„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14-38
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.016294
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14-38

2016 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში (ვებგვერდი, 04/01/2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016255) და დადგენილების პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის განხორციელების წესის” (დანართი №9):

1) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F06.0; F06.2; F20-F21; F25; F31; F33) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 18 წლის ასაკის ზემოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე (შემდგომში – მოსარგებლე), გარდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის – „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (პროგრამული კოდი: 35 03 03 01) დანართი №12-ის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეებისა.“;

2) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ ქვეპუნქტი:

„ბ.გ) მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტი მოსარგებლის ჰოსპიტალში მოთავსებისა და გაწერის თარიღის შესახებ, რის შემდეგ მოხდება მოსარგებლის ავტომატურად განმეორებითი ჩართვა ქვეპროგრამაში.“;

3) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის „ა.ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ.ა) ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი-ფსიქოთერაპევტი (გუნდისხელმძღვანელი), რომელსაც აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ფსიქიატრიაში, გავლილი აქვს სისტემური კრიზისული ინტერვენციის ან/და ფსიქო-ტრავმის ან/და კოგნიტურ-ბიჰევიორული სასწავლო საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით;“.

4) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ.გ) ოკუპაციური თერაპევტი, რომელსაც აქვს ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს თემში აქტიური (ასერტული) მკურნალობის სასწავლო საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით და აქვს, სულ მცირე, 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.05.2016.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 24.05.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14-38. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.101.016294.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №14-38, 24.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016294 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3291315/