„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი II-ის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება
მიღების თარიღი 07.03.2016
ძალაში შესვლა 13.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №57/24
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016396
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის თაობაზე" ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500’000’000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 100’000’000 (ასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (II) თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების შესახებ საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი II-ის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება
„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი II-ის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება
(პროექტი)
(იაპონიის ნოტა)
თქვენო აღმატებულებავ,
მაქვს პატივი დაგიდასტუროთ იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიღებული შეთანხმება იაპონური სესხის შესახებ, რომლის გამოყოფის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა და ხელი შეუწყოს განვითარების ღონისძიებებს:
1. არაუმეტეს ოთხი მილიარდ ოთხას ათი მილიონი (¥4 410 000 000) იაპონური იენის ოდენობის სესხი (შემდეგში „სესხი“) საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი იქნება იაპონიის სათანადო კანონებისა და წესების შესაბამისად, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (II)-ის (შემდგომში „პროექტი“) განსახორციელებლად.
2. (1) სესხი გამოყოფილი იქნება საქართველოს მთავრობასა და JICA-ს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე. სესხის პირობები და გამოყენების პროცედურები განსაზღვრული იქნება აღნიშნული სასესხო ხელშეკრულებით, არსებული შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის, შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
(ა) სესხის დაბრუნების ვადა იქნება თვრამეტი (18) წელი შვიდწლიანი (7) შეღავათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ;
(ბ) საპროცენტო განაკვეთი იქნება ერთი მთელი, ოთხი მეათედი (1.4%) პროცენტი წლიურად;
(გ)მიუხედავად ზემოაღნიშნული (ბ) ქვეპუნქტისა, სესხის თანხიდან პროექტის კონსულტანტებისთვის განხორციელებული გადახდებისათვის სესხის თანხის ამ ნაწილზე საპროცენტო განაკვეთი იქნება ნული მთელი, ერთი მეასედი (0.01%) წლიურად;
(დ) სესხის თანხების გამოთხოვის ვადა იქნება შვიდი (7) წელი აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან.
(2) (1) ქვეპუნქტში აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება გაფორმდება მას შემდეგ, რაც JICA-სთვის მისაღები იქნება პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობით პროექტის გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით.
(3) (1) (დ) ქვეპუნქტში აღნიშნული სესხის თანხების გამოთხოვის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ორი მთავრობის უფლებამოსილი პირების თანხმობით.
3. (1) სესხის თანხებით შესაძლებელი იქნება დაფარულ იქნეს ქართული მხარის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ნებადართული ქვეყნების მომწოდებლებისათვის, კონტრაქტორებისათვის და/ან კონსულტანტებისათვის გადასახდელი და/ან უკვე გადახდილი თანხები, იმ კონტრაქტებისთვის, რომლებიც გაფორმებულია და/ან გაფორმდება მათ შორის პროდუქციის შესასყიდად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროდუქცია და მომსახურება შესყიდულია ასეთი ნებადართული ქვეყნებიდან და /ან ნაწარმოებია ამ ქვეყნებში.
(2) (1) ქვეპუნქტში აღნიშნული ნებადართული ქვეყნების სია შეთანხმდება ორივე მთავრობის შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.
(3) სესხის თანხის ნაწილი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებადართული ადგილობრივი ვალუტით პროექტის განხორციელების მიზნით განხორციელებულ გადახდებზე.
4. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ მე-3 მუხლის (1) ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქტები და/ან მომსახურება შესყიდული იქნება JICA-ს შესყიდვების წესების შესაბამისად, რომელშიც მათ შორის განსაზღვრავს, რომ გამოყენებული უნდა იქნეს საერთაშორისო კონკურენტული ტენდერის პროცედურები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პროცედურები შეუსაბამოა ან შეუძლებელია მათი გამოყენება.
5. სესხის ფარგლებში შესყიდული პროდუქციის საზღვაო გადაზიდვებთან და დაზღვევასთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობა არ შემოიღებს რაიმე სახის შეზღუდვებს, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფალ კონკურენციას საზღვაო გადამზიდავებსა და საზღვაო სადაზღვევო კომპანიებს შორის.
6. იაპონიის მოქალაქეები, თუ მათი მომსახურება საჭირო გახდება მე-3 მუხლის (1) ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქტების და/ან მომსახურების მიწოდებისათვის, უზრუნველყოფილი იქნებიან იმ აუცილებელი პირობებით, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს მათი საქართველოში შემოსვლისათვის, ყოფნისათვის და სამუშაოს შესრულებისათვის (პროექტის ფარგლებში).
