“თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 11 აგვისტოს № 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2016 წლის 25 მაისი

ქ. თელავი

 

„თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/08/2014, 010250020.35.163.016193) კერძოდ:
ა) დებულების მე-8  და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საორგანიზაციო განყოფილება

1. განყოფილების მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი.

2. საორგანიზაციო განყოფილება:

ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ბ) ორგანიზებას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;

გ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიების და ფრაქციების ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას;

დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების,  საკრებულოს სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს კომისიების, გამგეობის სამსახურების, საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან და საკრებულოს სხდომაზე ანგარიშების მომზადებას, მოსმენას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას;

ვ) ასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს ფრაქციების,  კომისიების  და საკრებულოს წევრების დავალებების შესრულებას;

ზ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადებას.

მუხლი 9. მოქალაქეთა მომსახურებისა  და საქმისწარმოების განყოფილება

1. განყოფილების მუშაობას  ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი.

2. მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, მომართვების, საჩივრების, განცხადებების და  სხვა კორესპონდენციის მიღებას და რეგისტრაციას. მათ დროულად დამუშავებას,  შემსრულებლამდე მიწოდებას;

ბ) უზრუნველყოფს საკრებულოდან გაგზავნილი წერილების, მიმართვების და სხვა დოკუმენტების  რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ ადრესატისათვის ჩაბარებას, ან საფოსტო კავშირებით გადაგზავნას,  გაგზავნილი  წერილების  და  სხვა დოკუმენტაციის  დამუშავებას და საქმეთა ნომეკლატურის მიხედვით შენახვას არქივში ჩაბარებამდე;

გ) ახორციელებს საკრებულოს, ბიუროს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების და სხვადასხვა დოკუმენტაციის საკრებულოს წევრების ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნას;

დ) ახორციელებს საკრებულოს სხდომის, ბიუროს ოქმების, სამართლებრივი და ნორმატიული აქტების, საკრებულოს თავმჯდომარის  მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაფორმებას და ნორმატიული აქტების საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად გადაგზავნას;

ე) აწარმოებს საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებს და აფორმებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის  და სხვა დოკუმენტებს;

ვ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის   საკრებულოს სხდომის, ბიუროს, კომისიების და ფრაქციების ოქმების, სამართლებრივი და ნორმატიული  აქტების და სხვადასხვა ინფორმაციის ვებგვერზე განთავსებას;

ზ) ასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს ფრაქციების, კომისიების და საკრებულოს წევრების დავალებების შესრულებას.“.


მუხლი 2
დადგენილება ძალაში  შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 11 აგვისტოს № 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2016.
როდის იქნა მიღებული “თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 11 აგვისტოს № 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
“თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 11 აგვისტოს № 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 25.05.2016. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.163.016319.
რამდენი მუხლისგან შედგება “თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 11 აგვისტოს № 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 11 აგვისტოს № 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 11 აგვისტოს № 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 11 აგვისტოს № 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №14, 25.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016319 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3291703/