სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№03065/20292
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

2016 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) მთლიანი კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი (შემდგომში „CAR“), რომელიც დათვლილია საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში „სებ“) მეთოდოლოგიით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 12 თებერვლის №18/04 ბრძანებით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ კაპიტალადეკვატურობის კოეფიციენტის გამოანგარიშების წესის შესახებ, შეადგენს 19.81%-ს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მინიმალურ 12%-იან ზღვარს და საკმარისად აღემატება მიზნობრივ 18%-იან ზღვარს. 2016 წლის აპრილის ბოლოს მდგომარეობით, „CAR“ შეადგენს 20.8%-ს და მოსალოდნელია რომ იგი დამატებით გაიზრდება 20.9%-მდე 2016 წლის მაისის ბოლოსთვის და გადააჭარბებს 21%-ს 2016 წლის ივნისში.

საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „ბანკის“ ზრდა 2016 წლის განმავლობაში განხორციელდება ნელი ტემპით, ამასთან, 2016 წლისთვის „ბანკის“ საშუალო ზრდის ხელშეწყობა შესაძლებელია „ბანკის“ შიგნით გენერირებული დამატებითი კაპიტალის ხარჯზე, და შესაბამისად, „ბანკს“ გააჩნია გარკვეულწილად ჭარბი ოდენობის საზედამხედველო კაპიტალი, იმისათვის რომ გაანაწილოს მოგება და გასცეს დივიდენდი როგორც ჩვეულებრივ, ისე პრივილეგირებული აქციების მფლობელ აქციონერებზე.

აქედან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერთა საერთო კრების (შემდგომში „საერთო კრება“) ჩატარება დაგეგმილია 2016 წლის 10 ივნისს 10:00 საათზე. „ბანკის“ აქციონერთა „საერთო კრების“ დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

a) 2015 წლის „ბანკის“ აუდირებული კონსოლიდირებული IFRS ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება;

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, დაამტკიცონ „ბანკის“ 2015 წლის აუდირებული კონსოლიდირებული IFRS ფინანსური ანგარიშგება.

b) „ბანკის“ კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების (შემდგომში „პრივილეგირებული აქცია“) 2015 წლის კუთვნილი დივიდენდის (შემდგომში „პრივილეგირებული აქციების დივიდენდი“) გადახდის სააღრიცხვო თარიღის განსაზღვრა;

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, „პრივილეგირებული აქციები დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრონ 2016 წლის 27 ივნისი.

c) 2015 წლის კუთვნილი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის დამტკიცება 6,139,064 „პრივილეგირებულ აქციაზე“, რომელიც გამოშვებულია სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით, რეგისტრირებული პროსპექტის შესაბამისად. აღნიშნული „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ თანხის ჯამური ოდენობა განისაზღვრება 1,043,640.88 ლარით, ან 0.17 ლარით ერთ „პრივილეგირებულ აქციაზე“.

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, დაამტკიცონ 2015 წლის კუთვნილი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდა 6,139,064 „პრივილეგირებულ აქციასთან“ მიმართებაში, რომელიც გამოშვებულია სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით, რეგისტრირებული პროსპექტის შესაბამისად. აღნიშნული „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ თანხის ჯამური ოდენობა განისაზღვრება 1,043,640.88 ლარით, ან 0.17 ლარით ერთ „პრივილეგირებულ აქციაზე“.

d) 2015 წლის კუთვნილი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღის განსაზღვრა.

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღად განსაზღვრონ 2016 წლის 12 ივლისი.

e) 2015 წლისთვის „ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის (შემდგომში „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდი“) გადახდის სააღრიცხვო თარიღის განსაზღვრა;

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრონ 2016 წლის 27 ივნისი.

f) 2015 წლის კუთვნილი „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის დამტკიცება 4,456,826,027 ჩვეულებრივ აქციასთან მიმართებაში, რომელიც გამოშვებულია სააღრიცხვო თარიღისთვის და უფლებამოსილია „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ მიღებაზე. „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ თანხის ჯამური ოდენობა განისაზღვრება 10,000,000 ლარით, ან 0.00224 ლარით ერთ ცალ ჩვეულებრივ აქციაზე, ამასთან, „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის წინაპირობაა ის, , რომ „სებ“ არ იქნება აღნიშნულის წინააღმდეგი; და

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, დაამტკიცონ 2015 წლის კუთვნილი „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდა 4,456,826,027 ჩვეულებრივ აქციასთან მიმართებაში, რომელიც გამოშვებულია სააღრიცხვო თარიღისთვის და უფლებამოსილია „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ მიღებაზე. „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ თანხის ჯამური ოდენობა განისაზღვრება 10,000,000 ლარით, ან 0.00224 ლარით ერთ ცალ ჩვეულებრივ აქციაზე, ამასთან, „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის წინაპირობაა ის, , რომ „სებ“ არ იქნება აღნიშნულის წინააღმდეგი.

g) 2015 წლის „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღის განსაზღვრა;

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს, „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღად განსაზღვრონ 2016 წლის 12 ივლისი.

„ბანკის“ აქციონერთა „საერთო კრება“ გაიმართება სს „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში შემდეგ მისამართზე: ლიბერთი თაუერი, მე-6 სართული, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74, თბილისი 0162, საქართველო.

 აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 10 ივნისს, 9:00 საათზე.

აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2016 წლის 12 მაისი.

აქციონერთა „საერთო კრებაში“ მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2016 წლის 31 მაისიდან სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების რეგისტრატორთან - სს „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ №71, კორპუსი 10, მე-7 სართული.

ალექსი ხოროშვილი

გენერალური დირექტორი

სს „ლიბერთი ბანკი“