ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.05.2016
ძალაში შესვლა 06.05.2016
ძალის დაკარგვა 08.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016123
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სახელი და გვარი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.12.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.09.2015
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2016 წლის 20 მაისი
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1).
2. დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ფორმა (დანართი №2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 06 მაისის №9 დადგენილება (matsne.gov.ge; 13/05/2016, 010250000.35.175.016122).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 6 მაისიდან.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი №1
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებში, მის ორგანოთა მუშაობაში (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) მონაწილეობის მიღებისათვის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილების მიღებისათვის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 412 (ოთხას თორმეტი) ლარითა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა, კომისიების სხდომებსა და დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილების მიღებისთვის ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით.
2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, ყოველი თვის 01 (პირველი) რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (დანართი № 2).
3. საკრებულოს წევრის, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან/და სატაბელო ფურცლით.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა განცხადება წერილობითი ან ელექტრონული სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
5. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის – 30 (ოცდაათი) ლარი.
6. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საერთოდ არ აუნაზღაურდება დადგენილი ხარჯის ოდენობა ამ მუხლში აღნიშნული მოვალეობების საანგარიშო თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შუსრულებლობისათვის.
მუხლი 4🔗.
საკრებულოს წევრების ხარჯების დადასტურება და ანაზღაურება
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრის(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ანაზღაურებული უნდა იქნეს ასევე შესაბამისი ხარჯი ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობის ფარგლებში.
მუხლი 5🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ყოველი მომდევნო თვის პირველ სხდომაზე მიღებული განკარგულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური, საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს ყოველთვიურად, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
დანართი №2
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან
დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემები
(თვე, წელი)
№
სახელი და გვარი
საკრებულოს სხდომაზე დასწრება
კომისიის სხდომაზე დასწრება
გაცდენა
საპატიო
არასაპატიო
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის უფროსი
სახელი/გვარი:
ხელმოწერა: