„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის N170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016667
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №73

2016 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის №170 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016585, 18/12/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
📎 დანართები (1)
73_danart.doc DOC ⬇

პლანშეტი №1

მამაკაცის ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო)

1. ყოველდღიური ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი პიჯაკი, ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ღია ნაცრისფერი პერანგი, შავი ჰალსტუხი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი პიჯაკი, მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, ღია ნაცრისფერი პერანგი, შავი ჰალსტუხი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

ყოველდღიური ფორმა გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №2

მამაკაცის ფორმა (ზაფხულის)

1. ყოველდღიური ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ღია ნაცრისფერი მოკლემკლავიანი პერანგი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, ღია ნაცრისფერი პერანგი გახსნილი საყელოთი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

ყოველდღიური ფორმა გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №3

მამაკაცის ფორმა (ზამთრის)

1. ზამთრის ყოველდღიური ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი მოკლე პალტო, ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ღია ნაცრისფერი პერანგი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ზამთრის გამოსასვლელი ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი მოკლე პალტო, მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, ღია ნაცრისფერი პერანგი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

ყოველდღიური ფორმა გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №4

მამაკაცის ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო)

ყოველდღიური ფორმა – მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე პიჯაკი, თამბაქოსფერი თბილი პულოვერი, მუქი მწვანე კეპი, მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი, მუქი მწვანე პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №5

მამაკაცის ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო) გამოსასვლელი

ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №6

მამაკაცის ფორმა (ზაფხულის)

ყოველდღიური ფორმა – მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე კეპი, თამბაქოსფერი მოკლემკლავიანი პერანგი გახსნილი საყელოთი (მწვანე მოკლემკლავიანი პოლო მაისური); ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №7

მამაკაცის ფორმა (ზამთრის)

ყოველდღიური ფორმა – მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე მოკლე ქურთუკი (დათბილული), მუქი მწვანე კეპი, თამბაქოსფერი პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №8

ქალის ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო)

ყოველდღიური ფორმა – მუქი მწვანე შარვალი (მუქი მწვანე ქვედა კაბა), მუქი მწვანე პიჯაკი, თამბაქოსფერი პერანგი, თამბაქოსფერი თბილი პულოვერი, მუქი მწვანე კეპი, მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი, შავი ჰალტსუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №9

ქალის ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო) გამოსასვლელი

ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი (მუქი ლურჯი ქვედა კაბა), მუქი ლურჯი პიჯაკი, თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, შავი ჰალტსუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №10

ქალის ფორმა (ზაფხულის)

ყოველდღიური ფორმა – მუქი მწვანე შარვალი, თამბაქოსფერი მოკლემკლავიანი პერანგი (მწვანე მოკლემკლავიანი პოლო მაისური) მუქი მწვანე კეპი, შავი ჰალტსუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №11

ქალის ფორმა (ზამთრის)

ყოველდღიური ფორმა – მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე მოკლე ქურთუკი (დათბილული), მუქი მწვანე კეპი, თამბაქოსფერი პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №12

მამაკაცის ფორმა

1. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო) – მუქი მწვანე შარვალი, თამბაქოსფერი თბილი პულოვერი, მუქი მწვანე კეპი, თამბაქოსფერი პერანგი, შავი ჰალსტუხი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის) – მუქი მწვანე შარვალი, თამბაქოსფერი მოკლემკლავიანი პერანგი გახსნილი საყელოთი (მწვანე მოკლემკლავიანი პოლო მაისური), მუქი მწვანე კეპი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური (ზამთრის) – მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე მოკლე ქურთუკი (დათბილული), თამბაქოსფერი პერანგი, შავი ჰალსტუხი, მუქი მწვანე კეპი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

საგაზაფხულო – საშემოდგომო საზაფხულო ზამთრის

პლანშეტი №13

ქალის ფორმა

1. ყოველდღიური (საგაზაფხულო-საშემოდგომო) – მუქი მწვანე შარვალი (მუქი მწვანე ქვედა კაბა), მუქი მწვანე კეპი, თამბაქოსფერი პერანგი, თამბაქოსფერი პულოვერი, შავი ჰალსტუხი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური (ზაფხულის) – მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე კეპი, თამბაქოსფერი მოკლემკლავიანი პერანგი (მწვანე პოლო მაისური), შავი ჰალსტუხი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური (ზამთრის) – მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე ქურთუკი (დათბილული), თამბაქოსფერი პერანგი, შავი ჰალსტუხი, მუქი მწვანე კეპი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

