ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმებისა და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, გამარჯვებულზე გასაცემი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2016
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016268
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,009 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.06.2018 ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას და საკუთრების უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 20.11.2017 დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.02.2024 შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.08.2022 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმებისა და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, გამარჯვებულზე გასაცემი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2016 წლის 25 მაისი ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილისა და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში, გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას, პირობების გარეშე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემისას, ელექტრონული (პირობებით /უპირობოდ)  აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე დანართი №1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №------- (ტიპური ფორმა) „––––––“ „–––––––––––––––––––“ 20   წ . ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი              (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ოქმი გაიცა აუქციონში გამარჯვებულ პირზე (აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად, _______________________________________________________________________________ (ქონების დასახელება, მისამართი, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)  ქონების საწყისი ფასი --------------------------- (-------------------------------)                                                        ციფრები                                სიტყვიერად შემდგომი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge  ------------- (ლოტის ნომერი და თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ  შემოთავაზებული ფასის: ----------------- (----------–––––––--------------------------) ლარის       (ციფრებით)                                (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით  ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცემა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) - მყიდველი ვალდებულია დათქმულ ვადაში, ჯეროვნად შეასრულოს აუქციონის შემდეგი პირობები: ა)      ............................................................................................................. ბ)    ............................................................................................................... გ)    .................................................................................................................. და  ა.შ. აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: –––––––––––– (----------------------------) ლარი                                                                                       ციფრები                     სიტყვიერად უნდა გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ვადაში                                                            (აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საბოლოო თანხის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ვალდებულებები: 1. მყიდველი ვალდებულია ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული  ღირებულება შეიტანოს ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას. 2. მყიდველი ვალდებულია, შეძენილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას, დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს. 3. მყიდველს, აუქციონატორი შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას გადასცემს ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ, ხოლო საკუთრების უფლება  მყიდველზე გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 4. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, აუქციონატორთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა პატრონობასა და დაცვაზე. 5. აუქციონატორის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით და ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს აუქციონატორს. 6. ოქმით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აუქციონატორის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 7. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით და ხელშეკრულებით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ: ა) სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;. გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%. 8. ოქმით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად. 9. მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 10. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 11. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს. 13. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი  საჯარო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების  დამადასტურებელი დოკუმენტი. აუქციონატორი      / -------------------------- /                 /-------------------------/                                               სახელი, გვარი                                         ხელმოწერა აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)   / ---------------------/            /.............................../                                                                                                სახელი, გვარი                              ხელმოწერა                                                                                                                        დანართი №2 ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობების გარეშე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № - (ტიპური ფორმა) „––––––“ „–––––––––––––––––––“ 20   წ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი                                             (რიცხვი, თვე, წელი) 1. წინამდებარე  ოქმი გაიცა აუქციონში გამარჯვებულ პირზე  ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (აუქციონში გამარჯვებული პირის (ტექსტში შემდგომში – მყიდველის)  ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად, ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონებიs სხვა აღწერილობა) ქონების საწყისი ფასი --------------------------- (-------------------------------)                                             ციფრები                                           სიტყვიერად შემდგომი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge------------- (ლოტის ნომერი და თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ----------------- (----------–––––––----------------------------------) ლარის (ციფრებით)                                       (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად, ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) 2. მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული პირი) ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან  15  კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე –----------------------- 3. მყიდველს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ეს ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 5. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ნასყიდობის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 6. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 8. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 10. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს. 11. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების  დამადასტურებელი დოკუმენტი. აუქციონატორი      / -------------------------- /                      /-------------------------/                                             სახელი, გვარი                                                    ხელმოწერა აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)      / ---------------------/                 / -------------/                                                                                            სახელი, გვარი                                     ხელმოწერა დანართი №3 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემისას ელექტრონული (პირობებით /უპირობოდ)  აუქციონის  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № (ტიპური ფორმა)  „––––––“ „–––––––––––––––––––“ 20   წ . ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი                            (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ოქმი გაიცა აუქციონში გამარჯვებულ პირზე (აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება დაწარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად, (ქონების დასახელება, მისამართი, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) ქირის საწყისი ფასი --------------------------- (-------------------------------)                                              ციფრები                                სიტყვიერად შემდგომი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge  ------------- (ლოტის ნომერი და თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ----------------- (----------–––––––--------------------------) ლარის        (ციფრებით)                               (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მოსარგებლე) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით  ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების პირობით სარგებლობაში გადაეცემა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) - სარგებლობის ფორმა -------------------------------------------------------------------; სარგებლობაში გაცემის ვადა ---------------------------------------------------------- ; აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ,,ბე“ – ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: 1. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან  გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების ქირის საფასურის გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:  სახაზინო კოდი ---------------------------------------- 3. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. 4. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში):  ა)-------------------------------------------------------------------------------------------------------------;  ბ) ------------------------------------------------------------------------------------------------------------ გ) ------------------------------------------------------------------------------- 5. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს. 6. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარგებლეს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება  ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით. 7. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღამსრულებელი ორგანოს მიერ. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები. 8. აუქციონში გამარჯვებულს (მოსარგებლე) უფლება არა აქვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს ან სხვაგვარად დატვირთოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან იგი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 9. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 10. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 11. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მოსარგებლეს. 12. აუქციონში გამარჯვებული მოსარგებლე ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს. 13. ოქმს, რომელიც მესაკუთრესთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აუქციონატორი    / -------------------------- /--------------------------------------/                                                  ხელმოწერა                                 სახელი,  გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი (მოსარგებლე) /----------------------- / ------------------------/                                                                                             ხელმოწერა                        სახელი,  გვარი