სს „ელექტროიზოლიტი“-ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
2016 წლის 16 ივნისს 11-00 საათზე ქ. თბილისში, ქსნის ქუჩა №35-ში მოწვეულია სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.სს „ელექტროიზოლიტის“ რეორგანიზაციის პროცესის დაწყება.
სს „ელექტროიზოლიტი“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2016 წლის 19 მაისი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო – 2016 წლის 16 ივნისს 10სთ 30 წთ.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს“ელექტროიზოლიტიы“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში, 2016 წლის 27 მაისიდან 2016 წლის 16 ივნისამდე ყოველ სამუშაო დღეს 12.00 საათიდან 14.00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ელექტროიზოლიტის“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორია“ მისამართზე: ქ თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა ან სს „ელექტროიზოლიტის“ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
დირექტორი
თამაზ ქამხაძე