ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.05.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2016
matsne.gov.ge 2,118 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.02.2022 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 20.08.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.01.2019 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2016 წლის 20 მაისი დაბა სტეფანწმინდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვთმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“  საქართველოს კანონის  29-ე მუხლის   შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად  გათვალისწინებული თანხების  განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესი, დანართ № 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის  ბარათი, დანართ №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი დანართი №1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად  გათვალისწინებული  თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი მუხლი 1🔗 1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი” (შემდგომში – წესი) აწესრიგებს:   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს. 2.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოებთან განისაზღვრება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის (შემდგომში – გამგეობა) განცხადებით მიმართვის უფლება აქვს გამგეობაში აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ამხანაგობა). ამხანაგობის თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 01 ნოემბრისა, გამგეობას წარუდგენს მომდევნო წლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათს (ფორმა №1), ხოლო ყოველი კვარტალის ბოლო თვის  15 რიცხვამდე მიმდინარე კვარტალის განახლებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათს (ფორმა №1).  მუხლი 2🔗 1. განცხადება მიიღება ყოველი თვის 1-დან 10 რიცხვის ჩათვლით. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს: ა) შესაბამისი გამგეობის დასახელებას; ბ) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; გ) პრობლემის არსს, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული პრობლემების მიმოხილვას, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; დ) ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იქნეს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები და რომელიც  უნდა ეფუძნებოდეს მომსახურე მეწარმე სუბიექტის მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვას;   ე) მომსახურე მეწარმე სუბიექტის დასახელებას, რომელიც შეასრულებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს; ვ) ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელსა და გვარს, ხელმოწერებს, ბინისა და ტელეფონის ნომრებს; ზ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სრულდება მრავალბინიანი სახლის ერთ სადარბაზოში, ამხანაგობას შეუძლია, „ვ” ქვეპუნქტის ნაცვლად, წარადგინოს ამ სადარბაზოს ამხანაგობის წევრთა სახელი და გვარი, ხელმოწერები, ბინისა და ტელეფონის ნომრები. 3. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განცხადებაში, შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 20%; ბ) შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 20%; გ) შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების შემთხვევაში – 15%; დ) სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების შემთხვევაში – 20%; ე) ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენის და/ან სადარბაზოს კარების დამზადების და მონტაჟის შემთხვევაში – 20%; ვ) ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირების (წითელ ხაზებში მოქცევა) შემთხვევაში – 40%; ზ) პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები , რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით  დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით ) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის შემთხვევაში – 20%; თ) ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის შემთხვევაში – 20%; ი) სადარბაზოს შიდა და სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის სარემონტო სამუშაოები, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული თაღების რემონტის შემთხვევაში – 20%; კ) საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენის შემთხვევაში – 20%; ლ) სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების შემთხვევაში – 10%; 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით და მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვებს, დეფექტურ აქტებს, საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზას, მიმდინარე სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას  და შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურებას (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამუშაოზე) განახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ   შექმნილი კომისია. შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„ლ“ ქვეპუნქტების და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრე წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებულ 65 000 ან 65 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრს, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილს 100%-ით დაფარავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  გამგეობა.  ამ პუნქტის მიზნებისთვის, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილის განსასაზღვრად ამხანაგობის მიერ გაწეული ხარჯი თანაბრად ნაწილდება ყველა მესაკუთრეზე. 6. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) გამგეობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი; ბ) ამხანაგობის მიერ შერჩეული, მეწარმე სუბიექტის მიერ მომზადებული დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის დედანი; გ)30 000 (ოცდაათი  ათასი) ლარზე ნაკლების ღირებულების სამუშაოების  წარმოებისას შემსრულებელი მეწარმე სუბიექტის არანაკლებ 6000 (ექვსი ათასი) ლარის ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა სამუშაოების ჩატარების თაობაზე. მუხლი 3🔗 1. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობის გამაგრების სამუშაოები მოიცავს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებას, სადაც ამხანაგობის თანამონაწილეობის წილი შეადგენს – 10%-ს. 2. სამუშაოს, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისად განხორციელებას ზედამხედველობას უწევს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ავტორი. ამხანაგობა ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ გამგეობას წარუდგინოს შესაბამისობის შესახებ დასკვნა. მუხლი 4🔗 1. გამგეობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღრიცხავს ამხანაგობების მიერ შემოტანილ განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. 2. გამგეობა ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია; ბ) თუ შესასრულებელი სამუშაო უკვე შესრულებულია პროგრამის ფარგლებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა; გ) თუ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი შედგენილია დარღვევით, რაც დადასტურებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ორგანიზაციის საექსპერტო დასკვნით და ამხანაგობა უარს აცხადებს მის კორექტირებაზე; დ) ამოიწურა გასაცემი თანხების ლიმიტი; ე) თუ შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების აუცილებლობა; ვ) თუ დარღვეულია ამ წესის მოთხოვნები. 4. განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება: (6.04.2015 N7–29) ა) სახურავის შესაკეთებელ სამუშაოებს; ბ) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს; გ) შენობის მდგრადობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების სამუშაოებს; დ) პანელოვან შენობებში სართულშუა ნაპრალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 5. ის პრიორიტეტი, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-4 პუნქტში და რომელსაც, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, შეიძლება სხვა წარმოდგენილ განცხადებებში უპირატესობა მიენიჭოს, განისაზღვროს რაიონის გამგებლის სამართლებრივი აქტით, რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. მუხლი 5🔗 1. ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, თვითონ გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის მეწარმე სუბიექტთან, რომელიც განახორციელებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს. 2. ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, გამგეობას წარუდგინოს: ა) მეწარმე სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულების დედანი; ბ) ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის, ავანსის სახით, გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის დედანი/ასლი. 3. ამხანაგობა არ არის უფლებამოსილი, განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ შეცვალოს შემსრულებელი მეწარმე სუბიექტი. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2  პუნქტის დარღვევა გამოიწვევს განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამხანაგობის თავმჯდომარის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნული დარღვევის მიზეზს შესაბამისი მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი მიიჩნევს საპატიოდ.   მუხლი 6🔗 1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი, მე-2  პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გამგეობა დებს ხელშეკრულებას ამხანაგობასთან, მისთვის გადასაცემი თანხის განკარგვისა და შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების  შესახებ. 2. ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით, გამგეობაში წარადგინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული ორგანიზაციის მიერ დადასტურებული, შესრულებული სამუშაოს თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში, რის საფუძველზეც გამგეობა ახორციელებს საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს გამგეობაში, სამუშაოს დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 4. ამხანაგობა პასუხისმგებელია, მის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის შესაბამისობაზე ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან. 5. თუ მეწარმე სუბიექტი დაარღვევს ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (სამუშაოს დასრულების ვადა, გარანტია და სხვ.), გამგეობას უფლება ეძლევა შემდგომში არ დააკმაყოფილოს ამხანაგობის ის განცხადება, რომელსაც საფუძვლად ედება ზემოაღნიშნული მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილი  დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა. მუხლი 7🔗 1. ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ამხანაგობის აღრიცხვაზე დასადგომად გამგეობას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი; დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი,; ვ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ; ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს. 2. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს  მუნიციპალიტეტის  გამგებლის თანხმობას. მუხლი 8🔗 1. ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) ამხანაგობის მისამართი; ბ) ამხანაგობის სახელი; გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო; დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა; ზ) დღის წესრიგი; თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; კ) გადაწყვეტილება; ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა. 2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. მუხლი 9🔗 1. გამგეობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე, გამგეობა გასცემს აღრიცხვის ფურცელს. 2. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. მუხლი 10🔗 1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი გამგეობას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები; ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 2. გამგეობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 11🔗 1. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-8 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების გამგეობაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 12🔗 1. ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 13🔗 ამხანაგობის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მუხლი 14🔗 ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართიN2                                                                                                                                  ფორმა №1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათი 1.  ამხანაგობა -------------------------------------------------------------------------                            (დასახელება, მისამართი, რეგისტრაციის რიცხვი, თვე, წელი) ------------------------------------------------------------------------------------------ 2.  ამხანაგობის თავმჯდომარის სახელი, გვარი და მოქმედების ვადა ------------- მისამართი  -------------------------------------------------------------------------------- პირადი № ----------------- დაბადების თარიღი /---/---/------/  ტელ. ---------------  3.  საცხოვრებლის ფორმა --------------------------------------------------------------- (კორპუსი (სადარბაზოს რაოდენობა, სართულის რაოდენობა); იტალიური; ქალაქური  და სხვა) ------------------------------------------------------------------------------------------------- 4.  ამხანაგობის წევრთა რაოდენობა; (ამხანაგობიდან რამდენი წევრი იმყოფება ფაქტობრივ მისამართზე) •  წევრთა სრული რაოდენობა ------------------------------------------ •  რეგულარული ---------------------------------------------------------------- •  დაკეტილი ---------------------------------------------------------------------- •  ქირავნობა ან სარგებლობის სხვა ფორმა ---------------------------------- 5.  ამხანაგობის მიერ განხორციელებული პროგრამები: (დიახ/ გთხოვთ, მიუთითოთ განხორციელებული სამუშაოების წელი) •  შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთება ----------------------------- •  შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთება ---------------------------- •  შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთება ---------------- •  სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთება ------------------------ •  ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენის და/ან სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი ---------------  ---------------------------- •  ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირება (წითელ ხაზებში მოქცევა) ----------------------- •  პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით      დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია --------------- • ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრა ----------------------- •  სადარბაზოს შიდა, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული თაღების რემონტი --------------- • ამორტიზებული (მწყობრიდან გამოსული) ლიფტების მოდერნიზაცია (კაპიტალური შეკეთება) ------------- •  საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენა --------------------- •  სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟება ------------------------ •  არაუმეტეს სამსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება--------------------------------------------------- •  ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრება-------------------------------------------------- •  მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ინდივიდუალური ბინების შესასვლელებიდან გეოთერმული ცხელი წყლის საზომი სისტემის თითოეულ ბინაში  საბოლოო მოხმარების წერტილებთან დაკავშირება  -------- ------------------------ •  ე.წ. ,,თბილისურ ეზოებში“ საერთო სარგებლობის აივნების აღდგენა   ----------------- •  ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა--------------------------------------------------- •  სადარბაზოს შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიოსისტემის ე.წ. ,,დომოფონის" დამონტაჟება ------------------- 6.  რა იგეგმება ამხანაგობის მიერ მომდევნო წლის მანძილზე, კვარტალურად პროგრამის ფარგლებში/რა იგეგმება ამხანაგობის მიერ მიმდინარე წლის მანძილზე, კვარტალურად პროგრამის ფარგლებში: •  პირველი კვარტალი ----------------------------------------------------------------------- •  მეორე კვარტალი   -------------------------------------------------------------------------- •  მესამე კვარტალი   -------------------------------------------------------------------------- •  მეოთხე კვარტალი  ------------------------------------------------------------------------- 7.  ამხანაგობისთვის პროგრამის გარეთ განსახორცილებელი სამუშაოები : (გამაგრებითი სამუშაოები, ტერიტორიის კეთილმოწყობა, გამწვანება, სპორტული მოედანი და ა.შ.) -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- 8.  შენიშვნა :---------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- /                 /      -----  ----------------------- წელი