1. იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტებზე კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლის, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების საკითხები, იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის დამტკიცემული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, რეგულირდება წინამდებარე წესების შესაბამისად.
3. თუ შენობები მიღებულია ექსპლუატაციაში განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე ამ წესების V თავის მოთხოვნების შეუსაბამოდ, მათი რეკონსტრუქციისას დაუშვებელია ამავე თავის მოთხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. მის შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შესაძლებლობა.
4. იმ მშენებარე შენობა-ნაგებობაზე, რომელზეც გაცემულია თავდაპირველი მშენებლობის ნებართვა მინიმუმ სამი წლის წინ და მშენებლობის დასრულება ვერ ხერხდება გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, არ გავრცელდება დამატებითი ავტოსადგომების მოწყობის ვალდებულება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტურ მიზეზებს ადგენს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 6 აპრილის №13.02.295 განკარგულებით შექმნილი კომისია.
დანართი-1
ქალაქთმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალი
1. საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1):
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
· ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);
· ბაღი;
· სკვერი;
· საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო);
· საოჯახო (დამხმარე, არასამეწარმეო) მეფრინველეობა-მეცხოველეობის სამეურნეო და ტექნიკური სამეურნეო ნაგებობა სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით (სოფლის დასახლებისათვის);
· საბავშვო მოედანი;
· საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო);
· ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით (სოფლის დასახლებებისთვის);
· საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება (სოფლის დასახლებებისთვის);
· დაწყებითი სკოლა (სოფლის დასახლებებისთვის);
· საშუალო სკოლა (სოფლის დასახლებებისთვის);
· საცურაო აუზი;
· სპორტული მოედანი;
· ამბულატორია (სოფლის დასახლებებისთვის);;
· აფთიაქი;
· კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);
· პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;
· საფოსტო განყოფილება და კავშირგაბმულობის განყოფილება;
· ინდივიდუალური სარგებლობის ავტოსადგომი;
· პარკი;
· ბულვარი;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
· სასტუმრო;
· პოლიკლინიკა (სოფლის დასახლებებისთვის);
· ბარი;
· კაფე;
· სწრაფი კვების ობიექტი;
· საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა;
· ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობის საამქრო, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით (სოფლის დასახლებებისთვის);
· ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის);
· ბანკის ფილიალი, განყოფილება;
· ოფისი (სოფლის დასახლებებისთვის);
· პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილებები;
· სახანძრო დეპო;
· კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები;
· საერთო სარგებლობის ავტოსადგომი;
· საკულტო შენობები და ნაგებობები.
2. საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2):
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
· ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);
· ბაღი;
· სკვერი;
· პარკი;
· ბულვარი;
· საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო);
· საბავშვო მოედანი;
· საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო);
· ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;
· ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
· საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;
· დაწყებითი სკოლა;
· საშუალო სკოლა;
· საცურაო აუზი;
· სპორტული მოედანი;
· ამბულატორია;
· აფთიაქი;
· კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);
· პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;
· საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;
· ინდივიდუალური სარგებლობის ავტოსადგომი.
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:
· სასტუმრო.
· პოლიკლინიკა;
· ბარი;
· კაფე;
· სწრაფი კვების ობიექტი;
· საყოფაცხოვრებო მოსახურეობის ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა;
· ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის);
· ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობის საამქრო, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით (სოფლის დასახლებებისთვის);
· ბანკის ფილიალი, განყოფილება;
· პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
· სახანძრო დეპო;
· კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;
· ოფისი;
· საერთო სარგებლობის ავტოსადგომი;
· საკულტო შენობები და ნაგებობები.
3. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3):
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
· ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);
· მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;
· ბაღი;
· სკვერი;
· პარკი;
· ბულვარი;
· საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო);
· საბავშვო მოედნები;
· საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო);
· ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;
· ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
· საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;
· დაწყებითი სკოლა;
· საშუალო სკოლა;
· საცურაო აუზი;
· სპორტული მოედანი;
· ამბულატორია;
· აფთიაქი;
· კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);
· პირველადი მომხმარების საქონლის მაღაზია;
· საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;
· ინდივიდუალური სარგებლობის ავტოსადგომი.
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
· სასტუმრო.
· პოლიკლინიკა;
· ბარი;
· კაფე;
· საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა;
· ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობის საამქრო, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით (სოფლის დასახლებებისთვის);
· ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის);
· ბანკის ფილიალი, განყოფილება;
· სასურსათო და საყოფაცხოვრებო საქონლის სავაჭრო ცენტრი;
· ოფისი.
· პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
· სახანძრო დეპო;
· კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;
· საერთო სარგებლობის ავტოსადგომი;
· საკულტო შენობები და ნაგებობები.
4. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5):
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
· ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);
· პარკი;
· ბაღი;
· სკვერი;
· ბულვარი;
· საბავშვო მოედანი;
· ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
· საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;
· დაწყებითი სკოლა;
· საშუალო სკოლა;
· პოლიკლინიკა;
· ამბულატორია;
· აფთიაქი;
· სპორტული დარბაზი;
· საცურაო აუზი;
· სპორტული მოედანი;
· კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);
· კინოთეატრი;
· საინფორმაციო ცენტრი;
· საგამოფენო დარბაზი;
· პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;
· სამრეწველო საქონლის მაღაზია;
· სასურსათო მაღაზია;
· უნივერსალური მაღაზია;
· ბარი;
· კაფე;
· სწრაფი კვების ობიექტი;
· საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა;
· საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;
· ბანკის ფილიალი, განყოფილება;
· სანოტარობიურო;
· ინდივიდუალური სარგებლობის ავტოსადგომი;
· საერთო სარგებლობის ავტოსადგომი;
· კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი.
· ოფისი;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
· საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;
· ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;
· მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;
· საავადმყოფო;
· საცურაო აუზი;
· თეატრი;
· საქალაქო ბიბლიოთეკა;
· არქივი;
· მუზეუმი;
· საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;
· რესტორანი;
· ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობის საამქრო, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით (სოფლის დასახლებებისთვის);
· ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის);
· ბანკი;
· მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;
· სასამართლო;
· პოლიციისა და არასაუწყები დაცვის განყოფილება;
· სახანძრო დეპო;
· სასტუმრო;
· საზოგადოებრივი ტუალეტი;
· ავტოგასამართი სადგური, ავტოგასამართი კომპლექსი, აირგასამართი სადგური ან აირსავსები საკომპრესორო სადგური;
· საკულტო შენობები და ნაგებობები.
5. საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6):
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
· მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (დომინირებული სახეობა);
· პარკი;
·ბაღი;
· სკვერი;
· ბულვარი;
· საბავშვო მოედანი;
· ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
· საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;
· დაწყებითი სკოლა;
· საშუალო სკოლა;
· საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;
· პოლიკლინიკა;
· ამბულატორია;
· აფთიაქი;
· სპორტული დარბაზი;
· საცურაო აუზი;
· სპორტული მოედანი;
· კლუბი;
· კინოთეატრი;
· საქალაქო ბიბლიოთეკა;
· საინფორმაციო ცენტრი;
· საგამოფენო დარბაზი;
· პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;
· სამრეწველო საქონლის მაღაზია;
· სასურსათო მაღაზია;
· უნივერსალური მაღაზია;
· ბარი;
· კაფე;
· სწრაფი კვების ობიექტი;
· საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა;
·ოფისი;
· საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;
·ბანკების ფილიალი, განყოფილება;
· სანოტარო ბიურო;
· ინდივიდუალური ან/და საერთო სარგებლობის ავტოსადგომი;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
· მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;
· საავადმყოფო;
· უმაღლესი სასწავლებელი;
· სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური;
· თეატრი;
· არქივი;
· მუზეუმი;
· საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;
· რესტორანი;
· ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობის საამქრო, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით (სოფლის დასახლებებისთვის);
· ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის);
· ბანკი;
· ადმინისტრაციული შენობა;
· სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია;
· სასამართლო;
· პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
· სახანძრო დეპო;
· სასტუმრო;
· საზოგადოებრივი ტუალეტი;
· ავტოგასამართი სადგური, ავტოგასამართი კომპლექსი, აირგასამართი სადგური ან აირსავსები საკომპრესორო სადგური;
· კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები.
· საკულტო შენობები და ნაგებობები.
6. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1):
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
· მრავალფუნქციური შენობა (დომინირებულად არ არის გამოყოფილი რომელიმე ფუნქციური სახეობა);
· პარკი;
· ბაღი;
· სკვერი;
· ბულვარი;
· საბავშვო მოედანი;
· საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;
· დაწყებითი სკოლა;
· საშუალო სკოლა;
· საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;
· უმაღლესი სასწავლებელი;
· პოლიკლინიკა;
· ამბულატორია;
· აფთიაქი;
· სპორტული დარბაზი;
· საცურაო აუზი;
· კლუბი;
· კინოთეატრი;
· თეატრი;
· საქალაქო ბიბლიოთეკა;
· არქივი;
· საინფორმაციო ცენტრი;
· მუზეუმი;
· საგამოფენო დარბაზი;
· საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;
· სამრეწველო საქონლის მაღაზია;
· სასურსათო მაღაზია;
· უნივერსალური მაღაზია და სავაჭრი ცენტრი;
· ბარი;
· კაფე;
· რესტორანი;
· სწრაფი კვების ობიექტი;
· საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა;
· საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;
· ბანკის ფილიალი, განყოფილება;
· ბანკი;
· მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;
· ოფისი;
· სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია;
· სასამართლო;
· სანოტარო ბიურო;
· სასტუმრო;
· ინდივიდუალური ან/და საერთო სარგებლობის ავტოსადგომი.
