საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№789
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.04.001.001.637
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 18/01/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) 73-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელნი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) წინასაარჩევნო დებატებისა და წინასაარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და ცესკოს გადასცენ ინფორმაცია: რა რიცხვიდან რა რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო; ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი; საეთერო დროის ტარიფი;

ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი არ უნდა დაეთმოს;

გ) დღიური ფასიანი საეთერო დრო თანაბრად უნდა განაწილდეს საარჩევნო სუბიექტებს შორის;

დ) დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს;

ე) პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

ვ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ უნდა დაუშვან წინასაარჩევნო სააგიტაციო გამოსვლა და პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.“.

2. მე-16 – მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. გაზეთს უფლება აქვს ამ მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით, წინასაარჩევნო რეკლამისთვის უფასო ფართობი გამოუყოს საარჩევნო სუბიექტს.

17. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფარ-თობი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელს, აგრეთვე საზოგადოებრივ მაუწყებელს და გაზეთს უფლება აქვთ ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.

18. თუ საარჩევნო სუბიექტი გამოიყენებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლში და ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნულ უფასო დროს, ფართობს, იგი ვალდებულია ეს ასახოს საარჩევნო ფონდის ანგარიშში მაუწყებლის, გაზეთის მხრიდან შემოწირულობის სახით, იმ ოდენობით, რაც ღირს შესაბამისი დროის, ფართობის ფასიანი გამოყენება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 დეკემბერი.

№789-რს

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.12.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №789. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.04.001.001.637.
სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, №789, 24.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.001.637 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32896/