საგაზაფხულო – საშემოდგომო საზაფხულო ზამთრის

პლანშეტი №14

გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველო

1. საველე ფორმა – დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) კეპი, დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) დათბილული ქურთუკი, დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) დათბილული ქუდი, დამცავი ფერის (ღია ხაკისფერი) შარვალი, შავი მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. საველე ფორმა – ღია ხაკისფერი კეპი (ბერეტი), ღია ხაკისფერი ქურთუკი, ღია ხაკისფერი შარვალი, მწვანე პულოვერი, შავი მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

1 2

პლაშეტი №15

სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო

1. საველე ფორმა – შავი კეპი, შავი შარვალი, შავი გრძელმკლავიანი მაისური, შავი ქურთუკი (დათბილული), შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. საველე ფორმა – შავი კეპი, შავი შარვალი, შავი გრძელმკლავიანი მაისური, შავი ხებე, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შავი პულოვერი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

1 2

პლანშეტი №16

გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველო

ყოველდღიური ფორმა – მუქი ნაცრისფერი შარვალი, ნაცრისფერი გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ნაცრისფერი პულოვერი, ნაცრისფერი პოლო მაისური, მუქი ნაცრისფერი კეპი, მუქი ნაცრისფერი ჟილეტი (დათბილული), მუქი ნაცრისფერი ქურთუკი (დათბილული), შავი დაბალყელიანი ფეხსაცმელი (ბათინკი), შავი ქამარი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №17

1. გენერლის ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ვაზის წნულის ვერცხლისფერი ორნამენტი, სტილიზებული ვარსკვლავი ლურჯ და ვერცხლის ფერებში.

2. ოფიცრის წინაფრიანი ქუდის ემბლემა (კოკარდა) – სტილიზებული ვარსკვლავი იასამნისფერ და ვერცხლის ფერებში.

3. წინაფრიანი ქუდის (კეპის) კოკარდა – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა.

[pic]

პლანშეტი №18

1. იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, ერთი ვარსკვლავით.

2. იუსტიციის გენერალ-მაიორის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

3. იუსტიციის პოლკოვნიკის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით.

4. იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

5. იუსტიციის მაიორის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ერთი ვარსკვლავით.

6. იუსტიციის კაპიტნის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ოთხი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

7. იუსტიციის უფროსი ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) სამი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

8. იუსტიციის ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ორი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

9. იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ერთი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

10. იუსტიციის ზემდეგის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი ფართო ზოლით.

11. იუსტიციის უფროსი სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი სამი ზოლით.

12. იუსტიციის სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი ორი ზოლით.

13. იუსტიციის უმცროსი სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ვერცხლისფერი ერთი ზოლით.

14. იუსტიციის რიგითის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი).

სამხრეები პიჯაკისათვის:

1. იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, ერთი ვარსკვლავით.

2. იუსტიციის გენერალ-მაიორის სამხრე – შავი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

3. იუსტიციის პოლკოვნიკის სამხრე – შავი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით.

4. იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკის სამხრე – შავი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით.

5. იუსტიციის მაიორის სამხრე – შავი სამხრე ვერცხლისფერი კანტებით, ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტით, ერთი ვარსკვლავით.

6. იუსტიციის კაპიტნის სამხრე – შავი სამხრე ოთხი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

7. იუსტიციის უფროსი ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე სამი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

8. იუსტიციის ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე ორი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

9. იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე ერთი ვერცხლისფერი ვარსკვლავით (მცირე).

[pic]

პლანშეტი №19

1. სამკლაური ემბლემა;

2. გენერლის ღილკილო;

3. ოფიცრის ღილკილო;

4. ღილები – ვერცხლისფერი;

5. ჰალსტუხის სამაგრი;

6. გენერლის ქუდის წინაფრის ვერცხლისფერი ორნამენტი და ქამარი;

7. გვარის აღმნიშვნელი სამკერდე ფირნიში (შავზე ვერცხლისფერი წარწერა, ვერცხლიფერზე შავი წარწერა).

[pic]

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის N170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.06.2016.
როდის იქნა მიღებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის N170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის N170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №73. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.038.016667.
რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის N170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის N170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის N170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის N170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №73, 08.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016667 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3286846/