საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.05.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/273
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016451
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/273
2016 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამმართველო წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას.
მუხლი 2🔗. სამმართველო ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
1. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) საქართველოს არსებული და პოტენციური კონკურენტუნარიანობის შეფასება და მათ გასაძლიერებლად ან შესაქმნელად/ჩამოსაყალიბებლად წინადადებების მომზადება;
ბ) ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) მსოფლიოში კონკურენტუნარიანობის საუკეთესო პრაქტიკის, კონკურენტული უპირატესობების შესწავლა და ანალიზი;
დ) საქართველოს სამეზობლო და ძირითად პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის მდგომარეობის ანალიზი და საქართველოზე მისი გავლენის შეფასება;
ე) პრიორიტეტებზე მორგებული საერთაშორისო პრაქტიკების მოძიება და მისი ანალიზის საფუძველზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების გეგმის სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ვ) კონკურენტუნარიანობის ამსახველი კვლევების შედეგებზე ანგარიშების მომზადება;
ზ) ინფორმაციისა და პრეზენტაციების მომზადება საინტერესო პრაქტიკების, გადაწყვეტილების გზების და მათი გავლენის შესახებ;
თ) საჯარო გამოსვლებისა თუ შეხვედრებისთვის, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის, უცხო ქვეყნების პრაქტიკის მაგალითების არგუმენტების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო რეიტინგებისა და სხვადასხვა ანალიტიკური კვლევებისათვის ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და რეფორმების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
კ) ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი გარემოებების იდენტიფიცირება და შეფასება;
ლ) მიღებული ან მისაღები გადაწყვეტილებების უარყოფითი ან დადებითი გავლენის შესაფასებლად შესაბამის აუდიტორიებთან კომუნიკაცია დამატებითი კონსულტაციების მიღების მიზნით და საჭირო ღონისძიებების ორგანიზება;
მ) საუკეთესო პრაქტიკის მოძიება გადაწყვეტილებების დადებითი ან უარყოფითი ეფექტიანობის შესაფასებლად და დასასაბუთებლად;
ნ) უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად ზოგადი ალტერნატიული გადაწყვეტის/რეკომენდაციების შემუშავება;
ო) ზეგავლენის ანალიზის ამსახველი ანგარიშების მომზადება;
პ) ზეგავლენის ანალიზისა და შეფასების განსახორციელებლად მიდგომების, ინსტრუქციების ჩამოყალიბება და პერიოდულად განახლება.
2. სამმართველო მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან.
3. სამმართველო, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.
მუხლი 3🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს სამმართველო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) სამმართველოს სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ კორესპონდეციას;
ვ) სამმართველოს სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას;
ზ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
5. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამმართველოს უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 4🔗. სამმართველოს მოსამსახურეები
1. სამმართველოს მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.
3. სამმართველოს მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის წინაშე.