7. საქართველოს მთავრობა გაათავისუფლებს:
(ა) JICA-ს საქართველოში არსებული ყველა სახის გადასახადებისაგან და მოსაკრებლებისაგან სესხთან ან მისაგან მიღებულ პროცენტებთან მიმართებაში;
(ბ) იაპონიის კომპანიებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც მიმწოდებლები, კონტრაქტორები და/ან კონსულტანტები სესხის ფარგლებში განხორციელებული პროდუქციის მიწოდებით და/ან მომსახურების გაწევით მიღებულ შემოსავალზე საქართველოში არსებული ყველა სახის გადასახადებისაგან და მოსაკრებლებისაგან;
(გ) იაპონიის კომპანიებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც მიმწოდებლები, კონტრაქტორები და/ან კონსულტანტები საქართველოში საქონლის იმპორტზე და რეექსპორტზე არსებული ყველა სახის გადასახადებისაგან და მოსაკრებლებისაგან პროექტის განსახორციელებლად საჭირო მათ კუთვნილ მოწყობილობებთან და ნივთებთან მიმართებაში; და
(დ) პროექტის განსახორციელებლად დაქირავებულ იაპონელ თანამშრომლებს, საქართველოში არსებული ყველა სახის გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან იმ იაპონური კომპანიებისგან მიღებულ მათ პირად შემოსავალთან მიმართებაში, რომელი კომპანიებიც პროექტის განსახორციელებლად მოქმედებენ როგორც მიმწოდებლები, კონტრაქტორები და/ან კონსულტანტები.
8. საქართველოს მთავრობა ყველა ზომას მიიღებს, რათა:
(ა) სესხი გამოყენებულ იქნეს სათანადოდ და მხოლოდ და მხოლოდ პროექტისათვის;
(ბ) სესხის ფარგლებში, პროექტის განხორციელებისას, უზრუნველყოს და დაიცვას დაქირავებული პირების უსაფრთხოება ნაგებობების მშენებლობისას და მათი გამოყენებისას;
(გ) უზრუნველყოს, რომ სესხის ფარგლებში აშენებული ნაგებობების მოვლა-შენახვა განხორციელდება სათანადოდ და ეფექტურად არსებული შეთანხმების ფარგლებში.
9. საქართველოს მთავრობა, მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდებს იაპონიის მთავრობასა და JICA-ს:
(ა) პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მონაცემებს; და
(ბ) პროექტთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ ინფორმაციას.
10. ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შეიძლება წამოიჭრას არსებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ორივე მთავრობა გამართავს ურთიერთკონსულტაციებს.
მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ წინამდებარე ნოტა და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით დაადასტურებს ზემოაღნიშნულ შეთანხმებას, იქნება ხელშეკრულება ორ მთავრობას შორის, რომელიც ძალაში შევა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის საჭირო აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ იაპონიის მთავრობისათვის გაგზავნილი შეტყობინების მიღების დღიდან.
ვსარგებლობ შემთხვევით, რათა გამოვხატო და დაგიდასტუროთ თქვენი აღმატებულების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემა.
(საქართველოს ნოტა)
თქვენო აღმატებულებავ,
მაქვს პატივი დაგიდასტუროთ, დღევანდელი დღით დათარიღებული თქვენი აღმატებულების ნოტის მიღება, რომელიც იკითხება შემდეგნაირად:
„(იაპონიის ნოტა)“
მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით დაგიდასტუროთ, ზემოაღნიშნული შეთანხმება და თანხმობა იმის შესახებ, რომ თქვენი აღმატებულების ნოტა და წინამდებარე საპასუხო ნოტა, წარმოადგენს ხელშეკრულებას ორ მთავრობას შორის, რომელიც ძალაში შევა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის საჭირო აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ იაპონიის მთავრობისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
ვსარგებლობ შემთხვევით, რათა გამოვხატო და დაგიდასტუროთ თქვენი აღმატებულების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემა.
(პროექტი)
(იაპონიის ვერბალური ნოტა)
საქართველოში იაპონიის საელჩო გამოხატავს პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი და აქვს პატივი დაეყრდნოს საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის 201- წლის - ---- დათარიღებული ნოტების გაცვლით დადებული შეთანხმების მე-3 მუხლის (2) ქვეპუნქტს, რომელიც ეხება იაპონიის სესხს, რომლის გამოყოფის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა და ხელი შეუწყოს განვითარების ღონისძიებებს.
საელჩოს აქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ ზემოაღნიშნული ნოტების გაცვლით დადებული შეთანხმების ქვეპუნქტში მოხსენიებული ნებადართული ქვეყნებია ყველა ქვეყანა და არეალი.
