1. ამ კანონის 59-ე მუხლის მოთხოვნების, აგრეთვე იმ ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება, რომლებიც მხოლოდ ქცევის კოდექსით არის დადგენილი, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.
3. კომისია ამ კანონის 561 ან 562 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე რეაგირებას ახდენს ამავე კანონის IX თავით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.
4. ამ კანონის 552 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი რეაგირება ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით.
5. მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4319 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.37
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5021 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5921 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3597 – ვებგვერდი, 03.11.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №394 - ვებგვერდი, 02.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 01.04.2025 კანონი №394
- 19.10.2023 კანონი №3597
- 30.06.2023 კანონი №3448
- 21.05.2020 კანონი №5921
- 20.09.2019 კანონი №5021
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 591. დარღვევაზე რეაგირება 1. ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებითმუხლის გათვალისწინებულიმოთხოვნების, ნორმების, აგრეთვე ქცევისიმ კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირებარეაგირება, რომლებიც მხოლოდ ქცევის კოდექსით არის დადგენილი, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. 2. ამ კანონისმუხლის 52-ე,პირველი 54-ე,პუნქტით 56-ეგათვალისწინებულ დასაკითხზე 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისგადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია,დაუშვებელია. გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. კომისია ამ კანონის 561 ან 562 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე რეაგირებას ახდენს ამავე კანონის IX თავით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. 4. ამ კანონის 552 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი რეაგირება ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით. 5. მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4319 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.37 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მაუწყებლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 5, 18/01/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება