაქისთვის ან მეწარმე სუბიექტისთვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №66 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.88
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1592 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.12.2022 კანონი №2482
- 20.11.2013 კანონი №1592
წინა რედაქცია (18.01.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. კმედიანმონმდსახურებლისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახუწყრებლობის სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა 1. მედიამომსახუწყრებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 2. მედიამომსახუწყრებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. 3. უცხო ქვეყნის მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს მოქალაქისათვის ან მეწარმე სუბიექტისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №66 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.88