(პროექტი)
(საქართველოს ვერბალური ნოტა)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს პატივისცემას საქართველოში იაპონიის საელჩოსადმი და აქვს პატივი დაგიდასტუროთ ამ უკანასკლნელის 201- წლის - ------ დათარიღებული ნოტის მიღება.
სამინისტროს აქვს პატივი საელჩოს აცნობოს, რომ ზემოაღნიშნული ვერბალური ნოტით შემოთავაზებული წინადადება მისაღებია საქართველოს მთავრობისათვის.
(პროექტი)
განხილვის ჩანაწერი
იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 201- წლის - ---- დათარიღებული ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ნოტები“), რომელიც ეხება იაპონიის სესხს, რომლის გამოყოფის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა და ხელი შეუწყოს განვითარების ღონისძიებებს, იაპონიის დელეგაციის და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს სურვილი აქვთ გააკეთონ შემდეგი ჩანაწერები:
1. ნოტების მე-3 მუხლის (1) ქვეპუნქტთან დაკავშირებით, იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ნოტების პირველ მუხლში აღნიშნული სესხი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „სესხი“) შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს იმ გადახდებზე, რომლებიც განხორცილდა და/ან უნდა განხორციელდეს 2015 წლის 1 დეკემბრის შემდეგ.
2.ნოტების მე-3 მუხლის (3) ქვეპუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ადგილობრივი ვალუტის ფარგლებში მოთხოვნილი ხარჯების დაფინანსებას პროექტის (შემდგომში მოხსენიებული როგორც „პროექტი“) განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნულია ნოტების პირველ მუხლში, იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ:
ა) ადგილობრივი ვალუტის ასეთი მოთხოვნები ისეთი როგორიცაა ძირითადი ადმინისტრაციული ხარჯები, მშენებლობის პერიოდში პროცენტი, გადასახადები და მოსაკრებლები, ოფისთან დაკავშირებული ხარჯები, განმახორციელებელი სააგენტოს თანამშრომელთა ანაზღაურების და ბინის ქირის ხარჯები, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება პროექტის განხორციელებას, ისევე როგორც მიწის საკუთრების შესყიდვის ხარჯები, კომპენსაცია და მსგავსი ხარჯები, არ იქნება განხილული როგორც სესხის თანხიდან დასაფინანსებელი ნებადართულ ხარჯებად; და
ბ) პროდუქტების და/ან მომსახურების შესყიდვა განხორციელდება კონკურენტული ტენდერის მეშვეობით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი პროცედურების გამოყენება არ არის სავალდებულო ან არარელევანტურია.
3. სესხთან დაკავშირებით, იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტის ფარგლებში ნებისმიერი დაფინანსება რომელიც გადააჭარბებს სესხის თანხას, რომელიც მოცემულია სასესხო ხელშეკრულებაში, რომელიც თავის მხრივ მოხსენიებულია ნოტების მეორე მუხლის (1) ქვეპუნქტში, შესრულებული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ რათა უზრუნველყოფილი იქნეს პროექტის შეუფერხებელი განხორციელება.
4.ნოტების მე-8 მუხლთან დაკავშირებით, იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ:
ა) აღნიშნულ მუხლში მითითებული აუცილებელი ზომები, მათ შორის ზომები რომელიც კრძალავს რაიმე სახის შეთავაზებას, საჩუქარს ან გადახდას, საზღაურს ან სარგებელს რაც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც კორუფციული პრაქტიკა საქართველოში და რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ კონტრაქტებთან, რომლებიც დადებული იქნება ნოტათა გაცვლის პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმის (3) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით; და
ბ) საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ შესყიდვის აუდიტი განხორციელებული იყოს დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ, რომლებსაც დანიშნავს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (შემდგომში მოხსენიებული როგორც „JICA”) და აუდიტორებისთვის გადახდა მოხდება JICA-ს ხარჯებით, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობა და კონკურენტუნარიანობა, იმ შემთხვევაში, თუ JICA საჭიროდ ჩათვლის ასეთი აუდიტის განხორციელებას.
5. ნოტათა გაცვლის მე-9 პარაგრაფის გათვალისწინებით, იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობას ესმის, რომ:
ა) სხვა ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულია ხსენებული პარაგრაფის (ბ) ქვეპარაგრაფში მოიცავს ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებულ კორუფციულ პრაქტიკაზე; და
ბ) საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციისა და მონაცემების წყაროს სანდოობას.
6. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი აქვს საწინააღმდეგო იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლის ზემოაღნიშნული განცხადებების მიმართ.