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
· მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები;
· საავადმყოფო;
· სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური;
· საცურაო აუზი;
· სპორტული მოედანი;
· საკონცერტო დარბაზი;
· უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;
· კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი;
· სავაჭრო ცენტრი;
· ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის);
· პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
· სახანძრო დეპო;
· საზოგადოებრივი ტუალეტი;
· რკინიგზის სადგური;
· ავტოსადგური;
· აეროსადგური;
· ავტოგასამართი სადგური, ავტოგასამართი კომპლექსი, აირგასამართი სადგური ან აირსავსები საკომპრესორო სადგური;
· კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები.
· საკულტო შენობები და ნაგებობები.
7. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2):
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
· მრავალფუნქციური შენობა (დომინირებულად გამოყოფილია საზოგადოებრივი ფუნქციური სახეობები);
· პარკი;
· ბაღი;
· სკვერი;
· ბულვარი;
· აფთიაქი;
· კლუბი;
· კინოთეატრი;
· თეატრი;
· საკონცერტო დარბაზი;
· უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;
· საქალაქო ბიბლიოთეკა;
· არქივი;
· საინფორმაციო ცენტრი;
· მუზეუმი;
· საგამოფენო დარბაზი;
· საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;
· უნივერსალური მაღაზია;
· სავაჭრო ცენტრი;
· ბარი;
· კაფე;
· რესტორანი;
· სწრაფი კვების ობიექტი;
· საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა;
· საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი;
· ბანკის ფილიალი, განყოფილება;
· ბანკი;
· მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;
· ოფისი;
· სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;
· სასამართლო;
· იურიდიული კონსულტაცია;
· სანოტარო ბიურო;
· სასტუმრო;
· ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი;
· ინდივიდუალური ან/და საერთო სარგებლობის ავტოსადგომი;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
· მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;
· დაწყებითი სკოლა;
· საშუალო სკოლა;
· საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;
· უმაღლესი სასწავლებელი;
· პოლიკლინიკა;
· კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი;
· ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის);
· პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
· აეროსადგური;
· ავტოგასამართი სადგური ავტოგასამართი კომპლექსი, აირგასამართი სადგური ან აირსავსები საკომპრესორო სადგური
· სახანძრო დეპო;
· კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;
· საკულტო შენობები და ნაგებობები.
8. სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
· პარკი;
· დეკორატიული გაფორმების ობიექტი;
· მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა;
· სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი;
· სპორტული მოედანი (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე);
· პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი;
· ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (სავაჭრო ან/და საგამოფენო);
· საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი);
· საზოგადოებრივი ტუალეტი.
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
· ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი;
· სასტუმრო;
· ატრაქციონი;
· სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღია და გადახურული კინოთეატრი);
· სპორტული შენობა-ნაგებობა (სტადიონი, სათამაშო მოედანი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები);
· სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბილიარდო, კაზინო და ა.შ.;
·ზოოპარკი;
· კაფე, რესტორანი;
· სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული (სახელოვნებო, შშმპ და სპორტული) დაწესებულებები;
· ზონისა და მასში დაშვებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონერებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები);
· საკულტო შენობები და ნაგებობები;
· ავტოსადგომი.
9. სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3)
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
· პარკი;
· ბაღი;
· სკვერი;
· ბულვარი;
· მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შედრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა;
· სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი;
· სპორტული მოედანი;
· პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი;
· ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (სავაჭრო ან/და საგამოფენო);
· საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი);
· დასასვენებელი სახლი;
· დასვენების ბანაკი და ბაზა;
· სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზირებული (სახელოვნებო, შშმპ და სპორტული) დაწესებულებები;
· დასვენების ბანაკი და ბაზა;
· სანატორიუმი;
· სასტუმრო.
· საზოგადოებრივი ტუალეტი;
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:
· სააგარაკე-დასასვენებელი საცხოვრებელი სახლი;
· სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი);
· მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;
· საავადმყოფო;
· პოლიკლინიკა;
· ამბულატორია;
·სპორტული შენობა-ნაგებობა (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები);
· ატრაქციონი;
· კაფე, რესტორანი;
ზონისა და მასში დაშვებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონერებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები)