ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2016
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016197
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 265 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის ,,ხელვაჩაურის დღეები“-ს ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.10.2023 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 77% 28.02.2018 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 76% 03.09.2018 თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 76% 24.08.2018 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 75% 23.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №22 2016 წლის 25 მაისი ქ. საჩხერე ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული  კანონის  ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  მე-16 მუხლის  მე-3  ნაწილის  და  61-ე  მუხლის  პირველი  და  მე-2  ნაწილების  საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო  დღესასწაულების  ორგანიზების წესი თანდართული დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე დანართი ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესი მუხლი 1🔗 ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო  დღესასწაულების  ორგანიზების  წესით  რეგულირდება ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების დაგეგმვა და გამართვა. მუხლი 2🔗 აღნიშნული  წესის  მიზანი  და  ამოცანაა  ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო დღესასწაულების,  ზეიმების  ორგანიზებით,  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  პრესტიჟისა  და ავტორიტეტის  ზრდა,  ეროვნული  მეურნეობის  განვითარებაში,  სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების  გადაჭრაში  მოსახლეობის  ფართო  ფენების  ჩაბმა,  მათი  სტიმულირება,  საჩხერის მუნიციპალიტეტში  აღზრდილი  ერის  წინაშე  ღვაწლმოსილი  ადამიანების  დაფასება  და  მათი ცხოვრება-საქმიანობის წესის მაგალითით მომავალი თაობების აღზრდა. მუხლი 3🔗 ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახლხო  დღესასწაულები  ტარდება  ყოველწლიურად. კონკრეტული  თარიღი  დგინდება  მუნიციპალიტეტში  არსებული  სიტუაციების  გათვალისწინებით. დღესასწაული  მოიცავს  ხალხური თვითშემოქმედების  საერთო  და  ჟანრობრივ  დათვალიერებებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებს. მუხლი 4🔗 მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო  დღესასწაულების  მომზადება-ჩატარებას  უზრუნველყოფს  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგეობა,  რომელიც  ამ  მისიას  ახორციელებს  მისადმი დაქვემდებარებული  სტრუქტურული  ერთეულებისა  და  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ  დაფუძნებული  კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. მუხლი 5🔗 ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო  დღესასწაულების  რეკლამირება  ხდება მუნიციპალიტეტის  ისტორიული  და  თანამედროვე  რეგალიების  გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ  საკითხთა (განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა)  კომისიასთან შეთანხმებით,  გამოიცემა სასუვენირო  ლიტერატურა,  მზადდება  მედალიონები,  არსდება  სხვადასხვა  შინაარსის  წოდებები, შესაბამისი  ატრიბუტიკა  და  საზეიმო  ვითარებაში  გადაეცემათ  სპეციალური  კომისიის  მიერ შერჩეულ ღვაწლმოსილ პიროვნებებს. მუხლი 6🔗 ადგილობრივი  მნიშვნელობის  სახალხო  დღესასწაულების  დაფინანსების  წყაროა  საჩხერის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში  წინასწარ  გათვალისწინებული  თანხები,  მოპოვებული  გრანტები  და საქველმოქმედო თანხები.